ფეისბუქზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ სოფო ნიჟარაძის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

სოფო ნიჟარაძის
51
VIEWS

15 დეკემბერს ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ-გვერდმა “პოლიტიკური კომედია” გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მომღერალი სოფო ნიჟარაძე “TV პირველის” გადაცემა “პირველ სტუდიაშია” სტუმრად და ჟურნალისტის შეკითხვას, გაიხსენოს მისი ცხოვრების მთავარი ამბავი, პასუხობს: “ნუ, მე ვფიქრობ, რომ მაინც მთავარი ამბავი, ალბათ, მიშასთან შეხვედრა იყო. რომ მომეფერება, ამით ვცხოვრობ მერე, რავიცი, რამდენი ხანი, ხო, მყოფნის…” ვიდეო ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს მომღერალი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს. ვიდეოს ავტორი კი აღწერაში წერს: “მიშას ალერსი ენატრება.” 

სოფო ნიჟარაძის


ანტიოპოზიციური ფეისბუქ-გვერდი სოფო ნიჟარაძის ვიდეოფაბრიკაციას ავრცელებს. რეალურად, ნიჟარაძე “ცხოვრების მთავარ ამბად” მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ასახელებს, თუმცა ამ მონაკვეთს მანიპულაციურად ებმის მომღერლის ინტერვიუს სხვა მონაკვეთში ნათქვამი სიტყვები, სადაც ის მსმენელების დამოკიდებულებას განიხილავს.

სოფო ნიჟარაძის ინტერვიუ, რომელის ფრაგმენტიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, “TV პირველის” ეთერში 14 დეკემბერს გავიდა. გადაცემაში “პირველი სტუდია” რესპონდენტმა არაერთი საკითხის შესახებ ისაუბრა, მათ შორის, უპასუხა წამყვანის შეკითხვას “შენი ცხოვრების მთავარი ამბავი?”. შეკითხვის საპასუხოდ სოფო ნიჟარაძემ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა დაასახელა, რაც ანტიოპოზიციური გვერდის მიერ გავრცელებული ინტერვიუს ფრაგმენტშიც მოხვდა. ჟურნალისტის შეკითხვაზე სოფო ნიჟარაძემ უპასუხა: 

სოფო ნიჟარაძე (28:55): “ნუ, მე ვფიქრობ, რომ მაინც მთავარი ამბავი, ალბათ, მიშასთან შეხვედრა იყო. იმიტომ, რომ საერთოდ არ უნდა ვყოფილიყავი იმ დღეს იმ ადგილას და ასე მოხდა უბრალოდ და ამან განაპირობა მერე ისიც, რომ მთავარი შეხვედრა კავშირში არის ალისასთან.” 

ვიდეოფაბრიკაციაში მომღერლის ერთ შეკითხვაზე პასუხი ებმის სხვა შეკითხვაზე გაცემულ პასუხს. მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას სოფო ნიჟარაძე არ ახსენებს “მოფერებას”. რეალურად, ნიჟარაძე მსმენელის დამოკიდებულების შესახებ საუბრობს და კონკრეტულ ეპიზოდში “სრულიად უცხო ადამიანების მოფერებას” ახსენებს. სოფო ნიჟარაძემ ინტერვიუში აღნიშნულ ეპიზოდში თქვა: 

სოფო ნიჟარაძე (22:10): “აი, სადაც მივდივარ მართლა ვგრძნობ ხალხის სიყვარულს და მინდა ეს რომ შევინარჩუნო, მართლა, იმიტომ, რომ ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება. შეიძლება ერთი თვე არაფერს ვაკეთებდე, ვთქვათ, უფრო მეტიც, რაღაცნაირად პასიური ვიყო, მაგრამ რომ გავდივარ სადღაც და ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანი რომ მომეფერება, ამით ვცხოვრობ მერე, რავიცი, რამდენი ხანი, ხო?! აი, მყოფნის ეს, იმიტომ, რომ ვგრძნობ ამას. ამიტომ ეს ადამიანები ხო სხვადასხვანაირად ფიქრობენ, ამიტომ ის კი არა, რომ ყველას, რა თქმა უნდა, ვერ მოერგები, მაგრამ ვცდილობ, რომ ნაკლებ ადამიანს ვაწყენინო.” 

ამდენად, სოფო ნიჟარაძის შესახებ გამოქვეყნებულ ვიდეოფაბრიკაციაში მომღერლის ორ სხვადასხვა შეკითხვაზე პასუხი ერთმანეთთან დაკავშირებული. 

“მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში გასული ინტერვიუებიდან ამოჭრილი და ერთმანეთთან მანიპულაციურად დაკავშირებული ვიდეოები. მათ შესახებ წაიკითხავთ სტატიებში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist