სოციალურ ქსელში ანალენა ბერბოკის ჩინეთში ვიზიტის შესახებ ვიდეომანიპულაცია ვრცელდება 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

На фотографии изображена дезинформация.
865
VIEWS

28-29 ოქტომბერს Threads-ზე და ფეისბუკ-ანგარიშებზე (1, 2, 3, 4, 5) გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ვხედავთ თუ როგორ ჩამოდის თვითმფრინავიდან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი. პოსტების ავტორების მტკიცებით, ვიდეო მინისტრის უახლეს ვიზიტს ასახავს ჩინეთში, რომელსაც აეროპორტში ჩინეთის მთავრობის არცერთი ოფიციალური პირი არ დახვედრია. ერთ-ერთი ანგარიშის მიხედვით, ამის მიზეზია ის, რომ ბერბოკმა ჩინეთის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდა. Screenshot 2024 10 31 103000 | mythdetector.com

სოციალური ქსელების მომხმარებლები ანალენა ბერბოკის შესახებ ვიდეომანიპულაციას ავრცელებენ. რეალურად, კადრები ასახავს გერმანელი მინისტრის ვიზიტს მალაიზიაში, 2024 წლის იანვარში, როდესაც თვითმფრინავი შეცდომით არასწორ ადგილას დაპარკინგდა. 

იანვარში ატვირთული ვიდეოსა და ბოლო დღეებში გავრცელებული ვიდეოს შედარება ცხადყოფს, რომ ორივე კადრები ერთსა და იმავე მოვლენას ასახავს, თუმცა ისინი სხვადასხვა რაკურსიდანაა გადაღებული. ანალენა ბერბოკს ორივე ვიდეოში იდენტური ტანისამოსი აცვია, თვითმფრინავის გამოსასვლელთან და დასაშვებ ბილიკზე ერთი და იგივე პირები შეინიშნებიან და აეროპორტის ხედიც იდენტურია. 

Screenshot 2024 10 31 103015 | mythdetector.com
კადრი 19 იანვარს ატვირთული ვიდეოდან       კადრი 28-29 ოქტომბერს გავრცელებული ვიდეოდან
Screenshot 2024 10 31 103025 | mythdetector.com
კადრები ძველი და ახალი ატვირთული ვიდეოებიდან, სადაც იდენტურ ავტობუსსა და პირებს ვხედავთ

აღნიშნული ვიდეომანიპულაცია ანალენა ბერბოკის შესახებ ვირუსულად გავრცელდა სხვადასხვა პალტფორმებზე, სწორედ ამიტომ  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინიტროს წარმომადგენელმა განცხადებაც კი გააკეთა სამთავრობო ბრიფინგზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ კადრები მინისტრის მალაიზიაში ვიზიტს ასახავს. გაუგებრობის გამო, პილოტმა თვითმფრინავი შეცდომით არასწორ ადგილას დასვა. ამ დროს მინისტრს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ოდნავ მოშორებით ელოდნენ და ბერბოკს მცირე მანძილის ფეხით გავლა მოუწია მათთან შესახვედრად. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist