სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო უკრაინაში მიმდინარე მობილიზაციას არ ასახავს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

245
VIEWS

21 ივნისს ფეისბუქ-ანგარიშმა “შიინ ევროპისკენ” (1,2) და რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებელმა Ирина Лагутина-მ  გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ვხედავთ, თუ როგორ ართმევენ სამხედრო ფორმაში გამოწყოფილი პირები მოქალაქეს ხელიდან ბავშვს და შემდეგ მიწაზე ძალით აწვენენ. თანდართული აღწერით, ვიდეო უკრაინაში მიმდინარე მობილიზაციას ასახავს. 

Screenshot 2024 06 25 at 5.26.09 PM სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო უკრაინაში მიმდინარე მობილიზაციას არ ასახავს Screenshot 2024 06 25 at 5.26.17 PM სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო უკრაინაში მიმდინარე მობილიზაციას არ ასახავს

ვიდეო ფეისბუქზე ყალბი აღწერით, მანიპულაციურად ვრცელდება. შემთხვევაში მონაწილე არცერთი მხარე მობილიზაციის ვერსიას არ ადასტურებს. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ვერსიით, ვიდეოში ასახულია, როგორ უსწორდებიან დმიტრი პავლოვს ფიზიკურად დეპუტატი ნიკოლაი ტიშჩენკოს დაცვის წევრები. თავად ტიშჩენკოს ვერსიით, ვიდეოში ასახული პირი “ბოტების ფერმის” დაცვის უფროსია და გამოძიების მიმდინარეობას თავად შეუშალა ხელი. 

გავრცელებული ვიდეო 20 ივნისს უკრაინის ქალაქ დნიპროში მომხდარ შემთხვევას ასახავს. შემთხვევის ირგვლივ უკრაინულ მედიაში ორი ვერსია ვრცელდება. სამხედრო გაწვევას არცერთი მათგანი არ ეხება. 

პირველ ვერსიას უკრაინის რადას უფრაქციო დეპუტატი ნიკოლაი (მიკოლა) ტიშჩენკო ავრცელებს. მისი ინფორმაციით, დნიპროში უკანონო ქოლცენტრებისა და “ბოტების ფერმის” გამოსავლენად იმყოფებოდა. დეპუტატის მტკიცებით, 4 ასეთი დაწესებულების გამოვლენის შედეგად 300-მდე პირია დაკავებული, ხოლო პირი, რომელსაც ვიდეოში ვხედავთ, ერთ-ერთი დაწესებულების დაცვის უფროსია, ის თავად მიუახლოვდა ადგილს, სადაც ოპერაცია მიმდინარეობდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა. ტიშჩენკო არ აკონკრეტებს ვინ არიან სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პირები, რომლებიც ვიდეოში ჩანან

აღსანიშნავია, რომ ნიკოლაი ტიშჩენკო 2023 წლის იანვრამდე უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” წევრი იყო. ის პარტიიდან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულების დარღვევის გამო გარიცხეს, რომლის მიხედვითაც, უკრაინის საჯარო მოხელეებს საომარ პერიოდში ქვეყნის დატოვება, გარდა სამსახურეობრივი მივლინებებისა, ეკრძალებათ. პარტიიდან გარიცხვას ტიშჩენკოს სადეპუტატო მანდატზე გავლენა არ ჰქონია

განსხვავებულია უკრაინულ მედიაში (1,2) გავრცელებული ვერსია, რომლის მიხედვითაც, ვიდეოში ასახულია როგორ უსწორდებიან ტიშჩენკოს დაცვის წევრები ფიზიკურად სპეცდანიშნულების რაზმი “კრაკენის” ყოფილ წევრს დმიტრი პავლოვს.

დნიპროპეტროვსკის რეგიონის ეროვნული პოლიციის პრესმდივანმა მედიასთან კომენტარში დაადასტურა, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის ორი –  სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით არის დაწყებული. პოლიციაში ასევე აღნიშნეს, რომ არც ადგილობრივი და არც რეგიონის სამართალდამცავები ტიშჩენკოსთან არ თანამშრომლობდნენ და ჩხრეკას არ აწარმოებდნენ

დამატებით, სპეცდანიშნულების რაზმმა “კრაკენმა” დაადასტურა, რომ ვიდეოში ასახული სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილი პირი, რომელმაც სხეულის დაზიანებები მიიღო, მათი ქვედანაყოფის ყოფილი სამხედროა

წყაროების შესახებ

ფეისბუქ-ანგარიში “შიინ ევროპისკენ” ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს რეგულარულად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” იდენტური სახელწოდების ორი ანგარიშის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. გვერდი არასამთავრობო ორგანიზაციების წამოწყებული სამოქალაქო კამპანიის “შინ ევროპისკენ” საპირწონედ შეიქმნა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ყალბი ინფორმაცია წარსულში ასევე აქვს გავრცელებული რუსულენოვან მომხმარებელ Ирина Лагутина-ს. მისი პოსტების ნაწილი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების მიერ არის მონიშნული. 

Screenshot 2024 06 25 at 5.29.03 PM სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო უკრაინაში მიმდინარე მობილიზაციას არ ასახავს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist