სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო NATO-ს ოფიცერს არ ასახავს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

NATO
209
VIEWS

14-16 ივნისს ქართულმა (1;2;3;4) და რუსულენოვანმა (1;2;3) ფეისბუქ-მომხმარებლებმა გაავრცელეს კადრები ვიდეოდან, რომელშიც ჩანს კაცი, რომელსაც კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია. პოსტების ავტორები ამტკიცებენ, რომ ვიდეო NATO-ს უფროს ოფიცერს ასახავს. 

natos ophitseri1 სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო NATO-ს ოფიცერს არ ასახავს natos ophitseri2 სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო NATO-ს ოფიცერს არ ასახავს

ფეისბუქ-პოსტების ავტორები ვიდეომანიპულაციას ავრცელებენ. მტკიცება, თითქოს ვიდეო ნატოს უფროს ოფიცერს ასახავს, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, კადრებში ვხედავთ მარკ ბრაიანს, რომელიც რობოტიკის ინჟინერი, ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელი და მოდელია.  

ქართული და რუსულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებლების მიერ გავრცელებული ვიდეო გერმანიაში მცხოვრებ 64 წლის მარკ ბრაიანს ასახავს. ის საკუთარი სტილით წარსულში სხადასხვა მედიის ყურადღების ცენტრში მრავალჯერ მოექცა.  

მარკ ბრაიანი აშშ-დან არის, თუმცა ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. ბრაიანს, რომელიც ჰეტეროსექსუალია, ცოლი და 3 შვილი ჰყავს. ის 11 წელია, დაქორწინებულია და გადაწყვეტილებას, ჩაიცვას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და კაბები, მისი ცოლიც უჭერს მხარს. როგორც მედიასთან საუბარში ამბობს, 20 წლის განმავლობაში ოფისში მუშაობის შემდეგ ერთფეროვანი სტილი მობეზრდა, ამიტომ 2015 წელს გადაწყვიტა, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმა დაეწყო, ხოლო 2018 წლიდან – კაბების. მისივე განმარტებით, არ ფიქრობს, რომ ტანსაცმელი გენდერის მიხედვით უნდა იყოს შერჩეული და უყვარს თავისუფლების ის შეგრძნება, რომელსაც კაცისა და ქალის სამოსის მორგებით იღებს. მისივე თქმით, სურს, რომ მოხდეს მოდის დესექსუალიზება, რაც გულისხმობს, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩაიცვას ის, რაც სურს და სექსუალურ ორიენტაციაზე ტანსაცმლით არ მსჯელობდნენ. ბრაიანი აღნიშნავს, რომ ეს ის საკითხია, რომელზე პოზიციითაც LGBTQ+ თემისგან განსხვავდება – მიუხედავად იმისა, რომ მათ პოზიციას პრობლემად არ მიიჩნევს, ფიქრობს, რომ ტანსაცმელი და მოდა გენდერის განმსაზღვრელი ან მიმანიშნებელი არ უნდა იყოს.  

მარკ ბრაიანი NATO-ს უფროსი ოფიცერი არ არის. როგორც მრავალი მედიისთვის მიცემული ინტერვიუებითა და სტატიებით (1;2;3;4) დგინდება, ის რობოტიკის ინჟინერი, ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელი და ფოტომოდელია. მისი თქმით, ერთადერთი ადგილი, სადაც ქუსლიანი ფეხსაცმელი არ აცვია, საფეხბურთო მოედანია. 2021 წელს გამოქვეყნებულ Vogue-ს სტატიაში ვკითხულობთ, რომ ის საკუთარ თავს ამგვარად აღწერდა: “მე დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი კაცი ვარ, რომელსაც უყვარს Porsche, ლამაზი ქალები და იღებს სიამოვნებას ყოველდღიურად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლისა და კაბების ჩაცმით”.  

Screenshot 2024 06 18 at 12.24.58 PM სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო NATO-ს ოფიცერს არ ასახავს
ფოტო: Purplehaze

2022 წელს ბრაიანი პარიზის მოდის კვირეულზე ჩვენებაშიც იღებდა მონაწილეობას.  

Screenshot 2024 06 18 at 12.25.05 PM სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო NATO-ს ოფიცერს არ ასახავს
ფოტო: Paper

მტკიცება, თითქოს მარკ ბრაიანი NATO-s უფროსი ოფიცერია, უცხოელმა ფაქტების გადამმოწმებლებელმა ორგანიზაციებმაც გადაამოწმეს. See Check-ის ინფორმაციით, რომელიც 2020 წლიდან აერთიანებს ფაქტების გადამმოწმებლებს სერბეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინადან, მონტენეგროდან, სლოვენიიდან, ხორვატიიდან და მონტენეგროდან, იგივე ვიდეო ყალბი მტკიცებით სხვადასხვა ქვეყანაში სწრაფად გავრცელდა.    

წყაროების შესახებ  

Levan Tavdishvili სისტემატურად აქვეყნებს ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებსა და შეთქმულების თეორიებს. “მითების დეტექტორს” მის მიერ გავრცელებული არაერთი ყალბი მტკიცება აქვს გადამოწმებული.   

რუსულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებელი Zurab Nikanorov სისტემატურად აქვეყნებს ანტიდასავლურ, ასევე, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის მხარდამჭერ და უკრაინის მთავრობის საწინააღმდეგო პოსტებს, რომელთა შორის არის ყალბი ინფორმაცია. სხვადასხვა ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციას მისი არაერთი პოსტი აქვს მონიშნული

Screenshot 2024 06 18 at 12.25.22 PM სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო NATO-ს ოფიცერს არ ასახავს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist