სატირულმა გამოცემამ დუგინი რუსეთის 1 არხის დირექტორად დააწინაურა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

მითების დეტექტორის მიერ აღმოჩენილი დეზინფორმაცია
4k
VIEWS

18 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის პირველი არხის დირექტორის თანამდებობიდან კონსტანტინ ერნსტი გადააყენეს და მის ადგილას ცნობილი რუსი ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსი და ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელი ალექსანდრ დუგინი დანიშნეს. 

Screenshot 11 7 | mythdetector.comScreenshot 6 9 | mythdetector.com

ამ შინაარსის მასალები მედიასაშუალებებმა “მთავარი არხმა,” BatumiNews-მა და  HotNews-მა გამოაქვეყნეს. პოსტი საკუთარ პირად ფეისბუქ ანგარიშებზე “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ფეისბუქ მომხმარებლება Gogita Odisharia, Zurabi Khokhashvili  გამოაქვეყნეს. “მთავარი არხმა” და ნიკა გვარამიამ გამოქვეყნებული ინფორმაციები მალევე წაშალეს. 

ინფორმაცია რუსულენოვანმა მედიასაშუალება ryb.ru-მ  და Youtube მომხმარებელმა ОСОБИСТ от НАРОДА-მ გამოაქვეყნეს. 

Screenshot 7 10 | mythdetector.com

ინფორმაცია ალექსანდრე დუგინის რუსეთის პირველი არხის დირექტორად დანიშვნის შესახებ მცდარია და ის რუსულენოვანმა სატირულმა გამოცემამ Panorama.pub-მა გამოიგონა.  

ინფორმაცია ალექსანდრე დუგინის რუსეთის პირველი არხის დირექტორად დანიშვნის შესახებ რუსულენოვანმა სატირულმა გამოცემამ panorama.pub-მა 15 მარტს გამოაქვეყნა

Screenshot 8 9 | mythdetector.com

ვებ-გვერდზე განთავსებულ ლოგოში ხაზგასმულია, რომ მედიასაშუალება სატირული შინაარსის გამოგონილ მასალებს აქვეყნებს. 

Screenshot 9 9 | mythdetector.com

ასევე ვებ-გვერდზე გვხვდება გაფრთხილება, გამოცემის სატირული ხასიათის შესახებ.

Screenshot 10 7 | mythdetector.com

საქართველოში  panorama.pub-ის მიერ გამოგონილი სატირული ინფორმაციები რეალური ფაქტების სახით წარსულშიც ვრცელდებოდა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist