სოციალურ ქსელში რეპერ P. Diddy-ზე ჯასტინ ბიბერის გაყალბებული ციტატა ვრცელება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ფოტომანიპულცია
3.9k
VIEWS

29-30 სექტემბერს მედიამ (1;2;3;4), ფეისბუქ-გვერდებმა (1;2;3;4;5) და ანგარიშებმა (1;2;3) გაავრცელეს კანადელი მომღერლის, ჯასტინ ბიბერის ციტატა, რომელშიც ოჯახის მიერ მის გაყიდვასა და რეპერ P. Diddy-სთან ურთიერთობაზე საუბრობს: “ჩემმა ოჯახმა გამყიდა შოუბიზნესის ინდუსტრიაში, როდესაც მხოლოდ 14 წლის ვიყავი… და როცა მინდოდა ჩემი წუხილის გამოთქმა, მშობლებისთვის გულის გადაშლა, უბრალოდ არ მისმენდნენ, რადგან მათ მხოლოდ ფული აღელვებდათ… როცა პი დიდისთან ვიყავი, მე მინახავს და გამიკეთებია ისეთი რამეები, რაც არც ერთმა ბავშვმა არ უნდა გააკეთოს ან ნახოს, არასოდეს”.  

ჯასტინ ბიბერი

ჯასტინ ბიბერის სახელით გაყალბებული ციტატა ვრცელდება. ღია წყაროებით არ იძებნება ინფორმაცია, რომ კანადელმა მომღერალმა მსგავსი განცხადება გააკეთა. ის არც რეპერ P. Diddy-ს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს გამოხმაურებია. 

გავრცელებული ციტატა, რომელსაც ბიბერს მიაწერენ, გაყალბებულია. რეალურად, მისი მსგავსი შინაარსის განცხადება ღია წყაროებით არ იძებნება – არ გამოუქვეყნებია მედიას (1;2;3), რომელიც რეპერ P. Diddy-სთან დაკავშირებულ ახალ ამბებს აშუქებს. ბიბერს განცხადება არ გაუვრცელებია თავის ოფიციალურ Instagram, Facebook და X-ის ანგარიშებზე. კანადელი მომღერალი ყველაზე აქტიური Instagram-ზეა, თუმცა მისი ბოლო პოსტი 2024 წლის 3 სექტემბრით თარიღდება და მიმდინარე მოვლენებთან კავშირი არ აქვს. 

გაყალბებული ციტატა 28 სექტემბრიდან ვრცელდება და მას სოციალურ ქსელ X-ის (1;2) მომხმარებლები წყაროს დასახელების გარეშე აქვეყნებენ.  

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი რეპერის, P. Diddy-ის დაკავებას ბიბერი არ გამოხმაურებია. 22 სექტემბერს People-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ მომღერალი ინფორმირებულია P. Diddy-ს დაკავებასთან და მისთვის წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის საკითხი, რომელზეც ფოკუსირება სურს და მისი ყურადღება ამჟამად მიმართულია ცოლისა და შვილისკენ, რომლის დაბადების შესახებაც საზოგადოებას გასულ თვეში აცნობეს.   

ღია წყაროებით ასევე არ იძებნება კანადელი მომღერლის განცხადება, რომელშიც ის ოჯახს “შოუბიზნესის ინდუსტრიაში გაყიდვაში” ადანაშაულებს.  

რეპერი P. Diddy, იგივე შონ კომბსი ნიუ-იორკში 17 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი ქალების გატაცებაში, მათ ნარკოტიკებით მოწამვლასა და სექსუალური აქტივობის იძულებაში (ზოგჯერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებითა და ძალადობის მუქარით) ედება. სექტემბერში პოლიციამ გაჩხრიკა მისი სახლი, რომელშიც სხვადასხვა დროს წვეულებებს მართავდა. ადგილიდან ამოიღეს ნივთები, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ორგიების (Freak Outs) დროს გამოყენებისთვის იყო გამიზნული – მათ შორის, ნარკოტიკები და საბავშვო ზეთის 1 000-ზე მეტი ბოთლი. რეპერი ყველა ბრალდებას უარყოფს. წარსულში შონ კომბსს სექსუალურ ძალადობაში ბრალი არაერთმა ქალმა დასდო.   

P. Diddy-ს დაკავების პარალელურად, სოციალურ ქსელში კვლავ გავრცელდა 2009 წელს Youtube-ზე ბიბერის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, რომლის სათაურშიც ვკითხულობთ: “ჯასტინ ბიბერის 48 საათი Diddy-სთან ერთად”. ვიდეოში რეპერი ამბობს, რომ 15 წლის მომღერალი მასთან ატარებს დროს და “ნამდვილად ვერ გაამხელენ”, თუ რას აკეთებენ, თუმცა ის, რასაც აკეთებენ, “ნამდვილად არის 15 წლის ბავშვის ოცნება”. აღნიშნული ვიდეოს კვლავ გავრცელებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა – მომხმარებლები მას P. Diddy-ის სახლში გამართულ White Parties-ს უკავშირებენ. მომდევნო დღეებში ასევე გავრცელდა სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სიმღერა P. Diddy-ის წვეულებებთან დაკავშირებით, რომელზეც ამტკიცებდნენ, რომ ბიბერს ეკუთვნოდა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist