შეიყვანა თუ არა გაერომ ქართული ენა მომაკვდავ ენათა სიაში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

499
VIEWS

2021 წლის 4 დეკემბერს, ტელეკომოპანია ობიექტივის გადაცემა „ეთერი 8-ში“ სტუმრობისას, პატრიოტთა ალიანსის წევრმა, მალხაზ თოფურიამ განაცხადა, რომ გაერთანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ქართული ენა გაქრობის პირას იმყოფება და 2050 წლისათვის იგი, სავარაუდოდ, აღარ იარსებებს. თოფურია მოცემული ტენდენციის მთავარ მიზეზად ქვეყანაში შექმნილ დემოგრაფიულ მდგომარეობას ასახელებს, ვინაიდან ახალგაზრდა მოსახლეობის დიდი რაოდენობა ქვეყანას მასიურად ტოვებს.

მალხაზ თოფურიასაქართველოს პატრიოტთა ალიანსი: “გაეროს მონაცემები, რომელსაც არანაირი ინტერესთა, არანაირი შეთქმულების თეორიები არ აწუხებს, რო დავაბრალოთ, ამბობს, რო 2050 წლისთვის ქართული ენა მოკვდება, უბრალოდ აღარ იარსებებს, იმიტო რო ეხლა ის ადამიანები სერიოზულ პროფესიონალურ დონეზე თვლიან, თვლიან რო  რა მასშტაბით, გამრავლების რა მასშტაბი გვაქ, გამრავლებას თავი დავანებოთ, ახალგაზრდობა 20-25 წლის ახალგაზრდობა რა მასშტაბით გაედინება ქვეყნიდან და პირდაპირ პროგროზირებენ ქართული ერთ-ერთი მსოფლიოში შემორჩენილი უძველესი ენებიდან ქვეყნის გაქრობას 50 წლისთვის.”

"

იდენტური ინფორმაცია ქართულ ინტერნეტ სივრცეში ადრეც ვრცელდებოდა. ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კონფერენციაზე „დასავლური ცივილიზაცია და ტრადიციული ღირებულებები“ ანალოგიური მოსაზრება გააჟღერა და განაცხადა, რომ გაერომ ქართველი ერი მომაკვდავ ერთა, ხოლო ქართული ენა კი მომაკვდავი ენების სიაში შეიყვანა.

ლევან ვასაძე: „გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის, თუკი რამეს არ შევცვლით, საქართველოს მოსახლეობა შემცირდება 28%-ით. მათ შორის, ეთნიკური ქართველების მოსახლეობა გაეროს ინფორმაციით, შემცირდება 50%-ით. გაერომ ქართველი ერი შეიყვანა მომაკვდავი ერების შავ სიაში და ქართული ენა შეიტანა მომაკვდავი ენების შავ სიაში.

ვასაძის განცადება ინტერნეტ სივრცეში სწრაფად გავრცელდა. ქართველი ერისა და ქართული ენის პოტენციური განადგურების თემას სტატია არაერთმა ონლაინ გამოცემამ მიუძღვნა, მათ შორის იყვნენ მედიაჰოდინგი კვირა, რეპორტიორი, და ა.შ.

"

"
რეალურად, ქართულ ენას იუნესკოს მომაკვდავ ენათა სიაში ვერ შეხვდებით. იუნესკოს მიერ 2003 წელს შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, ქართული ენა შეგვიძლია მივაკუთვნოთ იმ ენათა ჯგუფს, რომელსაც  გაქრობის საფრთხე არ ემუქრება. ქართული ენების ჯგუფიდან, პოტენციურად საფრთხის ქვეშ შესაძლებელია მოვიაზროთ სვანური და მეგრული ენები, რაც არა მიგრაციით, არამედ სხვადასხვა ინსტიტუციური ფაქტორებით აიხსნება. რაც შეეხება ქარველი ერის განადგურების საკითხს, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის შემცირებას ნამდვილად პროგნოზირებს, თუმცა, ქართველი ერი მომაკვდავ ერთა სიაში არ გვხვდება.

რა მიანიშნებს ენის  გაქრობის საფრთხეზე?

2002-2003 წლებში იუნესკომ ექსპერტთა სპეციალური ჯგუფის დახმარებით ენათა სიცოცხლისუნარიანობისა და გაქრობის საფრთხის შეფასების სისტემა შექმნა, რომელიც რამდენიმე კრიტერიუმზეა დამყარებული და ენებს 6 ძირითად კატეგორიებად ჰყოფს. მოცემული კატეგორიებია: უსაფრთხო (safe), საფთხის ქვეშ მყოფი (vulnerable), გაქრობის რეალური საფრთხე (definitely endangered), გაქრობის ძლიერი საფრთხე (severely endangered),  კრიტიკული საფრთხე (critically endangered) და გამქრალი (extinct). მოცემული კლასიფიკაციით, იუნესკო ქართულ ენას უსაფრთხო ენების კატეგორიაში აჯგუფებს.

რაც შეეხება ენის სიცოცხლისუნარიანობის კრიტერიუმებს, ისინი შემდეგნაირად შეიძლება დაჯგუფდეს: 1) ენის თაობათაშორისი გადაცემა; 2) აბსოლუტური რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვინც ენას იყენებს; 3) მოსაუბრეთა პროპორცია მთლიან მოსახლეობასთან; 4) ცვლილებები ენის გამოყენების სფეროებში; 5) რეაგირება ახალ დომენებსა და მედიაზე; და 6) ენობრივი განათლებისა და წიგნიერების მასალების ხელმისაწვდომობა.

მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ არცერთი ეს ფაქტორი არ უნდა იქნას გამოყენებული ცალკეულად.  ენა, რომელიც ერთ-ერთი კრიტერიუმის მიხედვით მაღალ რეიტინგშია, შესაძლოა იმსახურებდეს დაუყოვნებელ და გადაუდებელ ყურადღებას სხვა ფაქტორის გამო.

"
წყარო: იუნესკოს დოკუმენტი ენების სიცოცხლისუნარიანობასა და გადაშენების საფრთხეზე

რაც შეეხება მეგრულ და სვანურ ენებს, იუნესკო მათ გაქრობის რეალურ საფრთხეს უწინასწარმეტყველებს, თუმცა სიცოცხლისუნარიანობის კრიტერიუმებს თუ დავუჯერებთ, ტენდენციის მთავარ მიზეზს ის გარემოება წარმოადგენს, რომ ენა არ ისწავლება სკოლებში სისტემატიურად არ ისწავლება, არ ხდება მოცემულ ენაზე საქმის წარმოება და მწირია ენაზე შექმნილი საგანმანათლებლო რესურსების რაოდენობა.

  • საქართველოს მოსახლეობის დინამიკა 2050 წლისათვის

მართალია, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 2050 წლისთვნის საქართველოს მოსახლეობის რაოდნეობის შემცირებას ნამდვილად პროგნოზირებს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კლება საგანგაშო არ არის. კონკრეტულად, თუ 2020 წლისათვის საქრთველოს მოსახლეობა  დაახლოებით 3,989 მილიონი ადამიანი იყო, 2050 წლისათვის ამ რიცხვის 3,517 მილიონამდე შემცირებაა ნავარაუდები.

"
მცდარია ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ გაერომ ქართველი ერი გადაშენების პირას მყოფ ერთა სიაში შეიყვანა. მსგავსი დეზინფორმაცია ქართულ სოციალურ ქსელში ადრეც ვრცელდებოდა. მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ მითების დეტექტორის სტატია:


 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: UNESCO
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist