19 აგვისტოს ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ-გვერდმა ,,შიგ ევროპაში” გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო (ე.წ. რილსი), რომელზეც პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერები, ირაკლი კუპრაძე და მამუკა ხაზარაძე, სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად (მერაბ სეფაშვილი, რატი ამაღლობელი, გია როინიშვილი…), მღერიან. სიმღერის ტექსტი კი უცენზურო ფრაზებისგან შედგება: ,,ჩვენი დედის დედა მოვ**ან, ვარდს თესავ და *ლე ამოდის…”. პოსტის ავტორი წერს: ,,ესენი ისევ თავიანთ სიმღერას მღერიან”. ვიდეოს კომენტარებიდან კი ჩანს, რომ ფეისბუქ მომხმარებლები აღიქვამენ, თითქოს პარტიის წევრები სწორედ ამ ტექსტს მღერიან.
27.08.2024 განახლება: 26 აგვისტოს პარტია “ლელო საქართველოსთვის” ვიდეოს სხვა ვერსია ფეისბუქ გვერდმა “მიხეილ ბიძინაური” გამოაქვეყნა. ვიდეოს ადევს სიმღერა “მიშა მაგარია”.
პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” წევრების სიმღერის ვიდეო რედაქტირებულია. ორიგინალი ვიდეო პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. სინამდვილეში, ისინი სიმღერა ,,გაიღიმეს” მღერიან.
18 აგვისტოს პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ და კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის და პაარტიის გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე, სხვა ადამიანებთან ერთად, სიმღერა ,,გაიღიმეს” მღერიან. ვიდეოს აღწერაში ხაზარაძე წერს სიმღერის ტექსტიდან ფრაზას ,,ნურაფრის გეშინიათ”.
,,შიგ ევროპაშის” მიერ გავრცელებულ ვიდეოზე დაკვირვებითაც ისიც ჩანს, რომ მასზე აღბეჭდილი ადამიანების პირის მოძრაობა სიმღერის ტექსტს არ ემთხვევა და ისინი სინამდვილეში მერაბ სეფაშვილის სიმღერას, ,,გაიღიმეს” მღერიან. ფეისბუქ გვერდის მიერ გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია და მასზე სხვა სიმღერაა დადებული.
მსგავსი ვიდეომანიპულაციების სამიზნე პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ადრეც გამხდარან. ,,მითების დეტექტორმა” წარსულშიც მსგავსი არაერთი ვიდეო გადაამოწმა:
- ფეისბუქზე მამუკა ხაზარაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
- ფეისბუქზე პარტია “ფედერალისტების” რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
- ფეისბუქზე ჯაფარიძის “სიცრუის დეტექტორში” სტუმრობის დარედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.