“სოლიდარობა მშვიდობისთვის” თუ რუსეთისთვის? – ალტერნატიული კვლევა, რომელსაც პატრიოტთა ალიანსთან მივყავართ

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

469
VIEWS

მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ საქართველოში წლების მანძილზე ჩატარებული კვლევები მოსახლოების ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში (NATO) გაწევრიანების მხარდაჭერას უსვამს ხაზს, პარტია “პატრიოტთა ალიანსი” წლებია ამტკიცებს, რომ ქართველი ხალხისათვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია პრიორიტეტს არ წარმოადგენს. NDI-ს 2021 წლის ივლისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, NATO-ში გაწევრიანების მომხრე მოსახლეობის 74 %-ია, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე კი 76%. მხარდაჭერის მსგავს სურათს აჩვენებს IRI-ც – 2021 წლის ივნისის გამოკითხვის მიხედვით, NATO-ში ინტეგრაციას სრულად მოსახლეობის 78% სრულად ან ნაწილობრივ უჭეს მხარს. თუმცა, “პატრიოტთა ალიანსი” ნატოს მიმართ მხარდაჭერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას 2 არგუმენტებით ცდილობს:

  1. სააკაშვილმა 2008 წელს არჩევნების შედეგები და შესაბამისად, ნატოზე ჩატარებული პლებისციტიც გააყალბა. 2008 წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა პლებისციტი, რომლის დროსაც მოსახლეობის 77%-მა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას დაუჭირა მხარი. წლებია პატრიოტთა ალიანსი ამ შედეგების გადახედვას ითხოვს და პლებისციტის შედეგებს საკუთარი პარტიის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას უპირისპირებს და ამტკიცებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა NATO-ში ინტეგრაციას წინააღმდეგია და ქვეყნის ნეიტრალიტეტს (მიუმხრობლობას) უჭერს მხარს.

  2. ამერიკული ორგანიზაციები, რომლებიც  საქართველოში კვლევებს ატარებენ (NDI/IRI), არასანდოა. პატრიოტთა ალიანსი ამერიკული კვლევითი ორგანიზაციების NDI/IRI-ის წინააღმდეგ ბოლო წლებია მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს და  მათი მონაცემების ვალიდურობის ეჭვქვეშ დაყენებასთან ერთად, ორგანიზაციების აკრძალვას ითხოვს.

პატრიოტთა ალიანსის საკუთარი ალტერნატიული კვლევის გარდა, 2021 წელს ამ პარტიასთან დაკავშირებული ახალი ორგანიზაცია გამოჩნდა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე კვლევას კამერების თანხლებითა და მანიპულაციურად შედგენილი კითხვარით ახდენს.

ახლადშექმნილი “სოლიდარობა მშვიდობისთვის” რუსეთ-საქართველოს ურთიერთბებს იკვლებს

ა(ა)იპ “სოლიდარობა მშვიდობისთვის” 2021 წლის 2 თებერვალს არის დარეგისტრირებული. ფეისბუკ გვერდის თანახმად, ორგანიზაცია თავს საზოგადოებრივ მოძრაობას უწოდებს, მთავარ მიზნად კი, ქართული ტრადიციების, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნებას და მათი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ წარმოჩენას ასახელებს. გვერდის აღწერაში ვკითხულობთ, რომ მოძრაობის ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდების საერთო იდეის ირგვლივ გაერთიანება, ურთიერთთანამშრომლობა და კოორდინაციიაა, რაც საბოლოოდ სოლიდარობისა და მშვიდობის მიღწევით უნდა დაბოლოვდეს.

“სოლიდარობა მშვიდობისთვის” დამფუძნებელთა კრების წევრები ზურაბ ჩოხელი და მერაბ ჩიქოვანი არიან, ხოლო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭიქაშვილია, რომელიც პატრიოტთა ალიანსის წევრი და ამ პარტიასთან დაკავშირებული ტვ ობიექტივის წამყვანია. ჭიქაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის სახელით კენჭს თბილისში, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატურაზე იყრიდა; 2011 წელს კი იგი მოძრაობა რატომ?-ის ხელმძღვანელიც იყო.  მერაბ ჩიქოვანი იურიდიული კომპანია “Legal Point Georgia-ს დამფუძნებელია. 2014 წლის ივნისში ჩიქოვანს ქართული ოცნებისთვის შემოწირულობის სახით 800 ლარი აქვს ჩარიცხული.  Ზურაბ ჩოხელი შპს “შინო-ს” მფლობელია. იგი 2004 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დუშეთის რაიონუილი განყოფილების უფროსის თანამდებობასაც იკავებდა.

""
სოლიდარობა მშვიდობისათვის/Solidarity for Peace”-ის ფეისბუკ გვერდი 2021 წლის 24 მაისს არის შექმნილი. შექმნიდან სამი დღის შემდეგ, 29 მაისს, გვერდმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარება დააანონსა და იქვე აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ჩატარებული სხვა კვლევები თუ გამოკითხვები საზოგადოებაში რუსეთის მტრის ხატის შექმნას და ამ იდეის პროპაგანდირებას ემსახურებოდა, რაც მოსახლეობის რეალურ განწყობებს ადეკვატურად არ ასახავდა. გვერდმა ის საკითხებიც დაასახელა, რომლებზეც ხალხს აზრი უნდა დაეფიქსირებინა: 1. ქვეყნებს შორის სრულფასოვანი ურთიერთობის აღდგენა 2. ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა 3. ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა 4. ტურიზმისა და ეკონომიკური ურთიერთობის სრული აღდგენა 5. სტუდენტური პროგრამების დანერგვა.

"
უშუალოდ შედეგების გამოქვეყნებამდე, გვერდმა გამოკითხვის პროცესის ამსახველი სულ ორი პოსტი (1,2) და სამი ვიდეო (1,2,3) გამოაქვეყნა. ვიდეობში გამოკითხვის პროცესი კამერაზეა აღბეჭდილი და კითხვებზე, რომლებიც ქართველ და რუს ხალხს შორის ურთიერთობებს, ქვეყნებს შორის პირდაპირ დიალოგს, საგანმანათლებლო და ტურისტულ პროგრამებს ეხება, მხოლოდ დადებითი პასუხებია მოცემული. ამასთანავე 2 ვიდეოში ძირითადად ერთიდაიგივე რესპონდენტები ფიგურირებენ.
"
"
უშუალოდ  გამოკითხვის შედეგები გვერდზე 2021 წლის 23 ივნისს ვიდეოს სახით განთავსდა. გვერდის ინფორმაციით, გამოიკითხა 8990 რესპონდენტი, კითხვები და შედეგები კი შემდეგნაირად ფორმულირდა: 1. მიგაჩნიათ თუ არა საჭიროდ, აღდგეს ქართველ და რუს ხალხთა ურთიერთობები? (კი 73,0%, არა 21,1%, არვიცი 5,3%) 2. ხართ თუ არა თანახმა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის იყოს უვიზო რეჟიმი?(კი 75,2%; არა 20,9%; არვიცი 3,9%) 3. Ხართ თუ არა თანახმა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა? (კი 80,4%; არა 16,2%; არვიცი 3,4%) 4. მიგაჩნიათ თუ არა საჭიროდ, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელმძღვანელობებს შორის გაიმართოს დიალოგი? (კი 78,9%; არა 17,2%; არვიცი 3,9%) 5. ხართ თუ არა თანახმა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის იყოს სუდენტური პროგრამები? (კი 75,1%; არა 19,5%; არვიცი 5,3%). გვერდის თქმით, სოციოლოგებთან კონსულტაციის საფუძველზე, შემუშავდა კითხვების ისეთი ფორმულირება, რომელიც გაწყობებს ზუსტად და ყოველგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობის გარეშე წარმოაჩენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეოს არ ახლავს მიმაგრებული ანგარიში, რომელიც მკითხველს კვლევის შედეგებს უფრო ღრმა დეტალებში გაცნობის საშუალებას მისცემდა.

"
ღია წყაროებით ხელმისაწვდომი მონაცემებით, “სოლიდარობა მშვიდობისათვის” გამოკითხვის პროცესში მხოლოდ ე.წ “დიქოტომიურ კითხვებს” იყენებს, რომლებიც რესპონდენტს კატეგორიული დიახ/არა/არვიცი არჩევნანის გაკეთებას სთხოვს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კითხვები დადებითადაა ფორმულირებული (“ხართ თუ არა თანახმა,” “მიგაჩნიათ თუ არა საჭიროდ,”), რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შედეგების ობიექტურობას. არაერთი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს, რომ რესპონდენტებისგან მხოლოდ „დიახ “/„არა“ სახის არჩევანის გაკეთების მოთხოვნა შეიძლება სრულფასოვან სურათს არ იძლეოდეს. პირველ რიგში, ადამიანებს ბუნებრივად აქვთ დებულებაზე დათანხმების ტენდენცია, აგრეთვე ადამიანებს უფრო უჭრთ დადებითად ფორმულირებულ კითხვებზე უარის თქმა, ვიდრე უარყოფითად ფორმულირებულზე დათანხმება.

“სოლიდარობა მშვიდობისათვის” აქტივობები ფეისბუკზე

ფეისბუკზე განთავსებული მასალების მიხედვით ჩანს, რომ “სოლიდარობა მშვიდობისთვის” აქტივობას, კერძოდ 19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ბათუმში ვიზიტის პარალელურად გამართულ საპროტესტო აქციას, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, სახელისუფლებო For.ge და ჰიბრიდული გამოცემა Spnews.io აშუქებდნენ. ორგანიზაცია აქციაზე უმცირესობის ნაცვლად უმრავლესობის დაცვა და და ალტ-ინფოს ნაცვლად “ფორმულასა” და “ტვ პირველის” დასჯა შემდეგი ტრანსპარანტებით მოითხოვეს: „ნუ უჭერთ მხარს უმცირესობას, რომელიც ძალადობს ტრადიციულ უმრავლესობაზე“, „რატომ ისჯება ალტ-ინფო“ და არ ისჯებიან „ფორმულა“, „მთავარი“ და „ტვ პირველი“.

მერაბ ჭიქაშვილი, სოლიდარობა მშვიდობისთვის: „მე მაინტერესებს, იზიარებს თუ არა მიშელი იმას, რომ მთავარი ღირებულება არის ერის თვითმყოფადობა, მისი საუკუნოვანი ტრადიციები და ოჯახი? ოჯახი, რომელიც შედგება ქალი და კაცისგან, მამის და დედისგან, რომლებსაც ჰყავთ ერთი ან მეტი შვილი! მე მაინტერესებს, რატომ ისჯებიან მოძალადეები მხოლოდ ულტრაკონსერვატორებისგან და არ ისჯება უმსგავსობა, ვანდალიზმი და ძალადობა, რომელიც მომდინარეობს ულტრალიბერალების მხრიდან? რატომ მაგალითად, შეიძლება დასაჯო „უცნობი“, რომელმაც ცარიელ ქვაზე დააწერა, რომ ღმერთი სიყვარულია, ხოლო ეკლესია, საპატრიარქო, პარლამენტი ან კანცელარიის შენობა რეგულარულად და დაუსჯელად იბილწება საღებავებით ან სხვა ნივთიერებებით ოპოზიციის მხრიდან? რატომ გმობს მიშელი მხოლოდ ძალადობას ჟურნალისტების მიმართ და არ გმობს ბევრად უფრო საშინელ ძალადობას ჟურნალისტების მხრიდან სრულიად საქართველოს მოსახლეობის ცნობიერებაზე იგივე მედიის მხრიდან, უკვე 20 წლის განმავლობაში?!“

"
ორგანიზაციის ხელმძღვანელს მერაბ ჭიქაშვილს ასევე იწვევენ ლევან ვასაძესთან დაკავშირებულ ტვ “ალტ-ინფოს” ეთერში, რომელიც 2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის წინააღმდეგ ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორთა შორის იყო. 23 ივნისს ჭიქაშვილმა “ალტ-ინფოს” გადაცემა “ალტ-ინტერვიუს” ეთერში მტრული და ავანტიურისტული უწოდა ისეთ განცხადებებს, რომლებიც ხელოვნების დარგში მოღვაწეებს რუსეთში წასვლის გამო აკრიტიკებენ. ჭიქაშვილმა იგივე გზავნილი გააჟღერა რუსთავი 2-ის ეთერშიც, სადაც თქვა, რომ ქართველებზე მეტად ქართველ მსახიობებს რუსეთში აფასებენ.

"
2021 წლის 9 ივნისს მოძრაობიის გვერდზე გამოაქვეყნდა ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ ბუბუტეიშვილმა, საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში „რუსეთი-სამხრეთ კავკასია“ მიიღო მონაწილეობა, სადაც მოძრაობის  საქმიანობაზე და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხზე და ამ პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ბუბუტეიშვილის მონოლოგში ნათქვამია, რომ საერთო რელიგიისა და იდენტობის ფონზე  “სოლიდარობა მშვიდობისათვის” მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საჯარო დიპლომატიასა და პირდაპირი დიალოგის დამყარებას. ბუბუტეიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში იმ ძალების მომრავლებას, რომლებიც ურთიერთობების დალაგებას ყველა საშუალებით უშლიან ხელს.

"
“სოლიდარობა მშვიდობისათვის” 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებსაც გამოეხმაურა, სადაც ჟურნალისტებს მიკერძოებულობაში, ხალხის პროვოცირებასა და მოსახლეობაზე ფლიქოლოგიურ ძალადობაში  დასდო ბრალი:

“ხალხმა და ჟურნალისტებმა მაშინ შეწყვიტეს ერთმანეთთან  ჯანსაღი ურთიერთობა, როდესაც  ამ პროფესიის წარმომადგენლები მხარეებად მოგვევლინნენ, განსაკუთრებით პოლიტიკაში. ლგბტ საკითხთან დაკავშირებითაც, ნაცვლად იმისა, რომ თემა, მისი არსი, საკითხისადმი საზოგადოების დამოკიდებულება გააშუქოს, ჟურნალისტიკა  მიმართულების პროპაგანდისტად იქცა. ეს  საზოგადოების პროვოცირება და მისი მიზანმიმართული გაღიზიანების მცდელობაა. აგრესია კი აგრესიას შობს. ეს ბუნების კანონია და საუკუნეებმაც გვიჩვენა მისი ჭეშმარიტება.”

რაც შეეხება “თბილისი პრაიდს,” მოძრაობა მას ლიბერალური პროპაგანდის მანქანად მოიხსენიებს, რომელიც არათუ უმცირესობების უფლებების დაცვას, არამედ მათი საზოგადოებისგან გარიყვას ისახავს მიზნად და მსგავს მოვლენებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხეს შემქმნელად აღიქვამს.

“ამ ლიბერალური პროპაგანდის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ლგბტ „პრაიდები“, რაც მიზნად ისახავს არა რომელიმე ჯგუფის უფლებების დაცვას, არამედ პირიქით – მათ გამიჯვნას საზოგადოებისგან, ქმნის დაძაბულობასა და კრიზისს.”


წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist