2 დეკემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა გამოაქვეყნა საინფორმაციო ბარათი, რომლის მიხედვითაც, სამტრედიაში თბილისის მერის, კახა კალაძის ძეგლი დაიდგმება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამტრედიაში კახა კალაძის ძეგლს დადგამენ, სათავეს სატირული ფეისბუქ-გვერდიდან “ხაშურის მუნიციპალიტეტი” იღებს და სიმართლეს არ შეესაბამება.
გავრცელებული ინფორმაციის პირველწყარო არის სატირული ფეისბუქ-გვერდი, სახელწოდებით “ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality”, რომელმაც ცნობები კალაძის ძეგლის შესახებ 1 დეკემბერს გამოაქვეყნა. პოსტის ბოლოს, ე.წ. ჰეშთეგებში, მითითებულია, რომ ის სატირულია. პოსტი იუმორისტული ხასიათისაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

გვერდზე გამოგონილი, სატირული პოსტები სისტემატურად ვრცელდება. ის ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიასთან დაკავშირებული არაა. მსგავსი განცხადება არ გამოქვეყნებულა მერიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.
ასევე, მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ან ვებსაიტზე. აღნიშნული ცნობები არც სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გაუვრცელებია (1; 2).
“მითების დეტექტორს” წარსულშიც აქვს გადამოწმებული პოსტები, რომლებში მოყვანილი ცნობებიც სათავეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სატირული ფეისბუქ-გვერდიდან იღებდა. ვრცლად წაიკითხეთ მასალებში:
- ხაშურში ბრეჟნევის ბიუსტი აღდგენაზე ინფორმაციის პირველწყარო სატირული ფეისბუქ-გვერდია
- პოსტი, თითქოს ხაშურში გიორგი სააკაძის ქუჩას შევარდნაძის სახელი მიენიჭება, სატირულია
- პოსტი, თითქოს თემურ თათარაშვილი ხაშურის სამუსიკო სკოლის დირექტორად დანიშნეს, სატირულია
- დისნეილენდის ხაშურის მუნიციპალიტეტში აშენებაზე სატირული პოსტი ვრცელდება
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















