საქართველოს რუკასთან დაკავშირებით პაპუაშვილის ბრიფინგიდან შეცდომაში შემყვანი ფოტოები ვრცელდება 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

908
VIEWS

4 ნოემბერს სოციალურ ქსელში, მათ შორის, მედიების ფეისბუქ გვერდებზე (1, 2) ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია (1, 2, 3, 4, 5), რომ ბრიფინგზე პარტია “ქართული ოცნების” ლიდერის, შალვა პაპუაშვილის პრეზენტაციაზე საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე იყო წარმოდგენილი. ინფორმაციას თან ახლდა ფოტოები, რომლებზეც ოკუპირებული ტერიტორიები არ შეიმჩნევა.

Screenshot 2024 11 04 153010 საქართველოს რუკასთან დაკავშირებით პაპუაშვილის ბრიფინგიდან შეცდომაში შემყვანი ფოტოები ვრცელდება  Screenshot 2024 11 04 152740 საქართველოს რუკასთან დაკავშირებით პაპუაშვილის ბრიფინგიდან შეცდომაში შემყვანი ფოტოები ვრცელდება 

შეცდომაში შემყვანია ინფორმაცია, თითქოს შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელზეც საქართველოს რუკა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გარეშეა გამოსახული. პარტიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ იგივე პრეზენტაციაში ჩანს, რომ მასში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიცაა გამოსახული, თუმცა ისინი ნაცრისფრადაა აღნიშნული, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნები არ ჩატარებულა. ასევე, მედიაში გავრცელებული მასალებიდანაც ჩანს, რომ გარკვეული რაკურსით გადაღების შემთხვევაში, რუკაზე აღნიშნული ტერიტორიების კონტურებიც ჩანს. 

4 ნოემბერს შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი გამართა. მან არაერთ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა და წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ. 

ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც პაპუაშვილი საარჩევნო დეზინფორმაციის შესახებ საუბრობს, ეკრანზე აჩვენებს სლაიდს, რომელზეც საქართველოს რუკა ჩანს. რუკასთან ერთად, დატანილია ინფორმაცია “ქართული ოცნების” დელეგატებისა და მათი აქტივობის შესახებ. მისი თქმით, არჩევნებთან და გარკვეულ რეგიონში “ქართული ოცნების” მაღალ მხარდაჭერასთან დაკავშირებით ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს. სინამდვილეში კი მან არჩევნებში პარტიის დიდი რაოდენობით ხმების მოპოვება დელეგატების აქტიურობას დაუკავშირა. 

Screenshot 2024 11 04 153324 საქართველოს რუკასთან დაკავშირებით პაპუაშვილის ბრიფინგიდან შეცდომაში შემყვანი ფოტოები ვრცელდება 
შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი

შალვა პაპუაშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ჩართული პირდაპირი ეთერის ყურებისას რუკაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები შეუმჩნეველია და მათ მაგივრად თეთრი ფონია. “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ პრეზენტაციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ღია ფერით იყო აღნიშნული, რაც “კამერებში კარგად არ გამოჩნდა”. 

ონლაინგამოცემამ “პუბლიკა” პაპუაშვილის ბრიფინგიდან ფოტოები გაავრცელა, რომელზეც შეიმჩნევა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ნაცრისფრადაა აღნიშნული და ისინი თეთრ ფონზე რთულად გაირჩევა. მედიის ცნობით, ზოგიერთი რაკურსიდან პრეზენტაციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები მართლაც არ შეიმჩნევა. 

Screenshot 2024 11 04 152924 საქართველოს რუკასთან დაკავშირებით პაპუაშვილის ბრიფინგიდან შეცდომაში შემყვანი ფოტოები ვრცელდება 
წყარო: პუბლიკა / პრეზენტაციაზე ოკუპირებული ტერიტორიები მკრთალად ჩანს

“ქართული ოცნების” პრესსამსახურმა “მითების დეტექტორს” მიაწოდა პრეზენტაცია, რომელიც შალვა პაპუაშვილმა 4 ნოემბრის ბრიფინგზე წარადგინა. პრეზენტაციაზე ჩანს, რომ რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები აღნიშნულია, თუმცა დანარჩენი ტერიტორისგან განსხვავებულად, ნაცრისფრადაა მონიშნული. 

Screenshot 2024 11 04 152931 საქართველოს რუკასთან დაკავშირებით პაპუაშვილის ბრიფინგიდან შეცდომაში შემყვანი ფოტოები ვრცელდება 
შალვა პაპუაშვილის პრეზენტაცია

პრეზენტაციის მომდევნო გვერდზე პაპუაშვილმა აჩვენა, რომ ოპოზიციას საქართველოს მასშტაბით დელეგატები არ ჰყოლია, თუმცა არაერთი ვიზიტი ჰქონდათ ევროპასა და აშშ-ში. აღსანიშნავია, რომ მომდევნო გვერდზე საქართველოს რუკა სრულად ნაცრისფერი იყო. მისი წარდგენისას, ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად, ის კადრებში არ ჩანდა და მის მაგივრად მხოლოდ თეთრი ფონი იყო. 

Screenshot 2024 11 04 152943 1 საქართველოს რუკასთან დაკავშირებით პაპუაშვილის ბრიფინგიდან შეცდომაში შემყვანი ფოტოები ვრცელდება 
შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი / პრეზენტაცია

აღნიშნულ ინფორმაციას თავად შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა. მისი განმარტებით, პრეზენტაციაზე ოკუპირებული ტერიტორიები განსხვავებული ფერით გამოსახეს, რადგან იქ არჩევნები ვერ ტარდება, შესაბამისად, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუხი ფერითაა გამოსახული. ლურჯად კი ის ტერიტორიაა აღნიშნული, სადაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და “ქართულ ოცნებას” დელეგატები ჰყავდა. 

არქივის ბმულები: 1, 2, 3 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist