ინფორმაცია ლიეტუვისა და ლატვიის მიერ სანქციების პაკეტის დაბლოკვაზე კონტექსტის გარეშე ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

სანქციების პაკეტი
117
VIEWS

7 დეკემბერს Threads-ისა და Facebook-ის რუსულენოვანმა მომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ლიეტუვა და ლატვია მოულოდნელად დაუპირისპირდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალი, რიგით მე-15 სანქციების პაკეტის მიღებას და  ის დაბლოკეს. კომენტარებით ირკვევა, რომ ფეისბუქ-მომხმარებლების ნაწილის აღქმით, ქვეყნების რუსეთის დასანქცირებას ეწინააღმდეგებიან.

სანქციების პაკეტილიეტუვისა და ლატვიის მიერ სანქციების პაკეტის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება. ქვეყნებმა პაკეტს ვეტო მართლაც დაადეს, თუმცა მიზეზი სანქციების გამკაცრების მოთხოვნა იყო.

სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნულ ინფორმაციას კონტექსტის გარეშე აქვეყნებენ. რეალურად, ლიეტუვამ და ლატვიამ რუსეთის დასანქცირების მე-15 პაკეტს ვეტო მართლაც დაადეს, რის მიზეზებზეც გამოცემა Politico 6 დეკემბერს წერდა. გამოცემის ინფორმაციით, ორი ბალტიისპირა სახელმწიფო უკმაყოფილო იყო სანქციების იმ ნაწილით, რომელიც დასავლურ კომპანიებს საშუალებას აძლევდა, კვლავ გაეგრძელებინათ რუსულ ბაზარზე საქმიანობა. აღნიშნული პუნქტი თავდაპირველად დოკუმენტში ჩაიწერა იმ კომპანიების მხარდასაჭერად, რომლებიც აცხადებენ, რომ სურთ რუსული ბაზრის დატოვება, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ სხვადასხვა მიზეზების გამო. ლიეტუვისა და ლატვიის წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ ამ დეტალს ბევრი კომპანია თავის დაძვრენის საშუალებად და სანქციების გვერდის ასავლელად იყენებს, რაც დაუშვებელია. ქვეყნებს სანქციების გამკაცრება და ამით რუსეთის დასუსტება სურთ, რის გამოც დოკუმენტიდან აღნიშნული ნაწილის ამოღება მოითხოვეს, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა და შესაბამისად მე-15 პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა.  

გავრცელებული ინფორმაცია უკრაინულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Stopfake-მაც გადაამოწმა

“მითების დეტექტორს” სანქციებზე, მათ შორის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესახებ წარსულში არაერთი დეზინფორმაციული თუ მანიპულაციური მტკიცება გადაუმოწმებია:

 არქივი (1;2)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: ლატვია, ლიეტუვა, რუსეთი

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist