16 მარტს სოციალურ ქსელ Threads-ის რუსულენოვანმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც გლობალური ელიტა მსოფლიოში შიმშილის ხელოვნურად გამოწვევას გეგმავს. ინფორმაციის პირველწყაროდ, პოსტის ავტორს მითითებული აქვს გამოცემა The People’s Voice-ის სტატია, რომელშიც წერია, რომ ეს ინფორმაცია მათ მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის (WEF) ინსაიდერისგან მიიღეს, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ელიტების მიერ ადამიანებზე ტირანული კონტროლის დამყარებას.
ანალოგიური პოსტები 13-15 მარტს გავრცელდა ფეისბუქზეც, რუსულენოვანი ანგარიშების მიერ.
მტკიცება, თითქოს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გლობალური შიმშილის ხელოვნურად გამოწვევას გეგმავს, შეთქმულების თეორიაა. The People’s Voice კონსპირაციული გამოცემაა, რომელსაც WEF-ის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია თუ კონსპირაცია გაუვრცელებია მტკიცებულების გარეშე.
The People’s Voice-ის სტატიაში რეალური მტკიცებულება მოყვანილი არ არის. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია WEF-ის ინსაიდერმა გაუმხილა, რაც მათ წარსულშიც დაუწერიათ. სტატიის დანარჩენ ნაწილში, კი ისინი მთლიანად სპეკულაციებს მიმართავენ, განიხილავენ სხვადასხვა შეხვედრებს, რომლებიც კვების პოტენციურ კრიზისთან დაკავშირებით ჩატარდა და გამოაქვთ დასკვნა, რომ მსოფლიო ლიდერები მასობრივ შიმშილის ხელოვნურად გამოსაწვევად ემზადებიან. შესაბამისად, გავრცელებული მტკიცება ფაქტებით გამყარებული არ არის.
The People’s Voice-ის მიერ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციები და კონსპირაციები დეტალურად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:
გამოცემის მიერ იმავე სტატიაში განთავსებულ ვიდეოში გამოტანილია სქრინშოტი, რომელშიც ჩანს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის X (ტვიტერ) ანგარიშზე გამოქვეყნებული პოსტი: “თქვენი უმრავლესობა ვერ გადაურჩება იმ ახალ მსოფლიოს, რომელიც გვიახლოვდება”.
უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი პოსტი მეფ-ის X ანგარიშზე არ იძებნება და დიდი ალბათობით, კონსპირაციული გამოცემის მიერ არის გაყალბებული, რაც მათ წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებიათ. კონკრეტულად მოფლიო ეკონომიკური ფორუმის დისკრედიტაციის მიზნით, მათ მსგავსი ტაქტიკა მინიმუმ 3-ჯერ აქვთ გამოყენებული.
წყაროს შესახებ:
გამოცემა “The People’s Voice” კონსპირაციული შინაარსის სტატიებს აქვეყნებს და ხშირად სხვადასხვა ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა 2014 წელს შეიქმნა და თავდაპირველად YourNewsWire ერქვა, 2017 წელს რებრენდინგის შედეგად NewsPunch გახდა. NewsPunch-მა არაერთი ყალბი ინფორმაცია გამოაქვეყნა. შემდეგ კი სახელი კვლავ შეიცვალა და The People’s Voice გახდა. Poynter.org–ის მიხედვით ჯერ კიდევ 2018 წელს საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა. “მითების დეტექტორმა” მათ მიერ გავრცელებული არაერთი დეზინფორმაცია გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.