სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო სირიაში მიმდინარე მოვლენებს არ ასახავს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

სირია
234
VIEWS

9 მარტს მცდარი ინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-ანგარიშებმა “სიდო სიდონია და სანდრო ლობჟანიძე გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც, მასზე დატანილი ინფორმაციით, სირიაში მიმდინარე მოვლენებს ასახავს. ვიდეოზე გაკეთებული წარწერის მიხედვით,  “ქრისტიანი დაასახიჩრეს და ჯვარცმით სიკვდილით დასაჯეს ისლამის მიღებაზე უარის თქმის გამო”. 

სირია

ფეისბუქ-მომხმარებლები ვიდეომანიპულაციას ავრცელებენ, რადგან კადრები სირიაში მომხდარ ფაქტს არ ასახავს. რეალურად, ვიდეო 2012 წლიდან იძებნება და იემენში არის გადაღებული, როდესაც ადგილობრივმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ რამდენიმე ქრისტიანი სხვადასხვა მეთოდით სიკვდილით დასაჯა. 

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო მინიმუმ 12 წლისაა და ის არ ასახავს სირიის მიმდინარე მოვლენებს. აღნიშნული ვიდეო და მისი ამსახველი ფოტოები 2012 წლიდან იძებნება ინტერნეტ სივრცეში. კადრები იემენშია გადაღებული. კერძოდ, ღია წყაროების მიხედვით, მას შემდეგ, რაც 2012 წელს ჯიჰადისტურმა დაჯგუფება “ანსარ ალ-შარიამ” იემენის ერთ-ერთ რეგიონზე კონტროლი დაამყარა, მინიმუმ 3 ქრისტიანს აშშ-ის ჯაშუშობაში დასდეს ბრალი და სიკვდილით დასაჯეს. მათგან ერთი სწორედ ვიდეოში ნაჩვენები კაცი იყო, რომელიც ელექტროგადამცემ ბოძზე, ჯვარზე გააკრეს, დანარჩენები კი სხვა მეთოდებით დახოცეს.  

როგორც მედია 2012 წელს ახლო აღმოსავლეთის მედიის კვლევის ინსტიტუტზე (MEMRI) დაყრდნობით წერდა, კადრებში ასახულ პირს ბრალი დასდეს აშშ-სთან თანამშრომლობაში, უპილოტო საფრენი აპარატებით მიზანში ამოეღოთ ტერორისტები. ის ჯვარს სამხრეთ იემენის პროვინცია აბიანში აცვეს. მედიის ცნობით, მოკლულის თავთან ეკიდა ალ-კაიდასთან დაკავშრებული ჯგუფის დროშა და ტექსტი ყურანიდან.

რა ხდება სირიაში?

6 მარტს სირიის უსაფრთხოების ძალებსა და ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მომხრეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. ქვეყნის დასავლეთით, სადაც ისლამური რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები, ალავიტები ცხოვრობენ, შეტაკებებს უკვე 1 000-ზე მეტი ადამიანი  ემსხვერპლა. “ადამიანის უფლებების სირიული ობსერვატორიის” ცნობით, მსხვერპლთა საერთო რაოდენობიდან 745 სამოქალაქო პირი იყო (უმეტესობა ალავიტი). ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ დღეებში დაიღუპა ასადის 148 მომხრე და უშიშროების მინიმუმ 125 თანამშრომელი. მიმდინარე მოვლენებს 13 წლიანი სამოქალაქო კონფლიქტის ყველაზე უფრო სასტიკ ძალადობას უწოდებენ – მსხვერპლთა შორის არიან ალავიტი ქალები და ბავშვები. . 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იემენი, სირია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist