სოციალურ ქსელში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ლოგოს დამუშავებული ვერსია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა,
187
VIEWS

19 ივნისს ფეისბუქ-ანგარიშმა ფანტინა ფანტინა ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ლოგო და წარწერა – “LGBT ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” არის განთავსებული. პოსტის ავტორის თქმით, “სულაკაური აღარ მალავს გეობას”.

Screenshot 1 7 | mythdetector.com

გავრცელებული პოსტი ფოტოფაბრიკაციას შეიცავს. რეალურად, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას ლოგო წარწერით “LGBT სულაკაურის გამომცემლობა” არ გამოუქვეყნებია და ის პროგრამულადაა დამუშავებული. გავრცელებული ფოტოს ავთენტურობა სულაკაურის გამომცემლობაშიც უარყვეს.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ფეისბუქ-გვერდის პროფილის ფოტოებში მსგავსი ვიზუალის ფოტო ნამდვილად გვხვდება, თუმცა მას წარწერა “LGBT” არ აქვს. კომპანიის ფეისბუქ-გვერდზე 2019 წელს გამოქვეყნებული ფოტო, გამომცემლობის ერთ-ერთი ვარიაციაა. გვერდზე მოგვიანებით ამ ვიზუალის ლოგოს რამდენიმე თემატური ვარიანტია განთავსებული (მაგ: ახალი წელი, გამომცემლობის დაბადების დღე და ა.შ), თუმცა ლგბტქ+ თემატიკას არცერთი მათგანი არ უკავშირდება.

Screenshot 2 9 | mythdetector.com Screenshot 3 10 | mythdetector.com

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის დაზუსტების მიზნით “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასაც” დაუკავშირდა. გავარცელებული ფოტოს ნამდვილობა მათაც უარყვეს.

აღსანიშნავია, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციული კამპანია რამდენიმე თვეა გრძელდება. ჯერ კიდევ აპრილის თვეში რამდენიმე ფეისბუქ-ანგარიშმა სულაკაურის გამომცემლობის წიგნის “ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის” ფოტოები გამოაქვეყნეს. ფოტოები წიგნში დაბეჭდილ ერთ-ერთ მოთხრობას “ქოი მეთისი” ეხებოდა, რომელიც ტრანსგენდერ ბავშვზე გვიყვება. 23 აპრილს ამ თემაზე პოსტი პროსახელისუფლებო ტელევიზია POSTV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემაც გამოაქვეყნა.

Screenshot 4 10 | mythdetector.com

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-ანგარიშს ფანტინა ფანტინა, მის სხვა ანგარიშებთან ერთად (12), დეზინფორმაციული პოსტები აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist