აღიარა თუ არა ეუთო/ოდირმა საპარლამენტო არჩევნებისა და მთავრობის ლეგიტიმაცია?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

საპარლამენტო არჩევნები
123
VIEWS

11 აპრილს მედიაში გაშუქდა პარტია “ქართული ოცნების” წევრების ციტატები, სადაც ისინი ამბობენ, რომ ეუთო/ოდირმა ბოლო საპარლამენტო არჩევნები და მთავრობის ლეგიტიმაცია აღიარა.  მათ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დასკვნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის საპირისპიროდ გამოიყენეს. დეპუტატმა გიორგი კახიანმა თქვა, რომ ეუთო/ოდირმა “ქართული ოცნების” ხელისუფლება ლეგიტიმურად ცნო”, ალუდა ღუდუშაურის შეფასებით “ფეხებზე დაიკიდეს [ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ], არაფრად ჩააგდეს  მათივე ინსტიტუციის, ეუთო/ოდირის შეფასებები, რომლებმაც პირდაპირ აღიარეს არჩევნები.” ირაკლი ქადაგიშვილი კი ამტკიცებს, რომ ორგანიზაციის საბოლოო დასკვნაში წერია, რომ “საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, საქართველოში არჩევნები შედგა.”

საპარლამენტო არჩევნები

რეალურად, ეუთო/ოდირის ფუნქცია საპარლამენტო არჩევნების აღიარება და ხელისუფლების ლეგიტიმაციის ცნობა არ არის. ორგანიზაციას საკუთარი მისია არაერთხელ აქვს გაცხადებული და საქართველოს შესახებ 2024 წლის 20 დეკემბრის პრესრელიზშიც აღნიშნა, რომ მათი მანდატი არ მოიცავს არჩევნების აღიარებას. ეუთო/ოდირი აფასებს ჩატარებული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. გასული წლის ბოლოს გამოქვეყნებულ საბოლოო დასკვნაში სადამკვირვებლო მისია არჩევნების დღეს და მანამდე არაერთი დარღვევის შესახებ წერს.

10 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციის ტექსტის თანახმად, PACE ღრმად შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლითა და პოლიტიკური კრიზისით. ამასთანავე, ნათქვამია, რომ საქართველო პროგრესის ნაკლებობას აჩვენებს ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა “პოლიტიკური პატიმრების” გათავისუფლება და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა. საპარლამენტო ასამბლეა ახსენებს საქართველოში ბოლო დროს დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესსა და სამოქალაქო თავისუფლებას, მათ შორის, ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და პროტესტის უფლებას. ასამბლეის ბოლო რეზოლუცია “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეასრულოს წინა რეზოლუციებში გაცემული რეკომენდაციები, მათ შორის, გაითვალისწინოს რეზოლუცია 2585, რაც მათ, უფლებამოსილების ცნობის წინაპირობად, საპროტესტო აქციებისას დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებასა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას სთავაზობს. 

სწორედ აღნიშნული რეზოლუციის საპირისპიროდ იყენებენ “ქართული ოცნების” წევრები ეუთო/ოდირის დასკვნას და ამბობენ, რომ ისინი კანონიერად არიან არჩეული და PACE-ს რეზოლუცია უსამართლოა. თუმცა, სადამკვირვებლო მისიის მანდატს სცდება, აღიაროს ლეგიტიმურია თუ არა სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგები ან ხელისუფლება. 

  • შეუძლია თუ არა ეუთო/ოდირს მთავრობების ლეგიტიმაციის აღიარება? 

ეუთო/ოდირი არ აფასებს ხელისუფლების ლეგიტიმურობასა და არ აღიარებს (ან აღიარებს) არჩევნებს. ეს სცდება საადამკვირვებლო მისიის მანდატს. ორგანიზაციამ, მათ შორის, საქართველოს შესახებ წერისასაც, არაერთხელ ახსენა, რომ მათი უფლებამოსილება არაა არჩევნები ან ლეგიტიმურად სცნოს ან არა. 

ეუთო/ოდირმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებისთვის მისია 12 სექტემბერს გახსნა. განცხადებაში ვკითხულობთ: “მისია შეაფასებს არჩევნების შესაბამისობას ეუთოს მიმართ ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნებისათვის დადგენილ სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში, აგრეთვე მის შესაბამისობას ეროვნულ კანონმდებლობასთან.” 

2024 წლის 20 დეკემბერს, როდესაც ეუთო/ოდირმა არჩევნებზე საბოლოო შეფასება გამოაქვეყნა, გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ასევე განმარტა, რომ მათი მანდატი არ მოიცავს არჩევნების აღიარებას. პრესრელიზში წერია: “თავისი მანდატის შესაბამისად, ოდირი არ სცნობს და არ ამტკიცებს არჩევნებს. არამედ, ოდირი უზრუნველყოფს არჩევნების პროცესის ყოვლისმომცველ და მიუკერძოებელ შეფასებას, რომელიც ეფუძნება უნივერსალურ პრინციპებს, საერთაშორისო ვალდებულებებსა და ეუთოს ყველა ქვეყნის მხრიდან დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ნაკისრ ვალდებულებას.”

ამდენად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია არ სცნობს ხელისუფლებების ლეგიტიმურობას და აფასებს რამდენად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებთან ქვეყნებში ჩატარებული არჩევნები.

  • რა წერია ეუთო/ოდირის დასკვნაში 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ? 

ეუთო/ოდირმა 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა გასული წლის ბოლოს გამოაქვყნა. მასში საარჩევნო პროცესის თანმდევი არაერთი საკითხი უარყოფითადაა შეფასებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული, რაც ნიშნავს, რომ საარჩევნო სუბიექტებს შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობა და ჰქონდათ საარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებელობა. ანგარიშში გამოკვეთილია საკითხები, რომლებმაც დაასუსტეს კონკურენტული საარჩევნო გარემო. მათ შორის მოხვდა ადმინისტრაციული რესუსრსის ბოროტად გამოყენებისა და ამომრჩევლის დაშინებისა და მოსყიდვის ფაქტები, ასევე ხმის მიცემის სირთულეები და ფარულობის დარღვევა. დასკვნაში პარტიებს შორის ფინანსური უთანასწორობის შესახებაცაა საუბარი. ეუთო/ოდირის შეფასებით, მმართველი პარტია სახელმწიფო დაფინანსებითა და კერძო შემოწირულობებით სარგებლობდა, რაც მას აშკარა უპირატესობას აძლევდა და საარჩევნო გარემოს არასამართლიანად აყალიბებდა.  დასკვნა უარყოფითად აფასებს 26 ოქტომბრის არჩევნებამდე მიღებულ არაერთ საკანონმდებლო ცვლილებას. მათ შორის, აღნიშნულია, რომ ცვლილებებმა მნიშვნელოვნად დაარღვია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიუკერძოებლობა და ცვლილებებმა მმართველ პარტიას მის წევრებსა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებზე კონტროლი მისცა.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებიდან მალევე, “ქართული ოცნების” წევრებმა თქვეს, რომ ორგანიზაციამ არჩევნების ლეგიტიმაცია აღიარა, რის არგუმენტადაც არჩევნების კონკურენტულობას ასახელებდნენ. მაშინ “მითების დეტექტორმა” შეისწავლა დასკვნა და დაადგინა, რომ ეუთო/ოდირი არაერთ ხარვეზზე მიუთითებდა. 

არჩევნების შემდგომ ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ არაერთი დეზინფორმაციული მტკიცება გავრცელდა. “ქართული ოცნების” წევრები დასკვნას საკუთარი ლეგიტიმაციის დასამტკიცებლად იყენებდნენ. სადამკვირვებლო მისიის შესახებ გავრცელებული საეჭვო ცნობები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist