სოციალურ ქსელში რომის პაპის AI-ის მიერ გენერირებული ფოტო გამოჩნდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა
762
VIEWS

ფეისბუკზე  ვირუსულად გავრცელდა რომის პაპის ფრანცისკეს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო, რომელშიც მას თეთრი ქურთუკი აცვია. სოციალურ ქსელში გამოხმაურების მიხედვით, ფოტო ბევრმა ადამიანმა რეალურად აღიქვა.

პაპი ფრანცისკეს ფოტოები ხელოვნური ინტეელქტის ხელსაწყოს Midjourney-ის გამოყენებით შეიქმნა და თავდაპირველად ონლაინ პლატფორმაზე – reddit 24 მარტს გამოქვეყნდა. ფოტოები სხვადასხვა ქვეყანაში ფართოდ გავრცელდა და ყველგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

Screenshot 12 6 | mythdetector.com
წყარო: reddit.com

გამოცემა Forbes წერს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა იმის დასადგენად, არის თუ არა ფოტოსურათი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული, ხელების დათვალიერებაა.  მოახლოებულ კადრში ჩანს, რომ Midjourney-სთვის ხელების გენერირება ამ შემთხვევაშიც საკამაოდ რთული აღმოჩნდა.

Screenshot 13 6 | mythdetector.com

აღსანიშნავია, რომ Midjourney-ის მეშვეობით ნებისმიერი ადამიანის რეალისტური ფოტოს შექმნაა შესაძლებელი.  ამ ხელსაწყოს გამოყენებით მარტში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაკავების ამსახველი ფოტოც შეიქმნა. 

Screenshot 14 5 | mythdetector.com

ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ფოტო, რომელშიც ის მუხლებზე დგას და ლოცულობს თავად ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth Social გაავრცელა.

Screenshot 15 5 | mythdetector.com
წყარო: truthsocial.com
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist