ჰარვარდის უნივერსიტეტს აშშ-ის განათლების მდივნის შესწორებული წერილი არ გამოუქვეყნებია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

31
VIEWS

7 მაისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა შესწორებული წერილი, რომელიც მათ აშშ-ის განათლების მდივანმა, ლინდა მაკმაჰონმა გაუგზავნა. წერილში ფრაგმენტები წითელი კალმით არის გასწორებული, შეცვლილია სიტყვები, ასევე, მითითებებია გრამატიკულ და პუნქტუაციურ შეცდომებზე.  

შესწორებული წერილი

 

ჰარვარდის უნივერსიტეტს ლინდა მაკმაჰონის შესწორებული წერილი არ გამოუქვეყნებია. დოკუმენტის წითელი კალმით გასწორებული ვარიანტი X-ის მომხმარებელს ეკუთვნის, რომელიც თავადაც ადასტურებს, რომ ცვლილებები წერილში მან შეიტანა.  

ჰარვარდის უნივერსიტეტისა და ტრამპის ადმინისტრაციის სასამართლო დავის ფონზე, აშშ-ის განათლების მდივანმა, ლინდა მაკმაჰონმა 6 მაისს X-ზე უნივერსიტეტისთვის გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა. ჰარვარდის უნივერსიტეტმა სასამართლოში საჩივარი მას შემდეგ შეიტანა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ მას მილიარდობით დოლარის ოდენობის ფედერალური დაფინანსება გაუყინა. მაკმაჰონი წერილში უნივერსიტეტს ფედერალური კანონის დარღვევის სისტემურ სქემაში სდებს ბრალს და მიმართავს, რომ გრანტები აღარ მოითხოვოს, რადგან მთავრობა ჰარვარდს გრანტებს აღარ მისცემს. წერილის მიხედვით, ჰარვარდის უნივერსიტეტი აღარ იქნება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დაწესებულება და შეძლებს კერძო დაფინანსებით ფუნქციონირებას, როგორც განათლების მდივანი სთავაზობს, საკუთარი კოლოსალური ფონდის გამოყენებით ან მდიდარი კუსდამთავრებულების ბაზიდან თანხების მიზიდვით.

შესწორებული წერილი
აშშ-ის განათლების მდივნის წერილი ჰარვარდის უნივერსიტეტს

სწორედ ამ წერილის ჩასწორებული ვარიანტი გავრცელდა მოგვიანებით. როგორც სხვადასხვა პლატფორმის უცხოენოვანი მომხმარებლები ამტკიცებდნენ (1;2;3), წერილი ჰარვარდის უნივერსიტეტმა გაასწორა და განათლების მდივანს ამ ფორმით უპასუხა. თუმცა, წერილი სოციალურ ქსელში უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდებზე არ იძებნება (1;2). 

რეალურად, წერილი არა ჰარვარდის უნივერსიტეტმა, არამედ X-ის მომხმარებელმა დენიელ ლუომ გაასწორა და 6 მაისს გამოაქვეყნა თანდართული აღწერით: “ჩვენი “განათლების” მდივანი”.

შესწორებული წერილი

ინფორმაცია, რომ წერილი მისი გასწორებულია, ლუომ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაცია Snopes-საც დაუდასტურა. ჰარვარდის უნივერსიტეტმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. X-ის მომხმარებელი სხვა პოსტებშიც ადასტურებს, რომ დოკუმენტი მისი გასწორებულია, მაგალითად, ერთ-ერთში წერს, რომ გასწორების ნაწილი ეკონომისტებისთვის განკუთვნილი ხუმრობები იყო.

შესწორებული წერილი

არქივი (1;2)


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist