შენგენის ქვეყნებიდან გზავნილების შეჩერების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

66
VIEWS

28 მაისს ანონიმურმა ფეისბუკ ანგარიშმა “ბრძოლა თავისუფლებისთვის” საქართველოში შენგენის ქვეყნებიდან გზავნილების შეჩერების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.  პოსტის თანახმად, ევროპარლამენტი ამ კვირაში იწყებს განხილვებს, რომ პირველ ჯერზე საქართველოში შენგენის ქვეყნებიდან გზავნილების მიღება შეჩერდეს. 

Screenshot 2024 05 29 at 6.21.31 PM შენგენის ქვეყნებიდან გზავნილების შეჩერების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

ინფორმაცია საქართველოში შენგენის ქვეყნებიდან გზავნილების შეჩერების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ოფიციალურ წყაროებში მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. ის სავარაუდო ვერსიები, რითაც ევროკავშირმა შესაძლოა პასუხი გასცეს საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას,  ევროკავშირის დაფინანსების შემცირება, ქართველი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების დასანქცირება, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერება და ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან შესაბამის რეაგირებაზე განხილვა მიმდინარეობს და ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.

გავრცელებულ პოსტს, რომელსაც ანონიმური ფეისბუქ ანგარიში ავრცელებს, მითითებული არ აქვს წყარო. ანგარიში  “ბრძოლა თავისუფლებისთვის” კომენტარებში წერს, რომ ინფორმაცია გზავნილების შეჩერების შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. თუმცა მის მიერ კომენტარებში მითითებულ ბმულზე არა ევროპარლამენტის, არამედ ევროკომისიის  28 მაისს გამოქვეყნებული განცხადება გვხვდება.

განცხადებაში ევროკავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ” კანონის დამტკიცებას ეხმაურება. 28 მაისს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს განვითარებულ მოვლენებზე რეაგირებისათვის.

ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გაითვალისწინოს პრეზიდენტის ვეტო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, რომლებიც ამ კანონის გაუქმების მკაფიო რეკომენდაციას იძლეოდა. ევროკავშირმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ამოქმედება გამოიწვევს ევროკავშირის ლიდერების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციის ცხრა ნაბიჯიდან სულ მცირე სამში (დეზინფორმაციის, პოლარიზაციას, ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის შესახებ) უკუსვლას და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირის გზაზე. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღმა, აქამდეც არასაკმარისი პოლიტიკური ყურადღება იყო მობილიზებული ცხრა ნაბიჯზე არსებითი პროგრესის მისაღწევად.”

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს ეს ტენდენცია და დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე და რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს ამ მოვლენებზე რეაგირების კუთხით. 

“ჩვენ ვაგრძელებთ ქართველ ხალხთან დგომას და ვაღიარებთ მათი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს მათი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში. 

საქართველოს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს  28 მაისს ასევე გამოეხმაურნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომლებმაც განაცხადეს, რომ  მიღებული კანონი ევროკავშირის პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება და პარლამენტის  მიერ დაძლეული ვეტო უკან გადადგმული ნაბიჯია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ ვეტოს დაძლევის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებებში ნათქვამია, რომ საქართველო არსებული საგარეო კურსით ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ვერ გაწევრიანდება, თუმცა კონკრეტულ შემაკავებელ ზომებზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.

2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით მიიღო  რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ “უცხოური ძალის გავლენის გამჭვირვალობის” კანონი ძალაში იქნება;  

ამასთანავე, მედიები ევროკავშირის წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ რომ შემაკავებელი ზომების ვარიანტები საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, სანქციებსა და ევროკავშირის სახსრების შეზღუდვას მოიცავს. საუბარია საქართველოს ევროინტეგრაციის შეფერხებაზეც. საქართველოში ესტონეთის და გერმანიის ელჩებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ მათი ქვეყნები მხარს არ დაუჭერენ ევროკავშირში გაწევრებაზე საქართველოს მოლაპარაკებების დაწყებას. 

აღნიშნულ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაცია:

წყაროს შესახებ 

ფეისბუქ-ანგარიშს “ბრძოლა თავისუფლებისთვის” ყალბი ინფორმაცია ადრეც გაუვრცელებია. წარსულში “მითების დეტექტორმა” მის მიერ მიტროპოლიტი იობის სახელით გავრცელებული გაყალბებული ციტატა გადაამოწმა. აპრილში ანონიმურმა ანგარიშმა ემანუელ მაკრონის, კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის გაყალბებულ ციტატები გაავრცელა.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist