ფოტომანიპულაცია
7-8 თებერვალს ქართული (1,2,3,4) და რუსულენოვანი (1,2,3,4,5,6,7) ფეისბუქ ანგარიშები ავრცელებდნენ ნაწყვეტს თურქულენოვანი სიუჟეტიდან, რომელშიც ღამის ცაზე ამოუცნობი ნათება ჩანს. ფეისბუქ ანგარიშების ნაწილის მიხედვით, თურქეთში ცდილობენ დაადგინონ რამ გამოიწვია უცნაური ნათება ცაზე მიწისძვრამდე და მიწისძვრის დროს, ხოლო ნაწილის მტკიცებით, აღნიშნული მოვლენა იმაზე მიანიშნებს, რომ მიწისძვრები თანამედროვე ტექნოლოგიებით ხელოვნურად გამოიწვიეს.  გარდა ამისა, 6-9 თებერვალს ქართულენოვანი ანგარიშები (1,2,3,4)...
ნაწილობრივ-მცდარი--გაერო
20-25 იანვარს ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1,2,3) საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნეს. პოსტის თანახმად, ქართული ეთნოსი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად ქრება და გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის ქართველები საქართველოში ეთნიკურ უმცირესობაში იქნებიან. პოსტებში ასევე აღნიშნულია, რომ გაეროს გათვლებით, საქართველოს მოსახლეობა 2030 წლისთვის უნდა ყოფილიყო 3.7 მილიონი, თუმცა მოსალოდნელზე მეტად შემცირდა და 3.7 მილიონი საქართველოს მოსახლეობა 2014 წელს გახდა. მოსახლეობის...
ვიდეომანიპულაცია-5g
2023 წლის იანვარში Facebook-ის ქართულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2, 3), რომლებიც კონსპირაციულ და მცდარ ამბებს რეგულარულად აზიარებენ, 5G მოწყობილობების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. პოსტების მიხედვით, აშშ-ში ხალხს 5G ანტენების არსებობას უმალავენ, ვინაიდან ისინი ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. გავრცელებული პოსტებიდან ერთ-ერთი, აღწერით “5G სიხშირეებიდან მომავალი საფრთხე ახალ მსოფლიო წესრიგში” იმ უარყოფით ეფექტებს ასახელებს, რომლებიც 5G მოწყობილობებს აქვთ ადამიანებზე....
ვიდეომანიპულაცია
განახლება: 2 თებერვალს მასალას დაემატა ინფორმაცია უკრაინის კიდევ ერთ ტაძარში ჩატარებული ღონისძიების შესახებ, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში 31 იანვრიდან აქტიურად ვრცელდება. 15-22 იანვარს ქართულმა ფეისბუქ პროფილებმა, რომლებიც დეზინფორმაციას რეგულარულად აზიარებენ, მათ შორის კონსერვატიულ მოძრაობასთან დაკავშირებულმა, ასევე რუსულენოვანმა ანგარიშებმა ეკლესიებში ჩატარებული სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენების ამსახველი 2  ვიდეო გაავრცელეს. პოსტის აღწერებსა და ვიდეოს თანმხლებ კომენტარებში ნაწილი აღნიშნავდა,...
ყალბი-რეალური--ზელენსკი--ეკლესია
11-12 იანვარს კრემლის პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა tsargrad.tv-მ და topwar.ru-მ, სხვა არაერთმა რუსულენოვანმა გამოცემამ (1, 2, 3), ასევე ქართულმა (1, 2) და რუსულენოვანმა (1, 2, 3, 4) ფეისბუქ-ანგარიშებმა ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის ვიდეო გამოაქვეყნეს. მათი მტკიცებით, უკრაინაში, ვოლინის ოლქის სოფელ ოვადნეს ტაძარს ცეცხლი იმის შემდეგ წაუკიდეს, რაც მისმა წინამძღვარმა უკრაინის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადასვლაზე უარი თქვა. ვიდეო მცდარი აღწერით...
სატირა-ორბანი
2023 წლის 2 იანვარს სოციალურ ქსელში ევროკავშირის დატოვების შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის  ციტატა გავრცელდა (1,2,3,4,5). ციტატა რუსულენოვანმა ფეისბუკ-ანგარიშებმაც (1, 2, 3 ) გაავრცელეს. ციტატის მიხედვით, ორბანმა თქვა, რომ უნგრეთი ევროპული ოჯახის ნაწილი იყო, თუმცა ეს “ლგბტ ოჯახი” აღმოჩნდა.  ვიქტორ ორბანი: “ჩვენ ვიყავით ევროპული ოჯახის ნაწილი და აღმოჩნდა, რომ ეს იყო ლგბტ ოჯახი, სადაც მამისა...
მტკიცებულებების-გარეშე
12-13 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებლებმა (1,2,3,4,5,6) ფილიპინებში გარდაცვლილი ბავშვების შესახებ ალ-ჯაზირას სიუჟეტის ნაწყვეტი გაავრცელეს. ზოგიერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა აღნიშნული სიუჟეტიდან სქრინშოთები გამოაქვეყნა (1,2). ყველა პოსტის აღწერაში აღნიშნულია, რომ ფილიპინებში 160 ბავშვი ვაქცინაციას ემსხვერპლა. ინფორმაცია, რომ ფილიპინებში 160 ბავშვი ვაქცინაციას ემსხვერპლა, მტკიცებულებების გარეშე ვრცელდება და ანტივაქსერულ განწყობების დათესვას ისახავს მიზნად. ფილიპინების სახალხო დამცველის გამოძიებას სამეცნიერო მტკიცებულება, რომ დენგეს...
ყალბი-რეალური-დემნა
2 ოქტომბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელს დემნა გვასალიას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელში გვასალიას წინააღმდეგ მიმართული პოსტები გახშირდა. 26 ოქტომბერს ფიესბუქ-მომხმარებელმა გამოაქვეყნა ჟურნალ Еlle-ს გარეკანის ფოტო, რომელზეც, პოსტის ავტორის მტკიცებით, ორსული დემნა გვასალიაა გამოსახული. დემნა გვასალიას დისკრედიტაციის მიზნით სოციალურ ქსელში ჟურნალ Еlle-ს გარეკანის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება. ჟურნალის...
მანიპულაცია
12-15 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებლები (1,2,3,4,5) რუსულენოვან ვიდეოს ავრცელებდნენ წიგნის შესახებ, რომელზეც ხორცი და ადამიანის ფიგურაა გამოსახული. ვიდეოში რუსულ ენაზე მოსაუბრე კაცი ყვება, რომ აღნიშნულ წიგნში, რომელიც ევროპაში აღმოაჩინა, აღწერილია, როგორი გემო აქვს და როგორ უნდა მომზადდეს ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილი.  გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენები წიგნი არგენტინელი ავტორის აგუსტინა ბაზტერიკას დისტოპიური რომანია, სახელად “დახვეწილი გვამი”, რომელიც ისეთ...
კონსპირაცია
4 ოქტომბერს ფეისბუქ-ანგარიშმა მზის შვილი რამდენიმე ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა, მათ შორის ერთ-ერთი პარიზის მოდის კვირეულზე Balenciaga-ს ჩვენების კადრია. პოსტის ავტორი წერს, რომ ბრენდის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა დემნა გვასალიამ ვაქცინის შემადგენლობაში მყოფი “იქსიდო გრაფენების” დემონსტრირება მოახდინა. Balenciaga-ს ჩვენებიდან ფოტოს გარდა, პოსტს გრაფენის ოქსიდის საილუსტრაციოდ შავი ფერის ნივთიერებების მოძრაობის ვიდეოები ახლავს თან. მტკიცება, თითქოს დემნა გვასალიამ ბალენსიაგას...
დეზინფორმაცია
17 ივნისს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა (ფანტინა ფანტინა, ლაშა მენთეშაშვილი) უკრაინული დოკუმენტი გამოაქვეყნეს და აღნიშნეს, რომ დოკუმენტებმა რუსულ მედიაში გაჟონა. პოსტების თანახმად, ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის სამსახურის წევრების, საჯარო მოხელეების, სახელმწიფო პერსონალის და ჰანტერ ბაიდენის METABIOTA-ს ბიოლოგიურ ლაბორატორიასთან კავშირის შესახებ არსებული ჩანაწერების განადგურება ბრძანა.  მსგავსი ინფორმაცია 14 ივნისს რუსულმა გამოცემამ  Известия, ფეისბუკ გვერდმა The Kremlin of Moscow...
დეზინფორმაცია
14 ივნისს ფეისბუქ მომხმარებლებმა Fantina Georgian და გიორგი კიკნაძე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ამსხვრევს შავკანიანი მამაკაცი პოლიციის მანქანის უკანა საქარე მინას. პოსტის ავტორების აღწერით, პოლიცია რასიზმში დადანაშაულების შიშით დანაშაულის აღკვეთისგან თავს იკავებს. ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აზიანებს მამაკაცი პოლიციის მანქანას, ყალბი აღწერით ვრცელდება. აღნიშნული ინციდენტი 2014 წელს ქალაქ ლოს-ანჯელესში მოხდა და პოლიციამ...
Page 4 of 7 1 3 4 5 7

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist