სექსის ჩემპიონატის გამარჯვებული ქალი უკრაინელი არ არის

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

სექსის ჩემპიონატი
1.7k
VIEWS

17-21 იანვარს ფეისბუქ მომხმარებლებმა (1, 2) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ევროპაში შეიქმნა  სპორტის ახალი სახეობა “საწოლურ საქმიანობაში” (სექსის ჩემპიონატი), სადაც ქალთა კატეგორიაში გამარჯვებული უკრაინელი ქალი გახდა. პოსტებს თან ახლავს ფოტო-ვიდეო მასალა რუსულენოვანი ვიდეოდან, სადაც ნათქვამია, რომ ჩემპიონატი ჩატარდა ესპანეთში, გამარჯვებული ქალი კი არის უკრაინელი ოლესია პრიხოდკო, რომელმაც რეკორდი დაამყარა და სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა 210 მამაკაცთან, კაცების კატეგორიაში კი იტალიელმა ერიკ კაპიტანომ გაიმარჯვა. მსგავსი მტკიცება სოციალურ ქსელში 2024 წელსაც არაერთმა ფეისბუქ-ანგარიშმა (1, 2, 3.) და რუსულენოვანმა მედიამ გაავრცელა. 

სექსის ჩემპიონატი სექსის ჩემპიონატი

მტკიცება, თითქოს ესპანეთში გამართული “სექსის ჩემპიონატის” გამარჯვებული უკრაინელი ქალი გახდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემპიონატის გამარჯვებულმა AFP-ის განუცხადა, რომ ის შვედია და მას უკრაინული წარმომავლობა არ აქვს. მისი შვედეთის მოქალაქეობა დაადასტურა შვედეთის სექსის ფედერაციამაც. 

პირველი მსოფლიო ჩემპიონატი სექსში, ასოციაცია “შვედეთის სექსის ფედერაციის” ორგანიზებით, 2024 წლის მარტში, ესპანეთში გაიმართა და ცნობები იმის შესახებ, თითქოს მასში უკრაინელმა ქალმა გაიმარჯვა უკვე აპრილიდან ვრცელდებოდა. ინფორმაციასთან ერთად რუსულენოვანი მედია და სოციალური ქსელის მომხმარებლები ავრცელებდნენ გამარჯვებულის ფოტოს შემოხვეული დროშით, რომელიც ძალიან ჰგავს უკრაინის სახელმწიფო დროშას.

სექსის ჩემპიონატი
რუსული მედიის მიერ გავრცელებული მოჭრილი ფოტო

რეალურად, აღნიშნული ფოტო მოჭრილია. ფოტოს ორიგინალ ვერსიაში კარგად ირჩევა, რომ ქალს შემოხვეული აქვს არა უკრაინის, არამედ შვედეთის დროშა, რომელიც ასევე ლურჯი და ყვითელი ფერებისგან შედგება.

სექსის ჩემპიონატი
ფოტო თავდაპირველად გამოქვეყნდა ორგანიზატორი ფედერაციის საიტზე, სადაც აღნიშნულია, რომ Nausi Love შვედეთის წარმომადგენელია
სექსის ჩემპიონატი სექსის ჩემპიონატი
უკრაინის სახელმწიფო დროშა შვედეთის სახელმწიფო დროშა

საკითხის დასაზუსტებლად ცნობილი ფრანგული მედია AFP-ის ფაქტების გადამოწმების დეპარტამენტი დაუკავშირდა გამარჯვებულს, რომელიც შეჯიბრზე Nausi Love-ის სახელით გამოდიოდა. მან მიმოწერაში აღნიშნა, რომ მას უკრაინული ან რუსული წარმომავლობა არ აქვს. იგი არის მხოლოდ შვედეთის მოქალაქე და აქვს შვედური, დანიური, ფინური, ნორვეგიული და ებრაული წარმომავლობა და უარყო ინფორმაცია თითქოს მისი ნამდვილი სახელი ოლესია პრიხოდკოა. AFP ასევე დაუკავშირდა შვედეთის სექსის ფედერაციას, რომელთაც დაადასტურეს, რომ მსოფლიო ჩემპიონი Nausi Love შვედეთის მოქალაქეა. 

უნდა აღინიშნოს, რომ “შვედეთის სექსის ფედერაცია” არ წარმოადგენს სახელმწიფო უწყებას. ის არის ორგანიზაცია, რომელიც 2016 წელს შეიქმნა და მათ ვებ-საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შვედეთის ხელისუფლება ცნობს ასოციაციას, როგორც ორგანიზაციას, რომელიც ავარჯიშებს და აწყობს შეჯიბრებებს სექსში. 2023 წელს ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს შვედეთში სექსი სპორტად დარეგისტრირდა. “მითების დეტექტორმა” მტკიცების გადამოწმებისას დაადგინა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ინიციატივა მხოლოდ “შვედეთის სექსის ფედერაციას” ეკუთვნოდა, რომელიც სპორტის კონფედერაციის წევრი არ არის. 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებიდან შეგვიძლია დავასკვანთ, რომ დეზინფორმაციის გავრცელება უკრაინისა და მისი მოქალაქეების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, რაც რუსული პროპაგანდის ნაწილია და განსაკუთრებით გაძლიერდა 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან. “მითების დეტექტორმა” ბოლო წლებში მსგავსი ტიპის მრავალი ინფორმაცია გადაამოწმა

წყაროს შესახებ:

Levan Tavdishvilii, რომელმაც ვიზუალური მანუპულაცია გაავრცელა, სისტემატურად აქვეყნებს ანტიდასავლური შინაარსის პოსტებსა და შეთქმულების თეორიებს. “მითების დეტექტორს” წარშულში მის მიერ გავრცელებული არაერთი ყალბი მტკიცება აქვს გადამოწმებული.    

ფეისბუკ-ანგარიში ნონა შარაბიძე ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციასა და კრემლისტურ ნარატივებს რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია

არქივი: 1, 2, 3, 4, 5.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სპორტი
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: შვედეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist