რუსულენოვან ანგარიშებზე “შარლი ებდოს” გაყალბებული გარეკანის ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

შარლი ებდო
356
VIEWS

ფეისბუკის რუსულენოვან-ანგარიშებზე (1, 2, 3) ასევე ტელეგრამ-არხზე  ფრანგული სატირული ჟურნალის “შარლი ებდოს” გარეკანის ფოტო გავრცელდა, რომელზეც დატანილია სავარაუდო გამოშვების თარიღი – 9 დეკემბერი, 2024 წელი. 

კარიკატურაზე რამდენიმე პოლიტიკური ლიდერია გამოსახული: ემუანუელ მაკრონი, დონალდ ტრამპი და კვაზიმოდოს როლში (პარიზის ღვთისმშბლის ტაძრის პერსონაჟი) უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. იგი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფონზე დგას. ფოტოს შემდეგი აღწერა ერთვის: რას ნიშნავს, ნოტრ-დამის ხელახლა გახსნა მთავრობის გარეშე?

შარლი ებდო

“შარლი ებდოს” სახელით გავრცელებული გარეკანი გაყალბებულია. უახლესი გამოცემა სერიული ნომრით 1690, 11 დეკემბერს გამოიცა და სირიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

გაყალბებულ  ვერსიაში გამოსახულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კვაზიმოდოს როლში. გარეკანზე ჩანს სერიული ნომერი 1690, რომელიც დათარიღებულია 9 დეკემბრით, თუმცა, “შარლი ებდოს” ავთენტიკური გარეკანი ამავე სერიული ნომრით  11 დეკემბერს გამოიცა და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხელახლა გახსნას არ ეხება. გარეკანზე გამოსახული არიან: ბაშარ ალ-ასადი, რუჰოლა ხომეინი და ვლადიმერ პუტინი. ჟურნალი სირიაში ხელისუფლების დაცემას ეხმიანება. 

შარლი ებდო
წყარო: charliehebdo.fr

ზელენსკის გამოსახულებით გავრცელებული კარიკატურა არც “შარლი ებდოს”  ოფიციალურ ვებსაიტზე და სოციალურ ქსელების ანგარიშებზე (Instagram, Facebook, X ) იძებნება.  აღნიშნული ვიზუალის მქონე ილუსტრაცია არც გამოცემის არქივში გვხვდება.

შარლი ებდო
წყარო: Charliehebdo.fr

უკრაინის პრეზიდენტის კვაზიმოდოს როლში გამოსახვა, დიდი ალბათობით, ზელენსკის დისკრედიტაციის და მისი უძლურად  წარმოჩენის მცდელობაა.

გაყალებებული გარეკანების გავრცელება რუსეთის საინფორმაციო ომის ცნობილი ტაქტიკაა, რომელიც მიზნად ისახავს დასავლური მხარდაჭერის და ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციას დასავლური მედიის სახელით. “მითების დეტექტორმა” ამ ტიპის არაერთი გაყალბებული გარეკანი გადაამოწმა. 


ამინა მამედოვა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist