დეზინფორმაცია
2022 წლის 11 და 12 აპრილს Facebook მომხმარებლებმა ნიკა კობერიძემ და Fantina Georgian-მა უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერის სტეპან ბანდერას შესახებ ერთი და იგივე პოსტი გამოაქვეყნეს. პოსტის მტკიცებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) გასაიდუმლოებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ სტეპან ბანდერა გერმანიის ჯაშუში იყო და ის ნაცისტებთან თანამშრომლობდა, ხელი ჰქონდა მოწერილი III რაიხის ერთგულების ფიცზე და ატარებდა კოდურ...
ვიდეომანიპულაცია
25 მარტს ქართულ მედიაში ჯორჯიან თაიმსი . GTTV , ფეისბუკ-პროფილზე-ფანტინა ,ასევე, რუსულენოვან ტელე-არხზე Царьград, ონლაინ გამოცემებში-Pikabu.ru,RG.ru, saint-666.ru  გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მომხმარებლები ზეთის შესაძენად აგრესიულად იბრძვიან. წყაროების მიხედვით, ეს ფაქტი საფრანგეთის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა.  Царьград და Свободная пресса  აღნიშნავენ, რომ საფრანგეთში ზეთის დეფიციტი რუსეთისთვის დაწესებული სანქციებითაა გამოწვეული. რუსული გამოცემა Российская Газета ვიდეოს სანქციებს არა,...
დეზინფორმაცია
2 აპრილს, რუსი სამხედროებისგან გათავისუფლებულ კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში, მასობრივ საფლავებში დამარხული 280-მდე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ AFP-ს ქალაქის მერმა – ანატოლი ფედორუკმა განუცხადა. გარდა ამისა, AFP-ის  ჟურნალისტებმა ბუჩას ერთ-ერთ ქუჩაზე სამოქალაქო ტანსაცმელში მინიმუმ 20 ცხედარი ნახეს.  ბუჩას ქუჩებში ნაპოვნი ცხედრების ვიდეო უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ტვიტერზე 3 აპრილს გამოაქვეყნა.  რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის...
cover
2022 წლის თებერვლის ბოლოს ქართველი ანტივაქსერების ყურადღება ახალმა კრიზისმა მიიპყრო და რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ისევ რუსეთისვე  მხარდაჭერილი შეთქმულების თეორიებისა და დეზინფორმაციების გავრცელება დაიწყეს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ფეისბუქ ანგარიშები, ერთი მხრივ, ცდილობენ, რომ  რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში გაამართლონ და ომი უკრაინის ნაციონალისტებისა და გარყვნილებისაგან გასათავისუფლებელ ოპერაციად წარმოაჩინონ, მეორე მხრივ კი, ამტკიცებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ახალი მსოფლიო წესრიგის...
ყალბი-რეალური
23 მარტს ფეისბუქ-გვერდმა Azimut/აზიმუტი და ფეისბუქ-პროფილმა Fantina Georgian გამოაქვეყნეს კადრები მულტფილმიდან  “სიმპსონები” (The Simpsons), რაზეც  წერენ, რომ ეს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ სიმპსონების კიდევ ერთი წინასწარმეტყველებაა.  აღნიშნულ ფოტოებს ასევე ავრცელებენ ფეისბუქ-პროფილი ბაႵარ ზაალიშვილი და ფეისბუქ-გვერდი Sad but True. გარდა ფოტოებისა, 9 მარტს ფეისბუქ-მომხმარებელმა Iveri Merkviladze გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც პოსტის ავტორი წერს, რომ სიმპსონების 23-ე სეზონის პირველ...
დეზინფორმაცია
23 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა “Fantina Georgian” რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომში ებრაელების ინტერესების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, ომის უკან რეალურად ებრაელები დგანან და მათი მიზანი უკრაინის ახალ “ზეციურ იერუსალიმად” ქცევაა.  პოსტს თან რამდენიმე ფოტო ერთვის: პირველ მათგანზე უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი “ზეციური იერუსალიმის” რუკაა წარმოდგენილი, მეორე ფოტოზე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ხელში ნაციზმის სიმბოლოს, სვასტიკის გამოსახულების მქონე...
ვიდეომანიპულაცია
სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის ამსახველი რამდენიმე წამიანი ვიდეო აქტიურად ვრცელდება. ვიდეოში ზელენსკი ამბობს, რომ ნარკოტიკის მოხმარებას ყველას ურჩევს, თუმცა არა მძიმე ნარკოტიკების და ნარკოტიკების მიღება ის რეჟიმია, რომელშიც ვცხოვრობთ, ამ გზით მიღებული ენერგია კი მას საღამომდე ჰყოფნის.  ვიდეო საქართველოში ფეისბუქ მომხმარებლებმა ფანტინა და ლაშა მენთეშაშვილი გამოაქვეყნეს. რუსულენოვან ფეისბუქ ჯგუფში Russian Canada-Русская Канада...
დეზინფორმაცია (1)
24 იანვარს ბულგარელმა ჟურნალისტმა დილიანა გაიტანჯიევამ საკუთარ ბლოგზე dilyana.bg სტატია, სახელწოდებით “Documents expose US biological experiments on allied soldiers in Ukraine and Georgia” (დოკუმენტები უკრაინასა და საქართველოში მოკავშირე ჯარისკაცებზე აშშ-ის ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს ააშკარავებს) გამოაქვეყნა. ინგლისურენოვან მასალაში ნათქვამია, რომ უკრაინაში 4 400, ხოლო საქართველოში 1 100 ჯარისკაცი პენტაგონს პოტენციურად მომაკვდინებელ ექსპერიმენტში ჰყავდა ჩართული, ხოლო მათი სიკვდილის...
დეზინფორმაცია
1 მარტს რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო ეთერში უკრაინის ომთან დაკავშირებით სიუჟეტი გავიდა. სიუჟეტში მოცემულია ინტერვიუები სკოტ რიტერთან, 1991-1998 წლებში გაეროს იარაღის ინსპექტორთან ერაყში და ამერიკელ მწერალთან გონსალო ლირასთან, რომელიც აცადებს, რომ რუსეთის  სამიზნე უკრაინის მოსახლეობა არ არის, განსხვავებით ზელენსკისგან, რომელსაც უკრაინაში ხელოვნური ჰუმანიტარული კრიზისის შექმნა სურს. სკოტ რიტერის რუსულად გახმოვანებული ინტერვიუ სირიელ ჟურნალისტ რიჩარდ მედჰერსტთან,...
დეზინფორმაცია
2022 წლის 30 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა თორნიკე ბიძინაშვილმა რუსულენოვანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის 15 იანვარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კორონავირუსის პანდემია ტყუილად, ხოლო ვაქცინაცია “სამედიცინო გენოციდად” გამოაცხადა. ვიდეოში ნათქვამია, რომ ჰააგის სასამართლოს ამ “ისტორიული ვერდიქტით” 75 ადამიანს მასობრივი მკვლელობებისა და ძალადობრივი ვაქცინაციის ბრალდებების გამო სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ, ჩამოერთვათ ქონება, ხოლო კორონავირუსის ვაქცინების შემდგომი...
ყალბი-რეალური
28 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა ფანტინამ ფოტო გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, ფოტოზე კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდოა გამოსახული. ფოტოზე ჯასტინ ტრიუდოს ქალების სილამაზის კონკურსის შესაბამისად აცვია, გვირგვინი ადგას და თაიგული უჭირავს. ხოლო კაბაზე გაკეთებულ ტიტულს Miss Take (შეცდომა) აწერია.  გამოქვეყნებული ფოტო პროგრამულად დამუშავებულია. რეალურად, ფოტოზე სილამაზის კონკურსის მის სამყაროს 2012 წლის გამარჯვებული ამერიკელი მოდელი ოლივია კულპოა გამოსახული.  ფოტოზე...
დეზინფორმაცია
4-5 იანვარს ფეისბუქ მომხმარებლებმა ზაზა გვალიამ, მონიკა შამუგიამ, ზაზა სტურუამ და “ფანტინამ” გამოაქვეყნეს ტვ “ობიექტივის” გადაცემის ფრაგმენტი, სადაც ჟურნალისტი ნინო რატიშვილი თინათინ გოცაძეს ესაუბრება. გოცაძის მტკიცებით, ვაქცინაცია ვერც დაავადების გართულებისგან და ვერც სიკვდილისგან ადამიანს ვერ იცავს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აცრილთა ეპიდემია მიმდინარეობს. მას მაგალითად მოჰყავს, ისრაელი და აცხადებს, რომ ქვეყანა ამჟამად მაღალი ვაქცინაციის მიუხედავად, ინფიცირების მაჩვენებლის პიკზეა და...
Page 6 of 7 1 5 6 7

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist