ომის დაწყებასთან დაკავშირებით შიო მუჯირის სახელით ყალბი ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

შიო მუჯირი
148
VIEWS

31 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა მოკლე ვიდეო, რომელშიც პატრიარქის მოსაყრდრის, შიო მუჯირის ფოტო და ციტატა არის წარმოდგენილი. ციტატაში შიო მუჯირი ამბობს, რომ ის ადამიანი, ვინც საკუთარ ქვეყანას ომში დაწყებაში დაადანაშაულებს, მოღალატეა და 9 თაობით იქნება დაწყევლილი. 

შიო მუჯირი

შიო მუჯირის სახელით გავრცელებული ციტატა ყალბია. მსგავი განცხადება მიტროპოლიტ შიო მუჯირს არ გაუკეთებია და არც საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე იძებნება.

გავრცელებული ციტატა ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს შიო მუჯირმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც „ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გენერლები – ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით დაკითხა. ციტატა, რომელშიც შიო მუჯირი ამბობს, რომ ის ადამიანი, ვინც საკუთარ ქვეყანას ომში დაწყებაში დაადანაშაულებს, მოღალატეა და 9 თაობით იქნება დაწყევლილი, ღია წყაროებით არ იძებნება. მსგავსი ან იდენტური საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-საიტსა და ფეისბუკის გვერდზე არ გვხვდება. 

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადამოსამოწმებლად საპატრიაქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა ყალბია და პატრიარქის მოსაყდრეს,  მიტროპოლიტ შიო მუჯირს განცხადება ომის დაწყებასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist