სოციალურ ქსელში ზელენსკის ჩაცმულობასთან დაკავშირებით ტრამპის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ზელენსკის ჩაცმულობა
659
VIEWS

6 მარტს გადაცემაში “პოლიტიკის საათი თამთა ქარჩავასთან ერთად” ისტორიკოსმა სოსო მანჯავიძემ თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩაცმულობაზე ისაუბრა. მისი მტკიცებით [22:12], ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკი თეთრ სახლში ჩინური Temu-დან გამოწერილი ტანსაცმლით მივიდა.  

ასევე, 2-3 მარტს რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა გაავრცელეს ტრამპის ვიდეო და ციტატა (1;2;3;4), რომელშიც ის ზელენსკის თეთრ სახლში არასათანადო სამოსით მისვლის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქცევა უპატივცემულობად ჩათვალა.  “ღმერთის სახელით, ვინმემ ამ ბიჭს კოსტიუმი უყიდეთ” – ამბობს ტრამპი ვიდეოში. 

ზელენსკის ჩაცმულობა

სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ჩაცმულობასთან დაკავშირებით ტრამპის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება. აშშ-ის პრეზიდენტის ვიდეო პროგრამულად არის დამუშავებული და გამოსახულებაში სახის მოძრაობა და ტექსტი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შეცვლილი. ტრამპის აღნიშნული განცხადება ღია წყაროებში არ იძებნება.  

ტრამპის აღნიშნული განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით ღია წყაროებით არ იძებნება. ჩაცმულობის შესახებ შეხვედრის შემდეგ ეს კომენტარი დონალდ ტრამპს საჯაროდ არ გაუკეთებია და არც სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაუწერია, რომელსაც აქტიურად იყენებს.  

ვიდეოს ძიებით დგინდება, რომ იდენტური კადრები 2025 წლის 26 თებერვალს, მთავრობის კაბინეტის პირველ სხდომაზეა გადაღებული (1;2). სხდომაზე ტრამპი ზელენსკის ტანსაცმლის შესახებ არ საუბრობს. აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინის პრეზიდენტს ის 2 დღის შემდეგ, 28 თებერვალს შეხვდა (რასაც ვიდეოს პირველ წამებშივე ამბობს [00:16]) , შესაბამისად, მის ჩაცმულობას 26 თებერვალს ვერ განიხილავდა.  

ზელენსკის ჩაცმულობა
დონალდ ტრამპი მთავრობის კაბინეტის სხდომაზე
ზელენსკის ჩაცმულობა
კადრი ვიდეოფაბრიკაციიდან

კადრების შედარებით დგინდება, რომ ვიდეოფაბრიკაციისთვის 26 თებერვლის სხდომის კადრებია გამოყენებული. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეოფაბრიკაციაში დონალდ ტრამპის გამოსახულება სარკისებურად არის შეტრიალებული და ხარისხი გაუარესებულია. გამოსახულებაზე დაკვირვებით შეგვიძლია დავინახოთ, რომ დონალდ ტრამპის პირისა და თვალების მოძრაობა არაბუნებრივია, რაც დამახასიათებელია პროგრამულად დამუშავებული ვიდეოებისთვის. ასევე, ვიდეოში სახეზე ჩრდილები სწრაფად იცვლება და გარკვეულ მონაკვეთებში კბილების ნაწილი ქრება. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოფაბრიკაციის დასამზადებლად რეალურად არსებული გამოსახულებაა გამოყენებული, შეცვლილია პრეზიდენტის სიტყვები და ხმა მისას მაქსიმალურად არის მიმსგავსებული, ასევე, შეცვლილია მისი პირისა და სახის მოძრაობა, რათა ის წარმოთქმულ სიტყვებს დაემთხვეს.   

ზელენსკის ჩაცმულობა

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო დაბალი ხარისხისაა, მასზე დაკვირვებით იკითხება დატანილი წარწერა, სადაც Youtube-ს მისამართი, “DangerousAI” არის მითითებული.  

ზელენსკის ჩაცმულობა

აღნიშნულ Youtube-არხს მითითებული აქვს, რომ AI ვიდეოებს აქვეყნებს. ავტორი ასევე წერს, რომ ყველაფერი, რაც მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებშია ნათქვამი, მისი დაწერილი სცენარია და არ წარმოადგენს ვიდეოში ნაჩვენები ადამიანების ციტატებსა თუ მოსაზრებებს. მისივე განმარტებით, ხმების შესაქმნელად AI-ს იყენებს.  

ზელენსკის ჩაცმულობა
Youtube/DangerousAI

Youtube-გვერდს დონალდ ტრამპის აღნიშნული ვიდეო, რომელიც შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა, როგორც რეალური, 2025 წლის 1 მარტს აქვს გამოქვეყნებული.   

ზელენსკის ჩაცმულობა

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო უკრაინულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Stopfake-მაც გადაამოწმა.   

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პრეზიდენტ ზელენსკის ფორმალური სამოსი არ აცვია და მედიასთან და შეხვედრებზე მუდმივად სამხედრო ტანისამოსში ჩნდება, როგორც ომში მყოფი ქვეყნის ლიდერი. ზელენსკი ასევე ხშირად იცვამს ტრადიციულ უკრაინულ სამოსს, ვიშივანკას.  

ტრამპთან შეხვედრისას მისი ჩაცმულობა უცვლელი იყო – პრეზიდენტს შავი მაისური ეცვა, რომელსაც გულზე უკრაინული სამკაპი ჰქონდა დატანილი. სწორედ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გახდა უკრაინის პრეზიდენტის ჩაცმულობა განსაკუთრებული განხილვის საგანი. კართან დახვედრის შემდეგ ტრამპმა თავად გაუსვა ხაზი ზელენსკის ტანისამოსს (“all dressed up”). მოგვიანებით, ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტმა ბრაიან გლენმა ზელენსკის ჰკითხა, თუ რატომ არ ეცვა კოსტიუმი. რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ჩაიცვამს მას შემდეგ, რაც ომი დასრულდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist