საქართველო-ესპანეთის მატჩთან დაკავშირებით ლალი მოროშკინას ყალბი ფეისბუქ პოსტი ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

54
VIEWS

1 ივლისს ფეისბუქ გვერდმა ,,აპოთეოზი” და ფეისბუქ-ანგარიშებმა გაავრცელეს რადიო ,,იმედის” წამყვანის, ლალი მოროშკინას პოსტი. პოსტიდან ჩანს, რომ მოროშკინამ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს-ესპანეთის ნაკრებების თამაშის წინ პირობა დადო და სოციალურ ქსელში დაწერა: ,,ესპანეთს თუ მოვუგებთ, შიშველი ვირბენ ვაკის პარკიდან ზოოპარკამდე.”

saqarthvelo espanethis matchthan dakavshirebith lali moroshkinas qhalbi pheisbuq posti vrtseldeba საქართველო-ესპანეთის მატჩთან დაკავშირებით ლალი მოროშკინას ყალბი ფეისბუქ პოსტი ვრცელდება

ლალი მოროშკინას პოსტი, თითქოს მან საქართველო-ესპანეთის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში ქუჩაში შიშველი სირბილის პირობა დადო, გაყალბებულია. 30 ივნისს, მატჩის დღეს, მოროშკინამ სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, თუმცა მსგავსი შინაარსის არც ერთი არ არის. 

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველო-ესპანეთის შეხვედრის წინ, საქართველოს გულშემატკივრები სოციალურ ქსელში დებდნენ პირობას, თუ რას გააკეთებდნენ ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში. ლალი მოროშკინას გაყალბებული ციტატაც სწორედ ამ შინაარსისაა. 

30 ივნისს, საქართველოსა და ესპანეთის მატჩის დღეს, ლალი მოროშკინამ სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა (1, 2). მოროშკინას არც ერთი მათგანში არ დაუდია პირობა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში, ვაკის პარკიდან ზოოპარკამდე შიშველი ირბენდა.

saqarthvelo espanethis matchthan dakavshirebith lali moroshkinas qhalbi pheisbuq posti vrtseldeba1 საქართველო-ესპანეთის მატჩთან დაკავშირებით ლალი მოროშკინას ყალბი ფეისბუქ პოსტი ვრცელდება

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინას სახელით გავრცელებულ პოსტს ფეისბუქზე აქვეყნებს ანონიმური გვერდი GFP News, თუმცა არ წერს, რომ ციტატა მოროშკინას ეკუთვნის.  გავრცელებული სქრინშოტიდან აღიქმება, თითქოს სწორედ ეს პოსტია დასქრინული და მოროშკინას სახელით გაყალბებული. 

GFP News-ის გვერდი 24 აპრილს არის შექმნილი და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესაბამისი პოსტები ქვეყნდება. მათი ავტორი უცნობია. აღსანიშნავია, რომ წარსულში ფეისბუქ გვერდი GFP News თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის, გოგი ჩიქოვანის სახელით გაყალბებულ პოსტს (ყალბი პოსტი) აზიარებდა.

saqarthvelo espanethis matchthan dakavshirebith lali moroshkinas qhalbi pheisbuq posti vrtseldeba2 საქართველო-ესპანეთის მატჩთან დაკავშირებით ლალი მოროშკინას ყალბი ფეისბუქ პოსტი ვრცელდება

საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვედფინალში 30 ივნისს დაუპირისპირდნენ. მატჩი 4:1 ანგარიშით დასრულდა და დამარცხების შემდგომ, საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა. 

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყების შემდეგ არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის, ფეხბურთელების ყალბი ციტატები. მსგავსი მტკიცებებს ,,მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებდა, ვრცლად იხილეთ მასალები: 

არქივის ბმული 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სპორტი
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist