ვრცელდება ვიდეოფაბრიკაცია, რომელშიც მაია სანდუ საქართველოს რუსეთის კოლონიად მოიხსენიებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

რუსეთის კოლონია
4k
VIEWS

28-29 სექტემბერს ქართულენოვანმა საინფორმაციო სააგენტოებმა (Prime Time; რადიო ჯოჯიან თაიმსი; The Georgian Times), ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ-გვერდმა პოლიტიკოსები 1 ლარიდან, პროსახელისუფლებო ექსპერტმა გია აბაშიძემ, ასევე ფეისბუქის ქართულ და რუსულენოვანმა (1;2;3) მომხმარებლებმა, “საქართველო და მსოფლიოს” რუსულენოვანმა ვებ-საიტმა და Tiraspol-news.ru-მ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მოლდოვაში საარჩევნო პროცესის დაწყებისას სიტყვით გამოსვლის დროს, მაია სანდუმ საქართველო რუსეთის კოლონიად მოიხსენია. პოსტების ნაწილს თან ახლავს მოლდოვის პრეზიდენტის ვიდეო, რომელშიც ის რუმინულ ენაზე საუბრობს, თუმცა კადრებში ვხედავთ ტიტრებით გაკეთებულ რუსულენოვან თარგმანს. ვიდეოში ისმის, რომ ის საქართველოს რუსეთის კოლონიად მოიხსენიებს, როდესაც ამბობს: “ჩვენ ვხედავთ, ჩვენს თვალწინ საქართველო ევროპული ღირებულებების გათელვით როგორ იქცა ისევ რუსეთის კოლონიად. საქართველოს ხელისუფლებამ ხალხს წაართვა  ევროკავშირში განვითარებული მომავლის შანსი”.

 რუსეთის კოლონია
 რუსეთის კოლონია

ვრცელდება მაია სანდუს ვიდეოფაბრიკაცია, რომელშიც ის საქართველოს რუსეთის კოლონიას უწოდებს. რეალურად, მოლდოვის პრეზიდენტს საქართველო მის გამოსვლაში რუსეთის კოლონიად არ მოუხსენიებია. ვიდეოფაბრიკაციისათვის გამოყენებულია მისი 29 აგვისტოს სიტყვით გამოსვლა, რომელშიც იგი საქართველოს საერთოდ არ ახსენებს. აღნიშნული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით არის დამუშავებული, მოლდოვის პრეზიდენტის აუდიო და ვიდეო შეცვლილია. 

ფეისბუქ-პოსტების ნაწილში მითითებულია, რომ მაია სანდუმ აღნიშნული განცხადება მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების პროცესის დაწყებისას გააკეთა. ძიების შედეგად დავადგინეთ, რომ 29 აგვისტოს, საარჩევნო პროცესის დაწყების დღეს, პრეზიდენტმა მართლაც მიმართა სიტყვით მოსახლეობას. საგულისხმოა, რომ მისი ჩაცმულობა და უკანა ფონი ზუსტად ემთხვევა ფეისბუქზე გავრცელებულ კადრებში ნაჩვენებ ვიზუალს. ვიდეოში, რომელიც სანდუს ფეისბუქ გვერდზე იძებნება, იგი მოუწოდებს ხალხს, მიიღონ ქვეყნის სასიკეთო გადაწყვეტილება, რადგან მოლდოვის მომავალი ამ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერში, რომელიც 2:28 წუთს გრძელდება, საქართველო ერთხელაც არ არის ნახსენები.

 რუსეთის კოლონია რუსეთის კოლონია
კადრი ავთენტიკური ვიდეოდანკადრი ფეისბუქზე 29 სექტემბერს გავრცელებული ვიდეოდან

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოს ავთენტიკურობა ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოების Hive Moderation-ისა და Invid-ის მეშვეობითაც გადავამოწმეთ. ორივე ხელსაწყო აჩვენებს, რომ აუდიო 91-99%-ით შეიცავს ხელოვნური ინტელექტის ან ე.წ. დიფფეიქ ტექნოლოგიის კვალს. ვიდეოს შემთხვევაში, ეს მაჩვენებლები 91.5-94%-ს უდრის. 

 რუსეთის კოლონია
Hive Moderation-ის მიხედვით, 91.5%-ია იმის ალბათობა, რომ ვიდეოში ხელოვნური ინტელექტი არის გამოყენებული 

 რუსეთის კოლონია
InVID & WeVerify-ის ხელსაწყოში ჩაშენებული აუდიო დეტექტორის Hiya-ს თანახმად, აუდიო 99%-ით ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი. 

 რუსეთის კოლონია
InVID & WeVerify-ის მიხედვით ვიდეო 94%-ით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით არის შექმნილი

დამატებით, აუდიო მასალა ხელსაწყო Deepfake-O-Meter-ის დახმარებით გავაანალიზეთ. ხელსაწყომ სამ შემთხვევაში AI კონტენტის ალბათობა მაღალპროცენტიანი სიზუსტით  დაადასტურა

 რუსეთის კოლონია

ვიდეოზე დაკვირვებით ასევე შეინიშნება ხარვეზები. მაგალითად, სანდუს პირის, თავისა და თვალების მოძრაობა არაბუნებრივია. საუბრის განმავლობაში სანდუს სახეზე მიმიკები არაბუნებრივად იცვლება. ასევე, ვიდეოს მონაკვეთებში მაია სანდუს კბილები ქრება. გარდა ამისა, ვიდეოფაბრიკაციაში გამოყენებული აუდიო მაია სანდუს საუბრის სტილისგან განსხვავდება, პაუზები ხელოვნურია. 

 რუსეთის კოლონია
სქრინშოტი ვიდეოფაბრიკაციიდან

აღსანიშნავია ისიც, რომ ღია წყაროებით არ დასტურდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მაია სანდუმ საქართველოს შესახება აღნიშნული განცხადება გააკეთა. ცნობები, რომ მოლდოვის პრეზიდენტმა საქართველოს “რუსეთის კოლონია” უწოდა, იძებნება X-ზე, თუმცა აღნიშნულ პოსტებშიც ვიდეოფაბრიკაციას ეყრდნობიან.  

განცხადება, რომელშიც სანდუ საქართველოს “რუსეთის კოლონიას” უწოდებს, არ გავრცელებულა მის ოფიციალურ X-ისა და Facebook-ის გვერდებზე. ასევე, არ გამოუქვეყნებია ადგილობრივ მედიას (1;2).  

“მითების დეტექტორს” მაია სანდუს შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის პოსტები წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია. მოლდოვის პრეზიდენტის შესახებ ყალბი და მანიპულაციური შინაარსის მტკიცებები წინასაარჩევნო პერიოდშიც ვრცელდებოდა. ვრცლად იხილეთ მასალებში:

არქივი: 1; 2; 3; 4


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: მოლდოვა
წყარო

წყარო

საქართველო და მსოფლიო
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist