შეიკრიბა თუ არა ათასობით ექიმი ვენაში 2 ექიმის მხარდასაჭერად?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

61
VIEWS

29 სექტემბერს ყალბმა Facebook-პროფილმა Kote Afxazi-ი ფეისბუკ მომხმარებლის Nina Marji-ს პოსტი 5 საჯარო Facebook-ჯგუფში შემდეგი ტექსტით გააზიარა: “ათასობით ექიმი გამოვიდა ვენაში სოლიდარობის ნიშნად იმ ექიმებისა, რომლებიც აპროტესტებენ კოვიდ აფიორას!!! სირცხვილი ქართველ ექიმებს!!!!” Nina Marji-ს პოსტი პირველად 19 სექტემბერს ჯგუფში „ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი“ იყო გაზიარებული და ავსტრიულ გამოცემა wochenblick-ის ინფორმაციას ეყრდნობოდა.

"

აღნიშნული პოსტი მანიპულაციურია, რადგან გაზიარებულ ავსტრიულ წყაროში აღნიშნულია, რომ აქციას ასობით ადამიანი ესწრებოდა და არა ათასობით, ამასთანავე მასალაში არ არის იდენტიფიცირებული, რომ შეკრებილები ექიმები იყვნენ. ექიმებიდან, რომელთა მხარდასაჭერი აქცია ვენაში გაიმართა, ერთის ლიცენზია იმის გამო შეიძლება გადაიხედოს, რომ ის პირბადის ტარების თავიდან არიდების სანაცვლოდ არალეგალურად 20-ევროიან სერტიფიკატებს გასცემდა, ხოლო მეორე – კლინიკიდან პაციენტის უკმაყოფილების გამო დაითხოვეს.

ავსტრიული გამოცემა “wochenblick-ის” ცნობით, რომელსაც Nina Marji-ს პოსტი ეყრდნობა, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სამედიცინო ასოციაციის წინ 17 სექტემბერს სოლიდარობის აქცია გაიმართა. ქართულ Facebook-ჯგუფებში გავრცელებული პოსტებში აღნიშნულია, რომ აქცია ათასობით ექიმმა გამართა, თუმცა wochenblick-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ აქციაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა, ხოლო ექიმების აქციაზე ყოფნაზე სტატიაში არაფერია ნათქვამი. აქციაზე შეკრებილების თქმით, ისინი სამედიცინო ასოციაციის მიერ “ექიმების დისკრიმინაციას” აპროტესტებდნენ. საუბარია ორ ექიმზე – პეერ აიფლერსა და კონსტანტინა როშზე.

ვინ არიან ექიმები, რომელთა მხარდასაჭერადაც ვენაში აქცია გაიმართა?

17 სექტემბერს აქცია ექიმების პეერ აიფლერისა და კონსტანტინა როშის მხარდასაჭერად გაიმართა. შეკრებილების თქმით, სამედიცინო ასოციაცია მათ მიმართ დისკრიმინაციულია. სამედიცინო ასოციაცია პეერ აიფლერისთვის სამედიცინო ლიცენზიის ჩამორთმევაზე მსჯელობს. ამის მიზეზი ისაა, რომ მან სერტიფიკატების გაცემა დაიწყო, რომლებიც ადამიანებს პირბადის ტარების სავალდებულო წესისგან ათავისუფლებდა. აიფლერს საკუთარი სახელით ვებ-გვერდიც აქვს შექმნილი, რომელზეც განთავსებულია ფორმა, რომლის შევსების შემდეგაც მსურველთათვის სერტიფიკატის დამზადების პროცესი დაიწყება, სერტიფიკატის ფასი 20 ევროა. აიფლერი ამბობდა, რომ პირბადეები ჯანმრთელობას აზიანებს და ფსიქოლოგიურ ტრავმას იწვევს. “დაიცავით თქვენი თავი პირბადეების სიგიჟისგან, არ გეშინოდეთ ყალბი კორონავირუსის,” – წერდა ის საკუთარ Facebook-გვერდზე.

"

რაც შეეხება მეორე ექიმს, კონსტანტინა როშს, ის გრაცის კლინიკაში მუშაობდა და სამსახურიდან გაათავისუფლეს. კლინიკის ვებ-გვერდზე 8 სექტემბერს როშის გათავისუფლების მიზეზად პაციენტების უკმაყოფილებაა დასახელებული. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 1 ივლისს როში სიტყვით გამოვიდა ICI-ს (Initiative für evidenzbasierte Corona Informationen) ორგანიზებულ აქციაზე, სადაც ამტკიცებდა, რომ ყველა, ვინც ამბობს, რომ პირბადე რამისგან იცავს, ტყუის. გარდა ამისა, როში აცხადებდა, რომ პირბადეები მოქალაქეების დამორჩილებას ისახავს მიზნად. ICI ეწინააღმდეგება პირბადეების ტარებას და ვაქცინაციას და ხშირად აწყობს აქციებს.

გავრცელება სოციალურ ქსელში

აღნიშნული პოსტი Facebook-ანგარიშმა „Kote Afxazi” 29 სექტემბერს 5 ჯგუფში გააზიარა, ესენია: კორონა მაფია, ანტილიბერალური სივრცე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, “საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ 6504 ძვ წ და Photo-Fact GEORGIA.

"

აღსანიშნავია, რომ ანგარიში “Kote Afxazi” პლატფორმა “ვინ ვინ არის” მიერ მონიშნულია, როგორც ყალბი ანგარიში. ანგარიშზე პირადი ინფორმაცია მითითებული არ არის.

"

პირველად პოსტი Facebook-მომხმარებელმა „Nina Marji-მ“ 19 სექტემბერს ორ ჯგუფში „ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი“ და „კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ✌“ გაავრცელა. 1 ოქტომბრის მონაცემებით, პოსტს აღნიშნული ჯგუფებიდან 136 და 219 გაზიარება აქვს.

"

ავსტრიული გამოცემა “Wochenblick-ის” ბმულს 1 ოქტომბრის მონაცემებით, სულ 315 გაზიარება აქვს. 18 საჯარო Facebook-გაზიარებას შორის 11 ქართული Facebook-ჯგუფია. საკუთრივ გამოცემის Facebook-გვერდის შემდეგ, ყველაზე მეტი ინტერაქცია მასალას ჯგუფში „კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ✌“ აქვს.


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია. 

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრია
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist