რომის პაპის და ზელენსკის გამოსახულებით “შარლი ებდოს” გაყალბებული გარეკანი ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

553
VIEWS

23-24 აპრილს ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშებზე (1, 2, 3, 4) ფრანგული სატირული ჟურნალის “შარლი ებდოს” გარეკანი გავრცელდა. კარიკატურაზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია გამოსახული რომის პაპ ფრანცისკესთან ერთად ვატიკანის ბანკში.  სურათს წარწერა ერთვის: “მე ვარ, პაპი ფრანცისკე, გთხოვთ, ჩემი ფული სრულად გადარიცხოთ უკრაინაში”. გამოცემა 23 აპრილით თარიღდება და სერიული ნომერი: 1710 აქვს დატანილი.

შარლი-ებდო

“შარლი ებდოს” სახელით გაყალბებული გარეკანი ვრცელდება. ფრანგული გამოცემის საიტზე 23 აპრილს გამოსული ნომერი რომის პაპს შეეხება, თუმცა განსხვავებული ვიზუალი აქვს და მასში ზელენსკი არ არის გამოსახული.

“შარლი ებდოს” ოფიციალურ საიტზე, ასევე სოციალური ქსელის ანგარიშებზე (Instagram, Facebook, X ) არ იძებნება გარეკანი რომის პაპისა და ზელენსკის გამოსახულებით. უახლესი ნომერი 23 აპრილს გამოვიდა სერიული ნომრით: 1709 და რომის პაპის გარდაცვალებას ეხმიანება, თუმცა მასზე ზელენსკი არ არის გამოსახული. მსგავსი ვიზუალის გარეკანი არც საარქივო ნომრებში გვხვდება.

შარლი ებდო
შარლი ებდოს” 23 აპრილის ნომერი: “შემდეგი პაპი ნამდვილად ახლოს იქნება ღარიბებთან”
შარლი ებდო
შარლი ებდოს” საარქივო ნომრები

გაყალებებული გარეკანების გავრცელება რუსეთის საინფორმაციო ომის ცნობილი ტაქტიკაა, რომელიც მიზნად ისახავს დასავლური მხარდაჭერის და ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციას დასავლური მედიის სახელით. “მითების დეტექტორმა” ამ ტიპის არაერთი გაყალბებული გარეკანი გადაამოწმა.


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ვატიკანი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist