სოციალურ ქსელში აქციაზე გიორგი ვაშაძის მიმართვის დამონტაჟებული ვიდეო ვრცელდება 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

85
VIEWS

28 ოქტომბერს ანონიმურმა ფეისბუქ გვერდმა “Aravin” გამოაქვეყნა ვიდეო, ე.წ. რილსი, რომელშიც პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე სიტყვით მიმართავს აქციის მონაწილეებს. უფრო კონკრეტულად, იგი ხელის აწევისკენ მოუწოდებს აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც არ აღიარებენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. პოლიტიკოსის მიერ ამ ფრაზის დასრულების შემდეგ კადრი გადადის მოქალაქეებზე და ჩანს, რომ ხელს არავინ იწევს. 

Screenshot 2024 10 30 130925 სოციალურ ქსელში აქციაზე გიორგი ვაშაძის მიმართვის დამონტაჟებული ვიდეო ვრცელდება 

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო, რომელშიც გიორგი ვაშაძე აქციის მონაწილეებს მიმართვს, დამონტაჟებულია. რეალურად, მისი ამ მოწოდების შემდეგ ხალხის უმრავლესობამ ხელი აწია, რითიც დაეთანხმა იმ აზრს, რომ არჩევნები გაყალბდა. 

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, რომელშიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გამოცხადებული ოფიციალური შედეგებით პარტია “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა მოიპოვა, ოპოზიციის ლიდერები და საქართველოს პრეზიდენტი ლეგიტიმურად არ ცნობენ და მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. სწორედ ამ ფაქტის გასაპროტესტებლად და მხარდამჭერებისთვის სამოქმედო გეგმის გასაზიარებლად 28 ოქტომბერს პარლამენტის შენობასთან მათი ორგანიზებით ჩატარდა აქცია, რომელიც ყველა ძირითადმა ქართულმა მედიამ გააშუქა.

ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელმაც აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, კოალიცია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე იყო. მისი განცხადებით, დარწმუნებულია, რომ არჩევნები ოპოზიციამ მოიგო და სთხოვა ხალხს, ხელი აეწიათ იმ შემთხვევაში, თუ ისინიც თვლიდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და “არ აღიარებდნენ ამ არჩევნებს”. ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გადამოწმების (1:02:40-დან) შემდეგ ირკვევა, რომ რეალურად ვაშაძის მოწოდებას აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი გამოეხმაურა და ხელის აწევით თანხმობა დაადასტურა. 

Screenshot 2024 10 30 130932 სოციალურ ქსელში აქციაზე გიორგი ვაშაძის მიმართვის დამონტაჟებული ვიდეო ვრცელდება Screenshot 2024 10 30 130937 სოციალურ ქსელში აქციაზე გიორგი ვაშაძის მიმართვის დამონტაჟებული ვიდეო ვრცელდება 

უნდა აღინიშნოს, რომ “ფორმულას” სიუჟეტი პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა, სადაც ერთდროულად ჩანდა როგორც სპიკერი, ისე ხალხი. ამ მიზეზის გამო შეუძლებელია, რომ ის კადრი არ ასახავდეს ვაშაძის კითხვაზე მოქალაქეების რეალურ რეაქციას, ფეისბუქ-გვერდის მიერ გავრცელებული ვიდეოსგან განსხვავებით.  

“მითების დეტექტორმა” 2024 წელს გამართული საპროტესტო აქციების შესახებ, მისი ორგანიზატორებისა და მონაწილეების დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული  არაერთი დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის მტკიცება გამოავლინა, რომელთა ნაწილი სახელისუფლებო სარედაქციო  პოლიტიკის მქონე მედიებმა გაავრცელეს.

 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist