შეიცავს თუ არა მაკდონალდსის ბურგერი 1 300 განსხვავებული ცხოველის ხორცს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

მაკდონალდსის ბურგერი
732
VIEWS

2024 წლის 4 ივლისს ფეისბუქ-მომხმარებელმა ლაშა მენთეშაშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რესტორნების ქსელ მაკდონალდსის ჰამბურგერზეა საუბარი. პოსტის აღწერაში ავტორი წერს: “1 300 სხვადასხვა ცხოველის გენომის სინთეზია, მაკდონალდის ე.წ. ხორცში?”  კომენტარების ავტორებს, ისევე, როგორც პოსტის ავტორს, ვიდეოდან და მისი აღწერიდან გამოაქვთ დასკვნა, რომ მაკდონალდსის ბურგერი 1 300 განსხვავებული სახეობის ცხოველის ხორცისგან შედგება.

იგივე ვიდეოს აღწერით, რომ “დადგენილია,მაკდონალდსის ერთ ჰამბურგერში სხვადასხვა ცხოველის დნმ-ის 1 300 ჯაჭვია”, რუსულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებელიც ავრცელებს.

მაკდონალდსის ბურგერი

ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მაკდონალდსში სხვადასხვა სახეობის ცხოველების ხორცია შერეული. რეალურად, ვიდეოში საუბარი არ არის იმაზე, რომ ბურგერში 1 300 განსხვავებული ცხოველის ხორცი შედის, რესპონდენტი ამ რაოდენობას ახსენებს, თუმცა ის საქონლის ხორცზე საუბრობს და არა სხვა სახეობებზე. მაკდონალდსის ინფორმაციით, მათი ბურგერი 100%-ით საქონლის ხორცისგან შედგება. 

ვიდეოში საუბარია, თუ რისგან შედგება მაკდონალდსის ბურგერი. სიუჟეტის ავტორი ყვება, რომ ხორცი, რომელსაც მზადების პროცესში იყენებენ, მრავალი ადგილიდან მოდის, მათ შორის, საზღვარგარეთიდან. მისივე განმარტებით, წარსულში ჰამბურგერში ერთი საქონლის დაკვლის შედეგად მიღებული ხორცი ხვდებოდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა და აპარატის მიერ მრავალი საქონლის ნაწილი ერთმანეთს ერევა. სიუჟეტში კითხვაზე, თუ რამდენი განსხვავებული საქონლის ხორცი ხვდება პროდუქტში, რესპონდენტი პასუხობს, რომ ათასობით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ  ჰამბურგერში განსხვავებული სახეობის ცხოველების ხორცი ირევა, საუბარია სხვადასხვა საქონლის ხორცზე. 

 ინფორმაცია, რომ ერთ ჰამბურგერში, შესაძლოა, მრავალი საქონლის ხორცი მოხვდეს, საზოგადოებისთვის უცნობი არ არის. 2015 წელს The Washington Post-ზე გამოქვეყნდა რობერტო ფერდმენის სტატია სათაურით: “ვეცადე გამერკვია, რამდენი საქონლის ხორცია ერთ ჰამბურგერში: ეს ნამდვილად რთული აღმოჩნდა”. ავტორი წერს, რომ ერთი ძროხისგან დამზადებული ბურგერი იშვითობაა და წინა წელს მაკდონალდსმა დაადასტურა, რომ მათი ბურგერი, შესაძლოა, შეიცავდეს 100-ზე მეტი ძროხის ხორცს. სტატიის ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ ერთი ბურგერის ერთი საქონლის ხორცისგან დამზადება წარმოების ხარჯებს გაზრის. რესტორნებში, რომლებსაც ჟურნალისტი დაუკავშირდა, მას დაუდასტურეს, რომ ბურგერებს სხვადასხვა საქონლის ხორცის შერევის შედეგად ამზადებენ. ლოგიკურია, რომ რესტორნების ისეთი ფართო ქსელი, როგორიც მაკდონალდსია, ერთი ბურგერისთვის ერთი საქონლის ხორცს ვერ გამოიყენებს. 

რაც შეეხება საკითხს, თუ რისგან მზადდება მაკდონალდსის ჰამბურგერი – რესტორნების ქსელი განმარტავს (1;2;3), რომ მათი პროდუქტი 100%-ით საქონლის ხორცისგან არის დამზადებული. სწორედ საქონლის ხორცია “ერთადერთი და ნამდვილი” ინგრედიენტი. ხორცი აშშ-ის აგროკულტურის დეპარტამენტის მიერ მოწმდება და კონსერვანტებს ან შემავსებლებს არ შეიცავს. მაკდონალდსის განმარტებით, ერთადერთი, რასაც საქონლის ხორცს ამატებენ, მარილი და პილპილია.  

ჰამბურგერში გამოყენებული ხორცის შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მაკდონალდსის ქართულენოვან ვებ-საიტზეც

“სენდვიჩებში, ჩვენ ვიყენებ მხოლოდ 100%-იან საქონლის ხორცს, ყველანაირი დამატებებისა და შემავსებლების გარეშე. ხორცის მოწოდება ხორციელდება იმ საწარმოებიდან, რომლებიც გადიან ხარისხის მკაცრ კონტროლს. მაკდონალდსის სპეციალისტები მკაცრად აკონტროლებენ წარმოების ყველა ეტაპს – ფერმიდან იმ მომენტამდე, როცა ხორცი იდება ჩვენს ფუნთუშაზე. ხორცის ნახევარფაბრიკატების მოსამზადებლად მომწოდებლები იყენებენ მხოლოდ წინა და უკანა მეოთხედის კუნთის უძვლო მაღალხარისხიან ხორცს და ყოველთვის თვალს ადევნებენ მისი წარმომავლობის წყაროებს. ხორცის ნახევარფაბრიკატების წარმოებისას გამოიყენება სწრაფი დაბალტემპერატურიანი გაყინვის მეთოდი, რაც პროდუქტის გემოვნებითი და სასარგებლო თვისებების შენარჩუნების საშუალებას იძლევა”.   

ვიდეოს კომენტარებში ფეისბუქ-მომხმარებლების ნაწილი ასევე ამტკიცებს, რომ ჰამბუგერში ადამიანის ხორცს იყენებენ. სიმართლეს არც ეს მტკიცება შეესაბამება. მცდარი ინფორმაცია სხვადასხვა დროს “მითების დეტექტორმა” და ფაქტების გადამმოწმებელმა უცხოურმა ორგანიზაციებმა გადაამოწმეს. ამ საკითხზე მომხმარებლის დასმულ კითხვას მაკდონალდსმაც უპასუხა.  

sheitsavs thu ara makdonaldsis burgeri 1 300 ganskhvavebuli tskhovelis khortss შეიცავს თუ არა მაკდონალდსის ბურგერი 1 300 განსხვავებული ცხოველის ხორცს?

წყაროს შესახებ 

ფეისბუქ-მომხმარებელ ლაშა მენთეშაშვილს ყალბი ინფორმაცია წარსულშიც მრავალჯერ აქვს გავრცელებული. “მითების დეტექტორს” მისი პოსტები არაერთხელ გადაუმოწმებია.


ქრისტინე ქუქჩიშვილი 

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist