სოზარ სუბარი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მცდარი ინტერპრეტაციით ციტირებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

სოზარ სუბარი
71
VIEWS

17 სექტემბერს “ხალხის ძალის” თავმჯდომარე და “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მე-11 ნომერი, სოზარ სუბარი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და ახსნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა თანხმობის პოლიტიკაა. სუბარმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მშვიდობის ერთადერთი ალტერნატივა არის ომი, ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი და ლტოლვილად ქცევა. ეს მიზანი კი ამოძრავებთ კოლექტიურ გიგაურებს, როდესაც მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ. სუბარმა უკრაინასთან გაავლო პარალელი და აღნიშნა, რომ ომის მოსალოდნელ შედეგებზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ რუს პრანკერებთან ისაუბრა და ისიც კი თქვა, რომ უკრაინას, როგორს სახელმწიფოს მომავალი ომის დასრულების შემდეგაც არ აქვს.

სოზარ სუბარი: მეტიც, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა სიკორსკიმ პრანკერებთან საუბარში ისიც კი თქვა, რომ უკრაინას მომავალი არა აქვს – არა მხოლოდ როგორც სახელმწიფოს, არამედ, ომის შედეგად, მშვიდობის დამყარების შემდეგ, თვით უკრაინის ტერიტორიაც კი საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდებაო.

სოზარ სუბარის სიტყვები გადაუმოწმებლად სამთავრობო მედიებმა (POSTV – ახალი ამბები, mpn, for.ge), ასევე საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც გაავრცელეს.

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის სიტყვებს მცდარი კონტექსტით ავრცელებს. სიკორსკიმ რუს პრანკერებთან საუბარში თქვა, რომ უკრაინაში ენერგო რესურსების 70 % განადგურებულია და ასე სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, მალე ქვეყნის დიდი ნაწილი საცხოვრებლად უვარგისი გახდება. მას არ უთქვამს, რომ უკრაინას, როგორც სახელმწიფოს, მომავალი არ აქვს და მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი იქ ცხოვრება შეუძლებელი გახდება.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსმა პრანკერებმა ვოვანმა და ლექსუსმა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სახელით დაურეკეს. ინტერვიუს სრული ვერსია პრანკერების Rumble-ის ანგარიშზე დაიდო. ფრაგმენტი, რომელსაც სუბარი ციტირებს, 4:21 წუთიდან იწყება. 

სოზარ სუბარი

ერთ-ერთი თემა, რომელზეც მხარეებმა განიხილეს, იყო რუსეთის თავდასხმები უკრაინის ენერგოსისტემაზე. სიკორსკის თქმით, უკრაინისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ამ ეტაპზე ელექტო რესურსების ამოწურვაა. მისი თქმით, უკრაინელებისგან აქვს ინფორმაცია, რომ ელექტორესურსების 70 %  განადგურებულია. 

მე ჩემს ხალხს ვეუბნები, რომ სიტუაცია თუ გაუარესდება, მაშინ უკრაინის დიდი ნაწილი საცხოვრებლად უვარგისი იქნება და ეს ლტოლვილების ახალ ტალღას გამოიწვევს, – განაცხადა სიკორსკიმ.

ინტერვიუს განმავლობაში, სიკორსკის სხვა მონაკვეთშიც არ უთქვამს,რომ ქვეყანა მშვიდობის დამყარების შემდეგაც საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდება, შესაბამისად სოზარ სუბარის განცხადება სიკორსკის ნათქვამის მცდარ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

არქივის ბმულები: (1, 2, 3, 4)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist