“სირცხვილის კორიდორმა” ინფორმაცია “ბათუმელების” სახელით გააყალბა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

eg
700
VIEWS

განახლება: “ბათუმელების” რედაქციამ FACEBOOK-ს მათი სახელით გაყალბებული სტატიის გამო მიმართა


13 სექტემბერს ფეისბუკგვერდმა “სირცხვილის კორიდორი” ინტერნეტ-გამოცემა ბათუმელების სახელით გაავრცელა ინფორმაცია, გამოცემის შესაბამისი ბმულის მითითების გარეშე, რომელიც იუწყებოდა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრის სალომე სამადაშვილის ვაჟიშვილი მოსკოვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობდა, რისთვისაც ის $20 000-ს აჭარბებდა, ხოლო ევროპული საქართველოს წევრის გიგა ბოკერიას ქალიშვილის სწავლის საფასური 16 451 ლარს შეადგენდა.  “ბათუმელების” სახელით გავრცელებულ სქრინს თან ახლდა ფეისბუკ გვერდის სარედაქციო მინაწერი, რომლის მტკიცებით, დამოუკიდებელმა სააგენტომ – ნეთგაზეთის ბათუმის რედაქციამ, ოპოზიციონერი დეპუტატების სწავლის და ხარჯების შესახებ სკანდალური მასალა გაავრცელა. სქრინის თანახმად, “ბათუმელებმა” სტატია სათაურით “სად სწავლობენ და რა უჯდებათ ოპოზიციური პარტიის შვილებს სწავლა?” გამოაქვეყნა. (Stitech.edu)

"

სალომე სამადაშვილის შემთხვევაში კომენტარებში მომხმარებლები ყურადღებას ოპოზიციის ორმაგ სტანდარტებზე ამახვილებდნენ და წერდნენ, რომ ერთი მხრივ, ოპოზიცია ხალხს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გამო აკრიტიკებდა, თავად სამადაშვილი კი შვილს სასწავლებლად მოსკოვში აგზავნიდა.

"

“სირცხვილის კორიდორის” მიერ გავრცელებული მასალა ფაბრიკაციაა, რადგან “ბათუმელებს” მსგავსი სტატია არ გამოუქვეყნებია, რედაქციის უახლესი პუბლიკაცია იდენტურ თემაზე კი მთავრობის წევრების მიერ შვილების განათლებაში გადახდილ დიდ გადასახადებს შეეხებოდა. ყალბია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სალომე სამადაშვილს შვილი ჰყავს და შესაბამისად, განათლების მისაღებად მას ვერც მოსკოვში გაგზავნიდა. 

“ბათუმელების” რედაქციამ “მითების დეტექტორს განუცხადა, რომ სტატია მსგავსი სათაურით მათ არ გამოუქვეყნებიათ. პუბლიკაცია, რომელიც 13 სექტემბერს “ბათუმელებმა” გამოაქვეყნა მმართველი პარტიის მინისტრებისა და მათი მოადგილეების შვილების კერძო სკოლებში სწავლებას შეეხებოდა (“რა უჯდებათ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს შვილების კერძო სკოლებში სწავლება”).

"

პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან სალომე სამადაშვილი გავრცელებულ ცნობებს ფეისბუკით როგორც საკუთარ გვერდზე, ასევე “სირცხვილის კორიდორის” კომენტარებში გამოეხმაურა და ფაქტი უარყო.

"

"


პროპაგანდის მეთოდი

ყალბი ინფორმაციის ლეგიტიმაციის მიზნით, დაინტერესებული მხარე ზოგჯერ სანდო მედიების სახელებს იყენებს, რათა მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას მეტი დამაჯერებლობა შესძინოს. სალომე სამადაშვილის შემთხვევაში “შვილის” სასწავლებელ ადგილად მოსკოვის მითითებით კი საზოგადოებაში აღნიშნული პოლიტიკოსის ორმაგი სტანდარტების შესახებ ეჭვების დათესვა ხდება, რაც პოსტის თანმხლებ კომენტარებშიც აისახა.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist