სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

114
VIEWS

22 ოქტომბერს ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ-გვერდმა “სიმართლის დროა” გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სცენიდან თავის ცოლს მიმართავს და ამბობს: “მე მინდა, ჩემი ცოლი, თქვენი თანამოქალაქე, ჩემი მთავარი სიყვარული, ჩემი მთავარი გვერდში მდგომი…”, შემდგომ ჩანს, რომ სცენისკენ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია მიდის. ვიდეო სრულდება წარწერით: “არ დაბრუნდე წარსულში. სიმართლის დროა!”.

sotsialur qselshi nika gvaramiasa da giorgi gabunias redaqtirebuli video vrtseldeba სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას ვიდეო რედაქტირებულია, ის შექმნილია ორი სხვადასხვა ვიდეოსგან, რომელსაც ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. ვიდეოს დასაწყისში გვარამია პარტიის ყრილობიდან თავის ცოლს, სოფო ლილუაშვილს მიმართავს. ვიდეოს მეორე ნაწილი კი 8 წლის წინ, გადაცემა “X ფაქტორის” ერთ-ერთი ეპიზოდია. 

9 ოქტომბერს კოალიციამ “ცვლილებისთვის”, რომელიც “დროას”, “გირჩსა” და “ახალს” აერთიანებს, ქუთაისში საარჩევნო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ პოლიტიკოსები ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ცოტნე კობერიძე და გიგა ლემონჯავა. დასასრულს, ქუთაისში ამომრჩეველს საპარლამენტო სიის წევრები წარუდგინეს.

სიტყვით გამოსვლისას გვარამიამ ქუთაისის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ის ყველაზე დიდხანს იყო ქვეყნის დედაქალაქი. ასევე თქვა, რომ ქუთაისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია. პოლიტიკოსმა ისიც აღნიშნა, რომ თავისი ცოლი, სოფო ლილუაშვილი ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა, შემდგომ კი მას სცენაზე ასვლა სთხოვა. “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა თქვა: (20:35) “ჩემო ძვირფასებო, მე მინდა, ჩემი ცოლი, თქვენი თანამოქალაქე, აქ დაბადებული და გაზრდილი, სოფო ლილუაშვილი წარმოგიდგინოთ. ჩემი მთავარი სიყვარული, ჩემი მთავარი გვერდში მდგომი, ჩემი მთავარი ქუთაისელი ცხოვრებაში, მოდი, სოფო”. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, რედაქტირებულ ვიდეოში ამოჭრილია ის მონაკვეთი, სადაც პოლიტიკოსი სოფო ლილუაშვილს საკუთარი სახელით იხსენიებს.

sotsialur qselshi nika gvaramiasa da giorgi gabunias redaqtirebuli video vrtseldeba 1 სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

რაც შეეხება ვიდეოს გაგრძელებას და გიორგი გაბუნიას სცენაზე ასვლის ეპიზოდს, ის გადაცემა “X ფაქტორიდანაა”. 8 წლის წინ, პროექტის მესამე სეზონის ჟიურის ერთ-ერთი წევრი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიაც იყო. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, კერძოდ, ე.წ. ოთხი სკამის ტურიდანაა. გაბუნია სცენაზე ერთ-ერთ კონკურსანტ მარი შარმანთან დასამშვიდობებლად ადის.

sotsialur qselshi nika gvaramiasa da giorgi gabunias redaqtirebuli video vrtseldeba 2 სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ დესკრედიტაციის კამპანია გააქტიურდა. გვარამია სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული ცნობებისა თუ ვიზუალური მანიპულაციების, ასევე რედაქტირებული ვიდეოების გავრცელების სამიზნე ხშირადაა. მსგავს პოსტებს “მითების დეტექტორი” აქტიურად აკვირდება და იკვლევს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist