სერგეი შოიგუს გამოსახულებით The Economist-ის გაყალბებული გარეკანი ვრცელდება

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

323
VIEWS

14 მაისსს ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშზე გამოცემა The Economist-ის გარეკანი გავრცელდა, რომელზეც რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუა გამოსახული. პოსტის თანდართული ტექსტის მიხედვით, The Economist-მა აღწერა გადამწყვეტი მოვლენები უახლოეს თვეებში,რომელიც უკრაინაში “სამხედრო ოპერაციას” წერტილს დაუსვამს.

sergei shoigus gamosakhulebith The Economist is gaqhalbebuli garekani vrtseldeba სერგეი შოიგუს გამოსახულებით The Economist-ის გაყალბებული გარეკანი ვრცელდება

გავრცელებული გარეკანი გაყალბებულია. The Economist – ის არც მიმდინარე და არც საარქივო ნომრებში მსგავსი გარეკანი არ იძებნება. 

The Economist -ის გარეკანი, რომელზეც სერგეი შოიგუა გამოსახული, პროგრამულადაა დამუშავებული. აღნიშნული გარეკანი არც გამოცემის ოფიციალურ გვერდზე და არც სოციალური მედიის ანგარიშებზე (X-ზე, Facebook, Instagram) არ იძებნება. 

უახლესი ნომერი 11 მაისს გამოიცა და მას განსხვავებული ვიზუალი აქვს.

sergei shoigus gamosakhulebith The Economist is gaqhalbebuli garekani vrtseldeba1 სერგეი შოიგუს გამოსახულებით The Economist-ის გაყალბებული გარეკანი ვრცელდება
წყარო: economist.com

13 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სამთავრობო ცვლილებები განახორციელა და თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა სერგეი შოიგუ . იგი რუსეთის მთავრობის ყოფილმა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ანდრეი ბელოუსოვმა შეცვალა.

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ-ანგარიშს Георгий Кушиташвили დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist