შექმნა თუ არა საბჭოთა მეცნიერმა პირველი პერსონალური კომპიუტერი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დეზინფორმაციის იდენტიფიცირება; მედიაწიგნიერება; ფაქტების გადამოწმება
2.4k
VIEWS

2022 წლის 6 სექტემბერს ფეისბუკ ჯგუფში “КАК ЭТО БЫЛО?” პროფილმა “Алсу Васильева” გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: “პირველი პერსონალური კომპიუტერი მსოფლიოში შექმნა არა ამერიკულმა ფირმა “ეფლმა” 1975 წელს, არამედ არსენ ანატოლევიჩ გოროხოვმა, საბჭოთა მეცნიერმა ომსკიდან, 1968 წელს”. 

Screenshot 1 6 | mythdetector.com

პოსტში მოცემული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაცია გოროხოვის პატენტის შესახებ რუსულ წყაროებში იძებნება, თუმცა აღნიშნულია, რომ მეცნიერმა იდეის განხორციელება ვერ მოახერხა. პირველი პერსონალური კომპიუტერი აშშ-ში 1970 წელს ჯონ ბლანკენბეიკერმა შექმნა.

ინფორმაცია გოროხოვის შესახებ ინფორმაცია რუსულენოვან (1, 2, 3) და რუსული დომეინის მქონე ქართულენოვან წყაროებში  (1, 2, 3) იძებნება, სადაც წერენ, რომ გოროხოვმა 1968 წელს პერსონალური კომპიუტერი გამოიგონა და ის დააპატენტა კიდეც, თუმცა მას დაფინანსებაზე უარი უთხრეს, რის გამოც კომპიუტერის შექმნა ვერ მოხერხდა და მხოლოდ იდეის დონეზე დარჩა. გოროხოვის პატენტში ცხადად მხოლოდ პატენტის მიღებისა და გამოქვეყნების, 1970 და 1973 წლებია მითითებული. შესაბამისად, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებს, რომ მან მართლაც 1968 წელს გამოიგონა ეს ტექნოლოგია. 

Screenshot 2 6 | mythdetector.com

გარდა იმისა, რომ ტექნოლოგია მხოლოდ პატენტის ნახაზებში შემორჩა და იდეა ვერ განხორციელდა, პატენტის დეტალებში მკაფიოდ არ ჩანს, რომ ტექნოლოგია პერსონალურ კომპიუტერს გულისხმობს. გამოგონებას გოროხოვმა “მოწყობილობა დეტალის კონტურის რეპროდუცირების პროგრამის ასამუშავებლად.” (Устройство для задания программы воспроизведения контура детали) უწოდა.

Screenshot 3 7 | mythdetector.com
გოროხოვის მიერ დახაზული მისი გამოგონების სქემა, რომელიც პატენტში გვხვდება.

რაც შეეხება პირველ კომპიუტერს, ის არც ამერიკულ კომპანია “ეფლს” არ გამოუგონებია, რომელმაც პერსონალური კომპიუტერი 1975 წელს შექმნა. პირველი პერსონალური კომპიუტერი ჯონ ბლანკენბეიკერს უკავშირდება, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1970 წელს შეიქმნა და კომერციულად ხელმისაწვდომი 1971 წელს გახდა. ბლანკენბეიკერმა 2 წლის მანძილზე 50-მდე კომპიუტერი გაყიდა და შემდეგ მისი კომპანია დაიხურა.

Screenshot 4 5 | mythdetector.com
წყარო: BBC

იმის გამო, რომ კენბაკში არ იყო გამოყენებული მიკროპროცესორი, მას ზოგჯერ არ აღიარებენ პირველ პერსონალურ კომპიუტერად. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც კი, “ეფლზე” ადრე მსგავსი მოწყობილობა, სახელად ALTAIR, რომელიც იმავდროულად მიკროპროცესორით იყო აღჭურვილი, კომპანია MITS-მა 1974 წელს შექმნა.

Screenshot 5 4 | mythdetector.com

მსგავსი ინფორმაცია, თითქოს პირველი კომპიუტერული ტექნიკა, კერძოდ ციფრული გამომთვლელი მანქანა პირველად საბჭოთა კავშირში გამოიყენეს, “მითების დეტექტორმა” ადრე გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, საბჭოთა კავშირი

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist