სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” ბანერის ამსახველი ყალბი ვიდეოები ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

“ქართული ოცნების” ბანერი
412
VIEWS

8-9 სექტემბერს სოციალურ ქსელში გამოჩნდა ორი ვიდეო (1, 2) რომლებშიც პარტია “ქართული ოცნების” ბანერია ასახული. პირველ ვიდეოში წინასაარჩევნო ბანერზე ვხედავთ წარწერას “მხოლოდ კორუფციით ტენდერებით ნეპოტიზმით ევროპისკენ”, ხოლო მეორე ვიდეოში “ქართული ოცნების” ბანერი რუსულ ენაზეა, ტექსტით: “მხოლოდ მშვიდობით ღირსებით კეთილდღეობით რუსეთისკენ”. ვიდეოში ასევე ისმის, სავარაუდოდ ვიდეოს გადამღების ხმა, რომელიც რუსულ ენაზე ამბობს: “ყოჩაღ ქართველებო, ასე გააგრძელეთ”.

“ქართული ოცნების” ბანერი“ქართული ოცნების” ბანერი

ორივე ვიდეო, რომელშიც “ქართული ოცნების” ბანერია ასახული, დარედაქტირებულია და ყალბი წარწერებით ვრცელდება. პირველი ვიდეო გადაღებულია თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ავეჯის სახლ “ვერონასთან”, ხოლო მეორე ვიდეო ასევე თბილისში, გიორგი მინდელის ხიდთან. “მითების დეტექტორმა” ორივე ბანერი შეამოწმა, რეალურად აღნიშნულ ბანერებზე, ისევე როგორც სხვა მისამართებზე მდებარე “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ბანერებზე, იკითხება ტექსტი: “მხოლოდ მშვიდობით ღირსებით კეთილდღეობით ევროპისკენ”.

პირველი ვიდეო

პირველ ვიდეოში “ქართული ოცნების” ბანერის გვერდით ჩანს ავეჯის სახლის “ვერონას” წარწერის დაბოლოება “ონა” და ლოგო, რომლის მეშვეობითაც, დავადგინეთ, რომ ვიდეო აღმაშენებლის ხეივანზეა გადაღებული.

“მითების დეტექტორი” ბანერის წარწერის შესამოწმებლად ადგილზე მივიდა. ჩვენს მიერ გადაღებული კადრებით დასტურდება, რომ ვიდეო რედაქტირებულია და ბანერზე რეალური წარწერაა “მხოლოდ მშვიდობით ღირსებით კეთილდღეობით ევროპისკენ”.

კადრები რედაქტირებული ვიდეოდან:

“ქართული ოცნების” ბანერი

“მითების დეტექტორის” მიერ 10 სექტემბერს გადაღებული კადრები:

“ქართული ოცნების” ბანერი“ქართული ოცნების” ბანერი

მეორე ვიდეო

მეორე ვიდეოს კადრების, კერძოდ ვიდეოში ნაჩვენები შენობისა და ხედის ანალიზით დადგინდა, რომ ვიდეო გადაღებულია თბილისში მდებარე გიორგი მინდელის ხიდიდან. 

“მითების დეტექტორის” მიერ ადგილზე გადაღებული კადრებით დასტურდება, რომ გავრცელებული ვიდეო პროგრამულად არის დამუშავებული, რადგან სინამდვილეში ბანერზე რუსული წარწერა არ არის. რეალურად, ბილბორდზე “ქართული ოცნების” სლოგანი “მხოლოდ მშვიდობით ღირსებით კეთილდღეობით ევროპისკენ” არის დატანილი.

კადრები რედაქტირებული ვიდეოდან: 

“ქართული ოცნების” ბანერი

“მითების დეტექტორის” მიერ 10 სექტემბერს გადაღებული კადრები:

“ქართული ოცნების” ბანერი

აღსანიშნია, რომ “ქართული ოცნების” ეს ბანერი Google Maps-ზე, ამავე მისამართზე აღბეჭდილია 2024 წლის აგვისტოში გადაღებულ ფოტოზე და მასზე მხოლოდ ქართულ ენაზე დაწერილი მმართველი პარტიის სლოგანი იკითხება.

“ქართული ოცნების” ბანერი

ფოტო Google Maps-დან

წყაროს შესახებ:

მათ შორის ვინც ყალბი ვიდეოები გაავრცელა, არიან ფეისბუქ მომხმარებლები Dato Faika Nacvlishvili და Jano Zhvania.

Dato Faika Nacvlishvili კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერი და ჯგუფის “ქვეყნის მტრების არქივის” ერთ-ერთი ადმინისტრატორია. მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3).

რაც შეეხება ჯანო ჟვანიას, მას ფეისბუქზე მითითებული აქვს, რომ პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მუშაობს. პარტიასთან მისი კავშირი დასტურდება მის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოებითაც.

"ქართული ოცნების" ბანერი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist