საქართველო-ჩეხეთის მატჩის ანგარიშზე ნიკა გვარამიას ყალბი ციტატა ვრცელდება 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

367
VIEWS

8 სექტემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა “რუსლან ღადუა”, რომელიც მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო (ე.წ. რილსი), რომელზეც პარტია “ახალის” ლიდერის, ნიკა გვარამიას ფოტო და ციტატაა დატანილი. პოსტის მიხედვით, პოლიტიკოსმა თქვა: “ქართულმა ოცნებამ” თამაში ჩააწყო, რომ წინასაარჩევნოდ საქართველო-ჩეხეთი 4-1 მორჩენილიყო და მათი საარჩევნო რიცხვი გამოსულიყო”. ვიდეოზე გადადებულია რუსული სიმღერა, სახელად Курица.

ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას სახელით გავრცელებული ციტატა, თითქოს “ქართულმა ოცნებამ” საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩი ჩააწყო, რათა თამაშის ანგარიში მათი საარჩევნო რიცხვი გამოსულიყო, გაყალბებულია. აღნიშნულ ციტატას პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში  გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ ყალბია. 

7 სექტემბერს, თბილისში, საქართველოსა და ჩეხეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებებმა ერთა ლიგის პირველი მატჩი გამართეს. საქართველომ ჩეხეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა და 3 ქულა მოიპოვა. ნაკრებები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას ცდილობენ. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მომდევნო მატჩს ალბანეთთან, 10 სექტემბერს გამართავს

ნიკა გვარამია

აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამიას მსგავსი განცხადება საჯაროდ არ გაუკეთებია და არც სოციალურ ქსელში დაუწერია. მის პირად ფეისბუქზე საქართველო-ჩეხეთის მატჩთან დაკავშირებით პოსტი არ იძებნება. თამაშის შემდგომ, ნიკა გვარამიას საქართველოს გამარჯვების შესახებ არც რომელიმე მედიასთან გაუკეთებია კომენტარი.

თავისი სახელით გავრცელებულ ციტატას ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ყალბია. გვარამია პოსტში წერს: “საცოდავმა ქოცებმა ფეიკი დადეს ტიკტოკზე.”

აღნიშნულ პოსტს პოლიტიკოსმა ტიკ-ტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოს სქრინშოტი დაურთო. სქრინზე ჩანს, რომ სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას ციტატა “მთავარი არხის” საინფორმაციო ბარათის (ქარდი) სახით გავრცელდა. ტიკ-ტოკზე ქარდი ანგარიშმა “გამოწერემ” გაავრცელა. აღნიშნული ანგარიში ანტიოპოზიციურია და ხელისუფლების ოპონენეტების დამონტაჟებულ ვიდეოებს ავრცელებს. 

ნიკა გვარამია

ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების სახელით ყალბი ციტატები ხშირად ვრცელდება. უმეტესად, მიზანი მათი დისკრედიტაციაა. მსგავს საეჭვო ციტატებს “მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-ანგარიში რუსლან ღადუა “ქართული ოცნების” მხარდამჭერია. სოციალურ ქსელშიც მმართველი პარტიის ლიდერების ფოტო-ვიდეოსა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საწინააღმდეგო პოსტებს აქვეყნებს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist