სოციალურ ქსელში დიმიტრი ტატიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დიმიტრი ტატიშვილი
3k
VIEWS

განახლება 8/11/2024:  რედაქტირებული ვიდეო 7 ნოემბერს ასევე გაავრცელეს ფეისბუქ-მომხმარებელმა David Tordia და ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “მიხეილ განუბაჟებელი“. 

7 ნოემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა Shako Kutchashvili გამოაქვეყნა მსახიობ დიმიტრი ტატიშვილის ვიდეო აღწერით: “არჩევნების შემდეგ განათებული გონება”. ვიდეოში ტატიშვილი ამბობს:  

“ტეხავს ნაცობა. აშკარად ეგრეა. ნაღდად ტეხავს. ნაცები ვინც ვართ, ყველას გვიტყდება. ადრე ამით რომ მოგვქონდა თავი, ახლა ვეღარ ვტრაბახობთ. ნაცობა მენტალური მდგომარეობაა, სამწუხაროდ, რა საკვირველია, რომელიც დაკავშირებულია ფანატიკოსობასთან, ძალაუფლების წყურვილთან, ტრადიციების უპატივცემულობასთან, ანუ სიბნელესთან, რა. და ეს ტეხავს და ამას უკვე ძალაუფლებას მოწყურებული ნაცებიც ვიაზრებთ, რომ ტეხავს”.  

პოსტის კომენტარებში ჩანს, რომ მომხმარებლების ნაწილი ვიდეოს რეალურად აღიქვამს.

sotsialur qselshi dimitri tatishvilis redaqtirebuli video vrtseldeba სოციალურ ქსელში დიმიტრი ტატიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდებაScreenshot 2024 11 08 134138 სოციალურ ქსელში დიმიტრი ტატიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში დიმიტრი ტატიშვილის ხმა რედაქტირებულია და მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს. რეალურ ვიდეოში მსახიობი პარტია “ქართულ ოცნებაზე“ საუბრობს.  

გავრცელებული ვიდეო ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “შაბათის ფორმულას” ერთ-ერთი სიუჟეტიდანაა ამოჭრილი. სიუჟეტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გამოქვეყნდა და მასში საუბარია იმაზე, თუ როგორ ემზადება “ქართული ოცნება“ ხმების მოსაპარად. ვიდეოში საუბრობენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მსახიობები და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ერთ-ერთი რესპონდენტი მსახიობი დიმიტრი ტატიშვილია, რომელიც “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს. სწორედ ამ სიუჟეტიდან ამოჭრილი ვიდეოა რედაქტირებული და სიტყვა “ქოცობა” “ნაცობით” არის შეცვლილი, თითქოს არჩევნების შემდეგ მსახიობმა აზრი შეიცვალა. რეალურად, ის ამბობს (12:19-დან):   

“ტეხავს ქოცობა. აშკარად ეგრეა. ნაღდად ტეხავს. აი, ქოცები ვინც არიან, იმათაც უტყდებათ, ადრე ამით რომ მოჰქონდათ თავი, ახლა ვეღარ ტრაბახობენ ამითი. ქოცობა მენტალური მდგომარეობაა, სამწუხაროდ, რა საკვირველია, რომელიც დაკავშირებულია უმეცრებასთან, სიხარბესთან, მონურ დამოკიდებულებასთან, მონურ აზროვნებასთან, სიბნელესთან რა, ძირითადად. ეს ტეხავს, ეს ბნელებმაც იციან, რომ ტეხავს. ეს მასობრივი ამბავია…” 

წყაროს შესახებ 

ფეისბუქ-მომხმარებელი Shako Kutchashvili “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და ოპოზიციური პარტიებისა და კრიტიკული მედიის ჟურნალისტების დისკრედიტაციისკენ მიმართულ პოსტებს ხშირად აქვეყნებს. 2021 წელს მან “დესტრუქციული ძალების წინააღმდეგ” მოძრაობა “წინ’სვლა” დააფუძნა. მითების დეტექტორს კუჭაშვილის მიერ გავრცელებული მანიპულაციური შინაარსის პოსტი წარსულშიც აქვს გადამოწმებული.  

ფეისბუქ-მომხმარებელი David Tordia ანტიოპოზიციური შინაარსის ინფორმაციას სისტემატურად აქვეყნებს. “მითების დეტექტორს” წარსულში მის მიერ გავრცელებული არაერთი დეზინფორმაციული პოსტი აქვს გადამოწმებული


გოგა გოგაშვილი 

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist