სეზონი TV-ის დეზინფორმაცია, თითქოს პაველ ჰერჩინსკიმ ხალხს მოუწოდა, არჩევნებზე “ახალი” შემოხაზონ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

82
VIEWS

11 ოქტომბერს სეზონი TV-ის ეთერში, გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” გია კერესელიძემ, ორგანიზაცია “ერთობა მშვიდობისთვის” წევრმა თქვა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პოლიტიკურ პარტია “ახალს” მხარი საჯაროდ დაუჭირა. კერესელიძის განცხადებით, ჰერჩინსკიმ პირდაპირ თქვა, “ახალი შემოხაზეთო.” რესპონდენტმა აღნიშნულზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც გადაცემის კიდევ ერთმა სტუმარმა, მიხეილ ჟღენტმა ჰკითხა: “დასავლეთი ჩვენ გვთვლის თუ არა სახელმწიფოდ?”

გია კერესელიძე: (1:09:50) “სახელმწიფოდ დასავლეთი ჩვენ რომ გვთვლიდეს, მსგავსი სახის განცხადებები, რომელიც ელჩი იქნება თუ სხვა, აბსოლუტურად ყველა დიპლომატიური ჩარჩოებიდან რომ არის გასული და ელჩი რომ… ევროკავშირის ელჩი, აი, წარმოიდგინეთ, ევროკავშირის ელჩმა პირდაპირ თქვა, “ახალი” შემოხაზეთო. ეს მე ხო არ მითქვია? ევროკავშირის ელჩმა თქვა.”

პაველ ჰერჩინსკი

სეზონი TV-ის ეთერით გავრცელებული მტკიცება, თითქოს პაველ ჰერჩინსკიმ პარტია “ახალს” მხარდაჭერა გამოუცხადა და ამომრჩევლებს მისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდა, დეზინფორმაციულია. ელჩს მსგავსი განცხადება საჯაროდ არ გაუკეთებია და ღია წყაროებით არ იძებნება.

საქართველოში ევროკავშირის ელჩს არ გაუკეთებია განცხადება, რომელიც პარტია “ახალის” ან “კოალიცია ცვლილებისთვის” მხარდამჭერი იქნებოდა. ჰერჩინსკი არც მათთვის ხმის მიცემის მოწოდებით გამოსულა. 

აღნიშნული შინაარსის განცხადების მოძიება ღია წყაროებით შეუძლებელია. ჰერჩინსკის მსგავსი ციტატა არ იძებნება პროსახელისუფლებო (1;2;3) და კრიტიკული (1;2;3) ტელევიზიების ვებ-საიტებზე, ასევე, არ გაუშუქებია ონლაინ მედიას (1;2;3). მსგავსი განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებ-საიტსა და ფეისბუქ-გვერდზეც არ იძებნება.

ელჩმა ჰერჩისნკიმ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერაზე არაერთხელ ისაუბრა. ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობს 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და მას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელებას უკავშირებს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა, ელჩმა ჰერჩინსკიმ  და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომაც განაცხადეს, რომ ამჟამად ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია. 

წინასაარჩევნო პერიოდში ელჩმა ჰერჩინსკიმ არჩევნებთან დაკავშირებით არაერთხელ ისაუბრა, თუმცა მისი განცხადებები კონკრეტული პარტიის მხარდაჭერას არ შეეხებოდა. ელჩი აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბერს არჩევანი საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაკეთონ. 4 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბრისას ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ქართველები არჩევნებზე უნდა წავიდნენ, შემდგომ კი ევროკავშირი მზადაა, ნებისმიერ მთავრობასთან ითანამშრომლოს. კერძოდ, ელჩმა თქვა:

“მოვუწოდებ ყველა ქართველს, წავიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა. მომავალი არჩევნები აბსოლუტურად გადამწყვეტი იქნება თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. ეს თქვენი, ქართველი ამომრჩევლების გადასაწყვეტია, რომელ პარტიას დაუჭერთ მხარს, მაგრამ ჩემი საქმეა გითხრათ, გთხოვოთ, წადით არჩევნებზე და მისცეთ ხმა.” 

18 ოქტომბერს ჰერჩინსკიმ მსგავსი განცხადება გააკეთა და ამომრჩეველს კვლავ მოუწოდა არჩევნებში მონაწილეობისკენ. გარდა ამისა, ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ქვეყნებისგან არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას მოითხოვს, ასევე, ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს კონკურენტული გარემო და საკუთარი ხედვების წარმოჩენის შესაძლებლობა. 

თითოეული ქართველის გადასაწყვეტია, როგორი მომავალი სურთ მათ საკუთარი ქვეყნისთვის. […] გთხოვთ, წადით არჩევნებზე და მიეცით ხმა! ეს არის თქვენი უფლება და მოვალეობა, ეს არის თქვენი არჩევანი. თქვენ გაქვთ ძალაუფლება, გადაწყვიტოთ საქართველოს მომავალი თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის.“

7 ოქტომბერს კი ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე, საქართველოს პარტნიორების ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები არჩევნებში ჩარევის მცდელობა ხომ არ არის, ელჩი პასუხობს, რომ თუ ისინი კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი გზავნილებითა და განცხადებებით გამოვიდოდნენ, ეს ნამდვილად იქნებოდა პროცესში ჩარევა, თუმცა პარტნიორები ამას არ აკეთებენ. შეკითხვას ელჩმა შემდეგნაირად უპასუხა

ჩემი ფუნქცია არ არის, ვუთხრა ქართველებს, რომელ პარტიას დაუჭირონ მხარი და რომელს არა, ეს იქნება აშკარა ჩარევა, მაგრამ ჩემი როლია, ვუთხრა ყველას ხმამაღლა, რა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ.”

ამდენად, ჰერჩინსკის მიერ პარტია “ახალის” მხარდაჭერის შესახებ გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება. ელჩს რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი განცხადება არასდროს გაუვრცელებია. 

ყალბი ციტატების გავრცელება პროპაგანდის ნაცნობი ხერხია. წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირების გამოგონილი ციტატების ან მათი ნათქვამის მანიპულაციურად გავრცელებამ იმატა. მსგავსი შემთხვევები კონკრეტული ადამიანების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და მათ “მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist