კარიკატურა, სადაც ზელენსკი კუბოში წევს, “შარლი ებდოს” არ გამოუქვეყნებია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

შარლი ებდო
280
VIEWS

20-28 მარტს ფეისბუქის ქართულ და რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2, 3, 4) გაავრცელეს ფოტო, რომელიც მათი მტკიცებით სატირული გამოცემა “შარლი ებდო” (Charlie Hebdo) ერთ-ერთი კვირის გარეკანს წარმოადგენს. სურათზე ვხედავთ კუბოში ჩაწვენილ გარდაცვლილ ვოლოდიმირ ზელენსკის და ფრანგულ ენაზე გაკეთებულ წარწერებს, თუმცა ორი ანგარიშის მიერ ატვირთულ ფოტოში სიტყვები ინგლისურ ენაზეა გადათარგმნილი. გარეკანის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტი კუბოდან ამბობს: “უკრაინა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო”. ფოტოზე ასევე გარჩევადია ჟურნალის გამოცემის თარიღიც – 2025 წლის 20 მარტი. 

შარლი ებდო შარლი ებდო

ფეისბუქზე “შარლი ებდოს” გაყალბებული გარეკანი ვრცელდება. რეალურად აღნიშნული გამოცემის საიტზე მსგავსი კარიკატურა არ იძებნება. გარდა ამისა, 20 მარტს ჟურნალის ახალი ნომერი არ გამოცემულა. 

შარლი ებდო ჟურნალებს ყოველკვირეულად უშვებს, ძირითადად ოთხშაბათობით. აღსანიშნავია, რომ გამოცემამ 2025 წლის მარტში 4 ნომერი გამოუშვა 5, 12, 19 და 26 რიცხვებში, რომელთა გარეკანები სრულიად განსხვავდება ფეისბუქზე გავრცელებული ფოტოსგან. შესაბამისად გაყალბებულია გარეკანის თარიღიც, რადგან 20 მარტს სატირულ გამოცემას ნომერი საერთოდ არ გამოუშვია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ასევე ჩანს გამოცემის სერიული ნომერიც – 1705, რომელიც რეალურად 26 მარტს გამოცემული ტირაჟის ნომერს ემთხვევა.

შარლი ებდო
თარიღი და გამოცემის ნომერი გავრცელებულ ფოტოზე 
შარლი ებდო
Charlie Hebdo-ს მიერ გამოცემული უკანასკნელი 12 ნომრის გარეკანები

გავრცელებული ფოტო იტალიურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა Open და Facta-მ გადაამოწმეს. მათ მასალაში ხაზგასმულია, რომ ეს ფოტოფაბრიკაცია რუსმა პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა, ვლამიდირ სოლოვიოვმა მის ტელეგრამ არხზე 22 მარტს გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ ყალბი გარეკანის ფოტო, სოლოვიოვის პოსტის იტალიურად თარგმნილი ვერსიით აქტიურად გავრცელდა სოციალური ქსელების იტალიურენოვანი მომხმარებლების მიერ. 

მას შემდეგ რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასტაბიანი ომი წამოიწყო, ცნობილი გამოცემების ნომრების გაყალბება უკრაინის ან მისი ლიდერების დისკრედიტაციის მიზნით აქტიურად იქცა რუსული დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილად. “მითების დეტექტორმა” მრავალი მსგავსი შემთხვევა გამოავლინა, რომელთა შორის Charlie Hebdo-ს არაერთი გარეკანი ფიგურირებს: 

არქივი: 1, 2, 3, 4


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist