მცდარია, რომ სოფელ მამათში სახლი ჩამოინგრა და ბავშვებთან ერთად ოჯახი ბოსელში ათევს ღამეს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

House Collapsed
75
VIEWS

27 თებერვალს დავით ქაცარავაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში სახლი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ოჯახი ორი მცირეწლოვანი ბავშვით ღამეს ბოსელში ათენებდა.

სახლი ჩამოინგრა სახლი ჩამოინგრა

ინფორმაცია, რომ სოფელ მამათში სახლის ჩამოინგრა, მცდარია. ცნობები ლანჩხუთის მერიის მუნიციპალიტეტმა და მოგვიანებით დავით ქაცარავამაც უარყო.

26 ოქტომბერს გვიან ღამით დავით ქაცარავამ გამოაქვეყნა პოსტი, რომ მამათში სახლი ჩამოინგრა და 2 მცირეწლოვანი ბავშვით ოჯახი ღამეს ბოსელში ათევდა. კიდევ ერთ პოსტში ქაცარავამ იკითხა, ვინეს ხომ არ შეეძლო ინციდენტის ლოკაციის მიწოდება.

სახლი ჩამოინგრა

27 თებერვალს 01:33 საათზე “იმედმა” გაავრცელა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება, რომელმაც უარყო, რომ მამათში სახლის ნგრევის გამო მცირეწლოვანი ბავშვებით ოჯახი ღამეს ბოსელში ათევდა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა “მითების დეტექტორთან” კომენტარშიც დაადასტურა, რომ “იმედს” განცხადება მერიამ მიაწოდა.

იმედის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მალევე დავით ქაცარავამ მორიგ ფეისბუქ-პოსტში აღნიშნა, რომ სახლის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა, თუმცა აღნიშნა, რომ სხვა მოხალისეებთან ერთად სოფელში შესვლას მაინც გეგმავდა.

სახლი ჩამოინგრა

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის გამო რთული ვითარებაა გურიის რეგიონში. დიდთოვლობას მოჰყვა მსხვერპლიც. ჩაკეტილი გზების გამო რეგიონში შეზღუდულია სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების მოძრაობა. სოფლების ნაწილამდე მისასვლელი გზები ჩაკეტილია. რეგიონში ელექტროენერგიის, გაზის და წყლის მიწოდების პრობლემებიცაა. დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის განცახადებით, მუნიციპალიტეტში 40-მდე სახლი იყო დაზიანებული. სოფლების ნაწილთან კომუნიკაციაც გაწყვეტილია. 20 თებერვლიდან გურიაში შეჩერებულია სასწავლო პროცესიც, გაუქმდა საგარეუბნო მატარებლების რამდენიმე რეისი. ოფიციალური უწყებების თანახმად, მოსახლეობის დასახმარებლად სამუშაოები საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. პარალელურად  გურიაში დაზარალებულების დასახმარებლად მოხალისეების ჯგუფი შეიქმნა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist