ყალბი-რეალური
4 ივნისს ფეისბუკ-მომხმარებელმა ფანტინა ფანტინა საჯარო დემონსტრაციის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ აქციაზე ათასობით დემონსტრანტია შეკრებილი. ფანტინა ფანტინა ამტკიცებს, რომ ვიდეო ასახავს ბრაზილიის მოქალაქეთა რეაქციას, რაც ბრაზილიის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას მოჰყვა.  გავრცელებული პოსტი, თითქოს ბრაზილიელებმა ქვეყნის ჯანმოდან გასვლა აქციით აღნიშნეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ვიდეო რეალურად 2021 წლის 7 სექტემბერსაა გადაღებული და ბრაზილიის...
photomanipulatsia
31 მაისს ფეისბუქ-მომხმარებელმა Fantina Georgian გამოაქვეყნა ფოტო სათაურით – „კანადის ყურცქვიტა და ცელქი პრემიერი ტრიუდო.” აღწერის მიხედვით, ფოტოზე კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოა გამოსახული, რომელიც ანიმაციური გმირების ტანისამოსშია გამოწყობილი. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული და ყალბი აღწერით ვრცელდება. ფოტოს ავთენტურ ვერსიაზე კანადის პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, უცნობი მამაკაცია გამოსახული. ფოტოს გადამოწმება საძიებო ხელსაწყო TinEye-ს საშუალებით მოხდა. ფოტოს ყველაზე მეტად გავრცელებულ ვერსიაზე ჯასტინ ტრუდოს ნაცვლად...
დეზინფორმაცია
26 მაისს ფეისბუქ ანგარიშმა Fantina Georgian ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “ბულგარეთის მთავრობამ ხალხთან ერთად ბოლო კვირების განმავლობაში 35 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი გაუშვეს ქვეყნიდან.” ვიდეოში   ქუჩაში ბარგთან ერთად მდგარი ადამიანთა მცირე ჯგუფი ჩანს.  ვიდეო რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმაც (1,2,3,4,5,6) გაავრცელეს. იდენტური აღწერის მქონე პოსტების მიხედვით, უკრაინელ ლტოლვილებს ევროპული სასტუმროებიდან უპატივცემულო ქცევის გამო აძევებდნენ. მტკიცება, თითქოს...
ნაწილობრივ-მცდარი
24 მაისს რუსულმა პროპაგანდისტულმა პლატფორმებმა (Правда, RT на русском), ასევე რუსულენოვანმა ფეისბუქ გვერდმა (Вежливые люди) და ქართულმა და რუსულმა ინდივიდუალურმა FB ანგარიშებმა (Nutsa javelidze Fantina Georgian, Serg Bard) გაავრცელეს იდენტური შინაარსის ინფორმაცია, რომ უკრაინის 115-ე ბრიგადა საბრძოლო მასალის არარსებობის გამო სევეროდონეცკის დაცვაზე უარს ამბობდა  და  ბრძოლის ველს ტოვებდა. ინფორმაციის მიხედვით, ამის გამო მებრძოლებს დეზერტირობაში დასდეს...
დეზინფორმაცია
22 მაისს ფეისბუკ გვერდებზე Imperator, კიკის გვერდი პოსტები შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა: “სავარაუდოდ “მაიმუნის ყვავილის” ხელოვნურად გავრცელება.” სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მოქალაქეები ეკიპირებულ პირებს, რომლებიც თბილისში ერთ-ერთ სკვერს წამლავენ, ეკითხებიან, თუ ნივთიერება რომელსაც იყენებენ, საშიში არ არის, რატომ არიან ისინი ეკიპირებულები და შესაწამლი ნივთიერება ბალახისა და ხეების გარდა რატომ ხვდება სკამებსა და რკინის მილებზე. იდენტური ვიდეო...
დეზინფორმაცია
11 მაისს რუსულენოვან მედიებმა (rg.ru, Ukriana.ru, regnum.ru, crimea.ria.ru) გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ს უკრაინაში ჰოლოდომორის მოწყობა სურს. ინფორმაცია რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარის – ვიაჩესლავ ვოლოდინის კომენტარს ეყრდნობა. ვოლოდინი ჯო ბაიდენის 10 მაისის გამოსვლას გამოეხმაურა, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკრაინის მარაგებში არსებული ხორბალი ექსპორტზე  უნდა გაიტანონ, რათა ხორბალზე ფასების დაწევა მოხდეს. ვოლოდინის მიხედვით, ხორბლის ექსპორტის...
დეზინფორმაცია
2022 წლის 9 მაისს Facebook მომხმარებელმა Fantina Georgian-მა გაავრცალა ჰიტლერისა და სტალინის ფოტო, რომელიც მათ შორის 1942 წლის იანვარში გაგზავნილ წერილებს ასახავს. წერილთა მიხედვით ჰიტლერი სტალინის გამბედაობასა და ნიჭს აფასებ, თუმცა ამავე დროს მოუწოდებს მას, რომ საქართველოში გადაბარგდეს, რადგან მოსკოვისკენ ჰიტლერი ცეცხლით და მახვილით მიემართება და მას მოსკოვამდე 40 კმ აშორებს. პასუხად სტალინი წერს, რომ...
დეზინფორმაცია
მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო სანქციები კომპანია “ბორჯომს” მისი საკონტროლო პაკეტის მფლობელი რუსული “ალფა ჯგუფის” და მისი დამფუძნებლის, მიხეილ ფრიდმანის გამო შეეხო, ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა და ანტილიბერალურმა ფეისბუკ ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსულ კომპანიას ბორჯომი სწორედ ოპოზიციური პარტია “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მიყიდა. აღნიშნული ინფორმაცია ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა და ხელისუფლების მხარდაჭერმა შემდეგმა გვერდებმა...
დეზინფორმაცია
15 აპრილს ფეისბუქ-პროფილებმა Fantina Georgian, ნიკა კობერიძე და ეროვნული სულისკვეთება გამოაქვეყნეს პოსტები იდენტური ტექსტით, რომლებშიც აღნიშნულია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამო ავსტრალიის საავადმყოფოები გადაიტვირთა და გულის შეტევების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა. 2 პოსტს ტელევიზია 9news-ის ვიდეო ახლავს, რომელშიც ჟურნალისტი ამბობს, რომ ავსტრალიის მასშტაბით, ქვინსლენდში სასწრაფო დახმარების მანქანებით მიყვანილი პაციენტების საავადმყოფოში განსათავსებლად ყველაზე მეტი დროა საჭირო, თუმცა...
მანიპულაცია
7 აპრილს პრო-რუსული არხის ალტ-ინფოს გადაცემაში „ალტერნატიული ხედვა“ პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა – გიორგი ქარდავამ უკრაინიდან ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უკრაინას პრეტენზიები საქართველოს მიმართ აქვს, მაშინ, როდესაც თავად რუსეთის გაზით ვაჭრობს. გიორგი ქარდავა: „თვითონ გაზს არ კეტავენ, ეს მაიმუნები ესენი,..  „უკრაინა ვაჭრობს გაზით, მაგ გაზიდან შემოტანილი ფულით ისევ უკრაინას ბომბავს რუსეთი,...
დეზინფორმაცია
8 აპრილს Facebook-ის მომხმარებელმა ნიკა კობერიძემ გაავრცელა ვიდეო, რომელიც ონტარიოს საკანონმდებლო ასამბლეაში დეპუტატის გამოსვლას ასახავს. ვიდეოს ახლავს შემდეგი აღწერა: „კანადაში მალე ამოქმედდება ახალი კანონი. უშიშროების ძალებს შეუძლიათ დაიკავონ სახლი მოქალაქის თანხმობის, სასამართლო პროცესისა და გამოძიების გარეშე, თუკი იგი შემჩნეული იქნება ანტისამთავრობო აქციებზე მონაწილეობაში.“ პოსტზე მონიშნულია სხვა პროფილებიც: ფანტინა, ლელა პრაგა, Doctors Charlz, Matilda Parker, Zura,...
კონტექსტის-გარეშე
10 აპრილს ალტ-ინფოს გადაცემაში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ალექსი არესტოვიჩის ორი ინტერვიუს ფრაგმენტი გავიდა. “ალტერნატიული ხედვის” ერთ-ერთი წამყვანის, თათია გაბრიჭიძის თქმით, ეს ვიდეოები ასახავს იმას, თუ როგორ აფასებს მოვლენებს არესტოვოჩი და საერთოდ როგორია მისი დამოკიდებულება უკრაინის მიმართ.  გადაცემაში ნაჩვენებ პირველ ინტერვიუში არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინელი ხალხი არც ისე ჭკვიანია, ისტერიულია, რასაც ხელისუფლება თავის სასარგებლოდ იყენებს....
Page 5 of 7 1 4 5 6 7

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist