საქართველო ირჩევს ევროკავშირს – მარშის ორგანიზებაზე დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

საქართველო ირჩევს ევროკავშირს
172
VIEWS

19 ოქტომბერს ფეისბუკ-გვერდმა “ანტი ნაცური პოლიტიკა” გაავრცელა პოსტი, რომ 20 ოქტომბერს დაგეგმილი მარში რეალურად “ნაციონალური მოძრაობის” პრაიდია და „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ – ამ სახელწოდებით არის შეფუთული. პოსტის თანახმად, მსვლელობა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას ემსახურება!

საქართველო ირჩევს ევროკავშირს

მტკიცება, რომ მარში “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებულია, დეზინფორმაციაა. მარშს სამოქალაქო ორგანიზაციები უწევენ კოორდინირებას და არა ნაციონალური მოძრაობა. მსვლელობას არც პრაიდთან აქვს არანაირი კავშირი.  მარშის მიზანი  საქართველოს ევროპული არჩევანის დემონსტრირებაა.

20 ოქტომბერს დაგეგმილი მარში “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” 11 სხვადასხვა ორგანიზაციის მიერაა დაგეგმილი და ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირი არ აქვს. ღონისძიებას შემდეგი ორგანიზაციები უწევენ კოორდინირებას: 

  1. ჩემი ხმა ევროკავშირს
  2. საქართველოს ევროპული ორბიტა

  3. IDFI – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  4. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  5. საქართველოს მომავლის აკადემია
  6. ყვარლის ევროკლუბი
  7. საერთაშორისო გამჭვურვალობა – საქართველო
  8. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  9. საფარი
  10. დემოკრატიის მცველები
  11. სასამართლოს გუშაგი

მარშის მონაწილეები 17:00-საათზე ხუთი სხვადასხავა ლოკაციიდან დაიძვრებიან და ბოლოს 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან. 

მარშის მიზანი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე იმის ჩვენებაა, რომ საქართველო ირჩევს ევროკავშირს. ღონისძიებას პრაიდთან კავშირი არ აქვს. ხალხის შეკრების შემდეგ, თავისუფლების მოედანზე კონცერტი გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “თბილისი პრაიდი” ღონისძიებას უერთდებიან, თუმცა ორგანიზატორები არ არიან. 

წყაროს შესახებ

ფეისბუქ გვერდი “ანტი ნაცური პოლიტიკა” 2024 წლის 6 ივნისს შეიქმნა, სახელწოდებით “Newsia”, 15 ოქტომბერს კი სახელი შეიცვალა. გვერდზე გამოქვეყნებული პოსტების შინაარსი ანტიოპოზიციურია და ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას ემსახურება.

saqarthvelo irchevs evrokavshirs marshis organizebaze dezinphormatsia vrtseldeba1 | mythdetector.com

გვერდს სახელის შეცვლიდან დღემდე ანუ 5 დღის პერიოდში 11 სარეკლამო პოსტი აქვს დაფინანსებული, ყველა მათგანი ოპოზიციის წინააღმდეგაა მიმართული. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის, საჭიროა განმთავსებელმა გაიაროს ავტორიზაცია და შეავსოს საკონტაქტო მონაცემები, ფეისბუქ გვერდს “ანტი ნაცური პოლიტიკა” შევსებული აქვს მეილის, ტელეფონის ნომრის და ვებ-საიტის ველები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მითითებული მონაცემებით განმთავსებლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, რადგან რეალური ვებ-საიტიც ნაცვლად, აღნიშნულ ველში ამავე ფეისბუქ გვერდის მისამართია მითითებული, მეილი ასევე შექმნილია იგივე სახელწოდებით – [email protected], რაც შეეხება ტელეფონის ნომერს (+995500111459), ის დაკავშირებისას მიუწვდომელია და არც ტელეფონის ნომრების ბაზაში იძებნება.

saqarthvelo irchevs evrokavshirs marshis organizebaze dezinphormatsia vrtseldeba2 | mythdetector.com

saqarthvelo irchevs evrokavshirs marshis organizebaze dezinphormatsia vrtseldeba3 | mythdetector.comგვერდის საარქივო ბმული

პოსტის არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist