რა ანტიდასავლური გზავნილები გავრცელდა სირიაში ძალადობრივი დაპირისპირების შესახებ, იყვნენ თუ არა ქრისტიანები ძალადობის სამიზნე და როგორ გამოეხმაურა ევროპა?

კითხვის დრო: 9 წუთი

კითხვის დრო: 9 წუთი

სირია
1.6k
VIEWS

6 მარტს სირიაში ასადის მხარდამჭერი შეიარაღებული პირები პოლიციას დაესხნენ თავს. ამ შეტაკების შედეგად დაიღუპა უშიშროების ძალების 16 წევრი. სამთავრობო ძალებმა კი 31 ადამიანი მოკლეს, მათ შორის 28 ასადის ლოიალისტი და 3 მშვიდობიანი მოქალაქე. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სირიაში მდგომარეობა მკვეთრად გამწვავდა და დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. ძალადობის პარალელურად სოციალურ ქსელში გავრცელდა არაერთი პოსტი, რომლებიც ძველ ფოტოებსა და ვიდეოებს მანიპულაციურად უკავშირებდნენ მიმდინარე მოვლენებს. ასევე გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს სირიაზე გაეროს ანტიტერორისტულ რეზოლუციას ევროპის ქვეყნებმა მხარი არ დაუჭირეს.

ძალადობის პარალელურად აქტიურად ვრცელდებოდა გზავნილებიც, რომ სირიაში ქრისტიან მოსახლეობას უმოწყალოდ ხოცავენ და გენოციდს უწყობენ, ხოლო დასავლეთი დუმს, კრიტიკულად არ აფასებს სირიაში განვითარებულ მოვლენებს და ბრიუსელში იწვევს სირიის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაშინ როცა საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და ასანქცირებს. ეს ნარატივები გააჟღერეს პოლიტიკოსებმა: პრორუსული პარტიის “კონსერვატიული მოძრაობის” დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ, პარტია “ხალხის ძალის” წევრებმა დავით ქართველიშვილმა და ეკა სეფაშვილმა, “ქართული ოცნების წევრმა გიორგი გაბუნიამ, “ნეიტრალური საქართველოს” წევრმა ვატო შაქარაშვილმა, პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჟღენტმა. ასევე სახელისუფლებო ექსპერტებმა გოგა ხაინდრავამ, სოსო მანჯავიძემ, ბაჩო ოდიშარიამ და “კონსერვატიული მოძრაობისა” და ხელისუფლების მხარდამჭერმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა. პოლიტიკოსების და ექსპერტების კომენტარები აქტიურად გაავრცელეს პროსახელისუფლებო მედიებმა: იმედი (1,2,3,4), POSTV (1,2), Newshub (1,2,3)  რეპორტიორი, მარშალპრესი (1,2), ჯორჯიან თაიმსი  (1,2,3,4,5) Infopostalioni, News.ge, მედიაჰოლდინგი “კვირა”  (1,2), PublicistExclusive Media.  იგივე გზავნილები ზოგიერთ მედიაში გადაცემების წამყვანების მხრიდანაც გავრცელდა.

პოლიტიკოსები  სახელისუფლებო ექსპერტები  პროსახელისუფლებო და პრორუსული მედია
კონსტანტინე მორგოშია, “კონსერვატიული მოძრაობა”,

10 მარტი: “ბოლო რამოდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში ვრცელდება სირიაში ენით აღუწერელი სადიზმის ამსახველი ვიდეოები, სადაც სირიის ტერორისტული სამთავრობო ძალები რელიგიური ნიშნით ხოცავენ ქრისტიან და ალავიტ მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს, განადგურებულია ტაძრები და მოკლულია სასულიერო პირები, თუმცა ამ საშინელ გენოციდზე  დასავლეთისგან და სრულიად ლიბერალური მედიებისგან ერთი სიტყვაც არ გაჟღერებულა. პრინციპში რა უნდა გაჟღერდეს, რაც იქ ხდება სწორედ იმ ევროპელი ლიბერალების დამსახურებაა, ვის იმედადაც და ვის მიერაც დაფინანსებული ეგრედწოდებული ქართველი ლიბერალები ქუჩაში დგანან!!!

სოლიდარობას ვუცხადებ სირიელ მოსახლეობას, რომლებიც გახდნენ XXI საუკუნის მოწამეები.

მალე დადგება დრო, როცა ამ გენოციდზე აუცილებლად აგებს პასუხს ყველა.”

გოგა ხაინდრავა, 10 მარტი: “ოლე-ოლა მცველებო!

გენაცვალოთ როთი,

ანელინა ბერბოკი 

და კაია კალასი!

თქვენ რომ “ევროპულ”

მომავალს იცავთ ის გზა გლდანის ციხეში იწყება ევროსკავშირის გავლით სირიაში

მიემართება სადაც

ამჟამად  “დემოკრატი

ტერორისტები”

რელიგიური ნიშნით

ალავიტებს და

ქრისტიანებს უმოწყალოდ ხოცავენ!

ოლე-ოლა!”

სეზონი ტვ: “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” – ნიკოლოზ მჟავანაძე, 11 მარტი: “მე ეხლა ვსვამ კითხვას: კიდე მივდივართ ევროპაში ჩვენ? იმ ევროპაში, რომელიც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას აფინანსებდა და დღესაც აფინანსებს, იმ ევროპაში, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო სირიაში ადამიანების მასობრივ ხორცვა-ჟლეტას, იმ ევროპაში რომელმაც ერთი აღშფოთება-შეშფოთების წერილიც არ გამოაქვეყნა სირიის დღევანდელი რეჟიმის წინააღმდეგ, პირიქით ეხლა მიწვეული არის ევროპაში საერთაშორისო მაღალი დონის შეხვედრაზე, აი ეს ჯალათი, რომელიც ჰყავს დღეს სირიას და აი ამ დასავლეთისკენ მივდივართ.”
გიორგი გაბუნია, “ქართული ოცნება”, 10 მარტი: “სასაცილოა, როდესაც საქართველოს დემოკრატიაზე და დემოკრატიულ ღირებულებებზე მიუთითებენ… ვხედავთ, რა საშინელი პროცესები ვითარდება დღეს სირიაში, ასობით მოქალაქე, თუ არ ვცდები, გუშინ წავიკითხე, 530 ადამიანი მოკლული პირდაპირ ქუჩაში, მოხუცები, ქალები ბავშვები და ალბათ, კიდევ მეტი, ალბათ… ამ ფონზე ჩვენ გვახსენდება ევროპის წამყვანი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები როგორც ჩადიოდნენ სირიაში და ამჟამინდელ, აი, ამ ყველაფრის შემოქმედ ადამიანს ხვდებოდნენ, მოუხსნეს სანქციები და 10 მილიონი დოლარიც კი ჰქონდა აშშ-ს დაწესებული ამ ადამიანის […] და ჩვენ ამის პარალელურად ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირებს უწესებენ სანქციებს. თუნდაც მაგალითისთვის და პარალელისთვის, თურმე ლაშა ტალახაძე აგრესიული ადამიანი ყოფილა.” სოსო მანჯავიძე, 8 მარტი: “…ევროპული მედია კი ფართოდ დახუჭული თვალებით უყურებს ალავიტების და ქრისტიანების ხოცვა-ჟლეტას. მათ უსირცხვილობას და უზნეობას საზღვარი მართლაც არა აქვს. 

 თურმე ნუ იტყვით, სირიის ხელისუფლებაში მოსული ტერორისტული დაჯგუფებები ლეგიტიმური და დემოკრატიული ხელისუფლება  ყოფილა, ხოლო საქართველოს მთავრობა კი არალეგიტიმური და არადემოკრატიულია…”

ზაზა მარიდაშვილი, “კონსერვატორია”, POSTV, 15 მარტი: “…რატომ ხდება როცა სირიაში ამდენი ხალხი დახოცა ხელისუფლებამ, ყველა შემთხვევაში ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რაც მოხდა ყველა ქვეყანაში გაჩუმებულები არიან მთელი ევროკავშირი. […] ეუთომ თუ არ ვცდები რეზოლუცია მიიღო სადაც დაგმობილი იყო ქმედებები ხელისუფლების მხრიდან და გაგიკვირდებათ და დიდმა სახელმწიფოებმა მხარიც არ დაუჭირეს. ეს იყო გერმანია, ეს იყო ინგლისი, ეს იყო იტალია. ეს იყო საფრანგეთი. წამყვანმა ქვეყანებმა მხარიც არ დაუჭირეს, იმას, რომ ვინმეს დაეგმო იქ მიმდინარე პროცესები.”
ეკა სეფაშვილი, “ხალხის ძალა”, 11 მარტი: “ასეთი გაუგონარი ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობს სირიაში და ან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ან ევროპიდან თუ გახსოვთ, რომ ეს დაეგმოთ? უფრო მეტიც, ამ ფონზე, როცა, ფაქტობრივად, მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარება მიმდინარეობს, რატომღაც მოიცალეს და საქართველოს პარლამენტის წევრებს ასანქცირებენ, გაუგონარი მიზეზებით.” დავით ჩიხელიძე, 10 მარტი: “სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ დასავლეთისთვის მთავარი არა ფაქტობრივი მდგომარეობა, არამედ მათ მიერ თავს მოხვეული აღქმებია! სრული კატასტროფა, ასე შეიძლება შეფასდეს სირიაში განვითარებული მოვლენები,  21-ე საუკუნეში ვხედავთ, ბარბაროსულ თავდასხმებს ქრისტიანებზე, თავის მოკვეთას, ქუჩაში დახვრეტას და ა.შ. აღნიშნულზე როგორია დასავლეთის პასუხი?  პასუხი არის დუმილი! მათ შეშფოთებაც კი არ გამოხატეს (გამონაკლისი შემთხვევების გარდა)   თუმცა დასავლეთს დადებითი რეაქცია ჰქონდა, მაშინ როცა სირიის ხელისუფლებაში ტერორისტი მოვიდა! რომელსაც დემოკრატი ლიდერი უწოდეს, მათ შორის საქართველოში!”

 

POSTV – ანალიტიკა, 9 მარტი

სირია

დავით ქართველიშვილი, “ხალხის ძალა”, 11 მარტი: “მას შემდეგ, რაც 2025 წლის 9 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მკაფიო განცხადება გააკეთა სირიის ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მან დაგმო რადიკალური ისლამისტი ტერორისტების მოქმედებები, რომლებიც დასავლეთ სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებში არიან ჩართული – ევრობიუროკრატ “კრავთა დუმილი” ჯერ კიდევ გრძელდება…სახელმწიფო მდივანმა ასევე მოუწოდა სირიის დროებით ხელისუფლებას, რომ დამნაშავეები დროულად მიეცნენ პასუხისგებაში, მაგრამ, სწორედ, რომ “დიფ სთეითის “ევროსაბჭოთა კავშირის ფლანგზე – მოსალოდნელი და სამარისებური სიჩუმეა, როგორც ჩანს “ჩემს შვილს როგორ მოვაჭრი თავს” პრინციპიდან გამომდინარე.” ბაჩო ოდიშარია, 9 მარტი: სირიაში, ორ დღეში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ქუჩებში ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დემოკრატიულად და პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ. რიგითი მოქალაქეების განსაკუთრებული სისასტიკით ჩახოცვა შუა ქუჩებში, ხდება “მიზეზით”, რომ ან ასადის მხარდამჭერები არიან ან რელიგიური უმცირესობა, მათ შორის ქრისტიანები. ამ მკვლელობებს დემოკრატად წოდებული ახალი პრეზიდენტი აფასებს, როგორც “მოსალოდნელ გამოწვევებს”. ანუ, ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამას არ მოჰყოლია იმის მეათედი კრიტიკული შეფასებაც კი, რასაც აკეთებენ ევროპარლამენტარები, ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა საგარეო საქმეთა მინისტრები და რასაც აკეთებდა ამერიკის წინა მთავრობის სახდეპი ჩვენი ქვეყნის მისამართით. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალ მკვლელ რეჟიმს მხარდაჭერა ჩვენმა ოპოზიციამაც გამოუცხადა და ეს ადამიანები, შიგნით თუ გარეთ, დგანან და უტიფრად რეჟიმს ჩვენ გვეძახიან. Georgia First NEWS, 11 მარტი:

სირია

ვატო შაქარიშვილი, ნეიტრალური საქართველო, 10 მარტი: “უკვე რამდენიმე დღეა სირიაში რელიგიური და ეთნიკური ნიშნით, მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობს! სხვა უმცირესობებთან ერთად, კლავენ ქრისტიანებს! ქუჩებში აწამებენ ბავშვებს, ქალებს… მშობლების თვალწინ წამებით კლავენ მათ შვილებს… ენით აღუწერელი ტრაგედია ტრიალებს XXI საუკუნეში…

სად არის ამ დროს ლიბერდებილების საყვარელი და საიმედო “ცივილიზებული სამყარო?!”

 

 

ad hoc · ედ ჰოკი: თაკშოუ – თაკო მამაიაშვილი, 12 მარტი: “სირიაში მას შემდეგ რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა მმართველობაში, სულისშემძვრელი ამბები ტრიალებს. დაუფარავად ვრცელდება ვიდეოები, რომელბშიც ჩანს, როგორ კლავენ ქუჩებში ქალებს, ბავშვბს და მოხუცებს… ამ საზარელ მკვლელობებს ჩადის ის ახალი რეჟიმი, რომელიც დასავლეთმა და ამერიკის წინ ადმინისტრაციამ დემოკრატად და პროევროპელად აღიარა, მისცა ლეგიტიმაცია. და მეტიც ამ საზარელი მკვლელობების გასაჯაროების შემდეგ მას ევროკომისია ბრუსელში ეპატიჟება ოფიციალური ვიზიტით. ევროპის აღშფთება ათასობით მოკლულზე, მათ შორის უამრავ ქრისტიანზეც არსად ისმის.”
მიხეილ ჟღენტი, “სოლიდარობა მშვიდობისთვის”, 13 მარტი: “ჩემი აზრით, ევროკავშირი, რომელიც ემზადება რუსეთთან დიდი ომისთვის (რით დასრულდება, ვფიქრობ, გასაგებია), შეეცდება ახლო აღმოსავლეთის აფეთქებას და სირია ამისთვის იდეალური ვარიანტია.

რაც შეეხება საინფორმაციო საშუალებებს, აქ გასაკვირი არაფერია. დღეს ლიბერალურ დასავლეთს ხელს არ აძლევს იმ სიმხეცის ჩვენება, რომელსაც მის მიერ მხარდაჭერილი სირიის ახალი ხელისუფლება სჩადის.”

გზავნილებს, რომ სირიაში ქრისტიანების გენოციდი მიმდინარეობს და დასავლეთი სირიაში ტერორისტებს მხარს უჭერს იმის ფონზე, რომ საქართველოს ასანქცირებს, სოციალურ მედიაში ფეისბუქ-გვერდები და ანგარიშებიც ავრცელებდნენ. მათ შორის იყვნენ პრორუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერები, რომლებიც ფეისბუქზე დეზინფორმაციის ხშირი გავრცელებით გამოირჩევიან:

 

სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშმა “მსოფლიო ამბები” ასევე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სირიელი პატრიარქი მორან მორ იგნატიუს აფრემ II ქრისტიანების წინააღმდეგ მიმდინარე დევნაზე საუბრობს, თუმცა ვიდეო მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება და 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ფეისბუქ გვერდი “მსოფლიო ამბები” სირიაზე ხშირად პოსტავს და დაპირისპირებაში მონაწილე ძალებს, ევროკავშირისა და ამერიკის დაფინანსებულ ტერორისტებს უწოდებს.

Screenshot 2025 03 26 154806 | mythdetector.com

 

ქადაგებაში სასულიერო პირი რელიგიურ ნიადაგზე ქრისტიანების დევნაზე საუბრობს და მრევლს ამხნევებს, რომ ღმერთი მათთანაა. 2011 წელს სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ქრისტიანები ისლამისტური დაჯგუფებების მხრიდან ძალადობის და შევიწროების მსხვერპლი იყვნენ, ხშირად ჰქონდა ადგილი რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობებსა და გატაცებებს. მიუხედავად იმისა, რომ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ახალი ხელისუფლების ისლამისტი ლიდერები ქრისტიან მოსახლეობასა და სხვა უმცირესობებს აღმსარებლობის თავისუფლებას ჰპირდება, ქრისტიან მოსახლეობაში გარკვეული შიში არსებობს, რომ ქრისტიანები შესაძლოა კვლავ ძალადობის სამიზნე გახდნენ.

  • რა ვიცით სირიაში განვითარებულ მოვლენებზე და იყვნენ თუ არა ქრისტიანები ძალადობის სამიზნე?

6 მარტს სირიის უსაფრთხოების ძალებსა და ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მომხრეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. ლატაკიის პროვინციაში ასადის მხარდამჭერი ჯგუფები უსაფრთხოების ძალებს თავს დაესხნენ და 16 ადამიანი მოკლეს. რის შემდეგაც სამთავრობო ძალებმა სპეცოპერაცია დაიწყეს, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. ორგანიზაციის “სირიული ქსელი ადამიანის უფლებებისთვის” (SNHR) თანახმად, ოპერაციის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს ეხმარებოდნენ ადგილობრივი გასამხედროებული ფრაქციები, სამოქალაქო პირებისგან შემდგარი ადგილობრივი შეიარაღებული ჯგუფები, უცხოური ისლამისტური ჯგუფები, რომლებიც ნომინალურად თავდაცვის სამინისტროსთან არიან დაკავშირებული, თუმცა ორგანიზაციულად უწყების ნაწილს არ წარმოადგენენ. ორგანიზაციის თანახმად, ძირითადად სწორედ ეს ჯგუფები არიან პასუხისმგებელი მშვიდობიან მოსახლეობაზე სექტარიანული ნიშნით სადამსჯელო ხასიათის ძალადობაზე.

დაღუპულთა უმრავლესობა ალავიტია. ალავიზმი შიიტური ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობაა. სირიის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კი სუნიზმის მიმდევარია. ბაშარ ალ-ასადი ალავიტია, რის გამოც მის ხელისუფლებაში ალავიტები პრივილეგირებული პოზიციით სარგებლობდნენ. ალავიტები სირიის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს წარმოადგენენ და ძირითადად სირიის სანაპირო რეგიონებში ლატაკიასა და ტარტუსში ცხოვრობენ. რამდენიმე დღიანი ძალადობის მსხვერპლი ძირითადად სწორედ ალავიტები არიან.

ძალადობაში უცხოელი მებრძოლების მონაწილეობაზე თვითმხილველები მედიასთანაც საუბრობენ. BBC-სთან კომენტარში აიმან ფარესი ჰყვება, რომ თავად ძალადობას გადაურჩა, თუმცა შეიარაღებულმა პირებმა გაქურდეს და მანქანები წაართვეს. მისი თქმით, ისინი უცხოელები იყვნენ და მათი სასაუბრო ენის გარჩევა ვერ შეძლო, შესაძლოა უზბეკები ან ჩეჩნები იყვნენ. ფარესის თანახმად, თავდამსხმელთა შორის სირიელებიც იყვნენ, თუმცა არა ოფიციალური პირები. ფარესი ჰყვება, რომ ოჯახები საკუთარ სახლებში დახოცეს და ძალადობის მასშტაბი საზარელი იყო. ძალადობისა და მკვლელობების შესახებ ფარესის მონაყოლს BBC-სთან საუბარში ადასტურებს კიდევ ერთი ადგილობრივი ალი, რომელმაც სრული სახელის გამჟღავნება არ ისურვა. ალი ჰყვება, რომ მეზობლების სიკვდილის შესახებ ფეისბუქ-პოსტებიდან გაიგეს. მისი მეზობელი გაქურდეს, ფული და ძვირფასეულობა წაართვეს, თუმცა არ მოუკლავთ. თავად ალი და მისი ოჯახი სუნიტმა მეზობლებმა შეიფარეს. ალის თქმით, ძალადობის დაწყების შემდეგ ალავიტებს სუნიტი ადგილობრივები ეხმარებოდნენ. ბევრი ოჯახი სკოლაში გადაიყვანეს, რომელიც ძირითადად სუნიტურ რაიონში მდებარეობს სადაც უფრო დაცულები იქნებოდნენ.

SNHR-ის მიხედვით, 6-10 მარტის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, მათ შორის მკვლელობები, სიკვდილით დასჯა, სისტემური მასობრივი მკვლელობები შურისძიებისთვის სექტარიანული ნიშნით. გარდა ამისა, თავდასხმების სამიზნე იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მედპერსონალი, ჟურნალისტები და ჰუმანიტარული მისიების მუშაკები. ორგანიზაციის თანახმად, აღრიცხულია 803 მშვიდობიანი პირის მკვლელობა, მათ შორის არის 39 ბავშვი და 49 ქალი. ორგანიზაციამ ასევე აღრიცხა, უშიშროების ძალების დანაკარგი – 172 ადამიანი. გარდა ამისა ჯგუფებს შორის პირდაპირი შეტაკებებისა და სროლის შედეგად 211 ადამიანი დაიღუპა.

რაც შეეხება ქრისტიანებს, როგორც ცნობილია, მსხვერპლს შორის ქრისტიანებიც არიან, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მიანიშნებს, რომ ამ შემთხვევაში ქრისტიანები უშუალოდ რელიგიურ ნიადაგზე დევნის მსხვერპლი არ ყოფილან. საერთაშორისო კათოლიკური ფონდის Church in Need ინფორმაციით, რეგიონში ძალადობა ყველას, მათ შორის ქრისტიანებს ეხება. სირიელმა კათოლიკე ეპისკოპოსმა ჟაკ მოურადიმ La Croix International-თან საუბარში აღნიშნა, რომ ძალადობის შედეგად 12 ქრისტიანი იყო მოკლული, თუმცა მისი თქმით, ქრისტიანები მოძალადე ჯგუფების სამიზნე არ ყოფილან. АFP-მა ქრისტიანების მკვლელობის 7 შემთხვევის დადასტურება შეძლო. ადგილობრივების ინფორმაციით, მათ შორის არიან ლატაკიაში მოკლული მამა-შვილი, ალავიტების უბანში ქრისტიანების 4 სულიანი ოჯახი მოკლეს, ხოლო ბანიასში მღვდლის მამა მოკლეს.

“ქრისტიანები მოკლეს, არა იმიტომ რომ ქრისტიანები არიან, არამედ იმიტომ რომ ალავიტების უბანში ცხოვრობენ. ისინი ძალადობის ირიბი მსხვერპლი იყვნენ. […] არსებული ინფორმაციით მუსლიმებსაც კლავენ, მაგრამ იმის თქმა, რომ ხელისუფლება სამიზნეში ქრისტიანებს იღებს არასწორია და მათ დამატებით საფრთხეს უქმნის.” – აღნიშნა ეპიკსოპოსმა ჟაკ მოურადიმ.

8 მარტს სირიის პატრიარქებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც მკაცრად დაგმეს ძალადობა, თუმცა განცხადებაში არ არის აღნიშნული, რომ ქრისტიანები მიზანმიმართულად იყვნენ ძალადობის სამიზნე. 8 მარტს განცხადება ასევე გაავრცელეს, ლატაკიაში ქრისტიანული ტაძრების პასტორებმა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია თითქოს ეკლესიებმა გამოაცხადეს, რომ ხალხს ეკლესიებში თავშესაფარს სთავაზობენ, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მსგავსი ქმედების საჭიროება არ დამდგარა. სასულიერო პირებმა მრევლს მოუწოდეს, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ და ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან მიიღონ. 

6 მარტს დაწყებული ძალადობრივი შეტაკებების შემდეგ სოციალურ ქსელებში პოსტები ქრისტიანების მიმართ ძალადობაზე სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში ეს ნარატივი მემარჯვენე ჯგუფებმა გააძლიერეს. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება აშშ-შიც, სადაც ქრისტიანების მასობრივ მკვლელობებზე პოსტი გამოაქვეყნა ტაკერ კარლსონმა. ილონ მასკმა კი შვედი ჟურნალისტის პიტერ სვედენის პოსტი ქრისტიანების მკვლელობაზე გადააზიარა კითხვით “რამდენ ადამიანია მოკლული?”. 

სირია

  • რა გამოხმაურება მოჰყვა დასავლეთის მხრიდან სირიაში მიმდინარე მოვლენებს?

8 მარტს სირიაში დაწყებულ ძალადობას სირიაში ევროკავშირის დელეგაციის სპიკერი გამოეხმაურა. განცხადებაში დაგმობილია, სავარაუდოდ ასადის მხარდამჭერების მიერ გარდამავალი მთავრობის ძალებზე თავდასხმა, რასაც შემდგომ ძალადობის ესკალაცია მოჰყვა.

“ევროკავშირი გმობს მტკიცედ გმობს არსებული ინფორმაციით ასადის მხარდამჭერი ელემენტების მიერ თავდასხმებს გარდამავალი მთავრობის ძალებზე სირიის სანაპირო რეგიოენში და ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. 

მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს ყოველგვარ ვითარებაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრული პატივისცემით.

ევროკავშირი ასევე მოუწოდებს ყველა გარე აქტორს სრულად სცეს პატივი სირიის სუვერენიტეტს, ერთობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ევროკავშირი გმობს ყველა მცდელობას ძირი გამოუთხაროს გრძელვადიანი და მშვიდობიანი ტრანზიციის სტაბილურობასა და შესაძლებლობებს, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური და პატივს სცემდეს სირიელების მრავალფეროვნებას.”

გარდა ამისა 8-10 მარტს ძალადობას ევროპის სხვადასხვა ქვეყანა გამოეხმაურა. საფრანგეთმა და გერმანიამ სირიის გარდამავალ ხელისუფლებას ძალადობის შემთხვევების გამოძიებისა, დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისკენ და ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდეს. დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ფინეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ესტონეთის და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა სირიასთან დაკავშირებულ განცხადებებში ყველა სირიელის, განურჩევლად იმისა რომელ უმცირესობას წარმოადგენენ, უფლებების და უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

9 მარტს განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა მარკო რუბიომაც. აშშ-მა დაგმო რადიკალი ისლამისტების, მათ შორის უცხოელი ჯიჰადისტების მიერ ჩადენილი მკვლელობები, მხარდაჭერა გამოუცხადა სირიაში ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს და სირიის გარდამავალ მთავრობას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდა.

11 მარტს გამოქვეყნდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება. განცხადებაში დაგმობილია როგორც ასადის მხარდამჭერი ჯგუფების მიერ უშიშროების ძალებზე თავდასხმა, ასევე მთავრობის მხარდამჭერი ჯგუფების მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები:

“ჩვენ მკაცრად ვგმობთ ასადის მხარდამჭერი შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმებს უსაფრთხოების ძალებზე. ჩვენ ასევე მკაცრად ვგმობთ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილ საზარელ დანაშაულებს, მათ შორის მკვლელობებს, რომელთაგან ბევრი, ჩადენილი იყო შეიარაღებული ჯგუფების მიერ, რომლებიც, სავარაუდოდ, მხარს უჭერენ გარდამავალი ხელისუფლების უსაფრთხოების ძალებს.

განცხადება ასევე მიესალმება გარდამავალი ხელისუფლების დადებულ პირობას, შეიქმნას საგამოძიებო კომიტეტი, რომელიც დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. ევროკავშირმა სირიის ხელისუფლებას მოუწოდა, საშუალება მისცეს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს ჩამოყალიბებულ საერთაშორისო კომისიას გამოიძიოს ადამიანის უფლებების დარღვევები. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას ასევე შეუერთდნენ ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა და უკრაინა.

12 მარტს კი ევროპულმა პარლამენტმა სირიის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია ძირითადად ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ სირიის მხარდაჭერას ეხებოდა, თუმცა მასში 6-10 მარტის მოვლენებიც და სირიაში შექმნილი რთული ვითარებაც განხილულია.

17 მარტს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასად ალ-შიბანი ბრიუსელში სირიაზე ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციის მთავარი თემები სირიის პოლიტიკური ტრანზიცია, რეკონსტრუქცია და ეკონომიკის აღდგენა იყო. ევროკავშირმა ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ სირიის ტრანზიციის მხარდაჭერა გამოთქვა, ასევე ხაზი გაუშვა ადამიანის უფლებების, ერთიანობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობას. მხარეები ტერორიზმის პრევენციაზე, ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაზე და რეკონსტრუქციის მხარდაჭერაზე შეთანხმნენ.

კონფერენციის თავმჯდომარეებმა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმეს ასადის მხარდამჭერების მიერ უშიშროების ძალებზე თავდასხმები და გარე სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების მიერ სირიის მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. ასევე კიდევ ერთხელ დაგმეს საპასუხო ძალადობა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ხაზი გაუსვეს დამნააშავების დასჯის საჭიროებას.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist