სამხედრო ტყვეების ვიდეო ზელენსკისა და უკრაინული ჯარის დაპირისპირების წარმოსაჩენად მანიპულაციურად ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

დეზინფორმაცია
302
VIEWS

7 ივნისს პრო-რუსული გამოცემა tvalsazrisi.ge-ის და infoanalytical.ge-ის სტატიების ავტორმა ირაკლი ჯანყარაშვილმა  (ირაკლი ირაკლი)  გამოაქვეყნა პოსტი, რომლშიც ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უფრო და უფრო მეტად საუბრობენ პრეზიდენტ ზელენსკის არაადეკვატურობასა და იმ გიჟურ გადაწყვეტილებებზე, რაც ჯარის და მთლიანად უკრაინის სიკვდილს იწვევს. პოსტს თან ახლავს ვიდეო, სადაც ჯარისკაცები ზელენსკის მტერს უწოდებენ და საზარბაზნე ხორცად გამოყენებაში სდებენ ბრალს. იდენტური ვიდეო ამავე დღეს ირაკლი ჯანყარაშვილის ერთ-ერთმა ფეისბუკ გვერდმა გლობალური პოლიტიკა, ასევე ფეისბუკ მომხმარებლებმა Lasha Menteshashvili-მა და ნიკოლოზ კვანჭიანმაც გაავრცელეს.

Screenshot 7 5 | mythdetector.com
სოციალურ ქსელში უკრაინელი ჯარისკაცების ვიდეომიმართვა მანიპულაციურად ვრცელდება. რეალურად, ვიდეოში ლიმანში დატყვევებული უკრაინელი სამხედროები საუბრობენ, რომელთა მონაწილეობითაც რუსული საინფორმაციო სააგენტოები სხვა ვიდეოებსაც ავრცელებდნენ. ვიდეოებში ტყვეები, სავარაუდოდ, იძულებული არიან თქვან ის, რასაც დაკითხვისას რუსული მხარე კარნახობს. კონტექსტის გარეშე ვიდეოს გავრცელება ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ზელენსკის სამხედროები ბრძოლის ველიდან მიმართავენ და ღალატში ადანაშაულებენ.

6 ივნისს რუსულ წყაროებში უკრაინელი ტყვეების ვიდეოჩანაწერი გამოჩნდა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავენ. ვიდეო ერთწუთიანია და მასში 21 დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცი მხოლოდ ერთ ფრაზას ამბობს. მათი თქმით, ზელენსკიმ ქვეყანა დაანგრია, მებრძოლები სასიკვდილოდ გაწირა და უკრაინის მტერი არა რუსეთი არამედ თვითონ პრეზიდენტია.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოში დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ ლიმანში შტურმის დროს ტყვედ აყვანილი უკრაინელი ჯარისკაცები საუბრობენ. მათი უმრავლესობა გადაღლილია, სახეზე სისხლჩაქცევები და სილურჯეები აღენიშნებათ. ვიდეო დრამატული ეფექტის შესაქმნელად მუსიკა ერთვის თან, ჯარისკაცები კი გაბრაზებულები და იმედგაცრუებულები არიან.

რამდენიმე დღით ადრე, 25 მაისს  გამოცემა rusvesna.su-მ ლიმანში ტყვედ აყვანილი უკრაინელი ჯარისკაცების დაკითხვის ვიდეოები გაავრცელა (ბმული 1, ბმული 2). ამ ვიდეოში ზუსტად ის სამხედროები არიან ასახულნი, რომელთაც მოგვიანებით ზელენსკისადმი მიმართვა ჩააწერინეს.

Screenshot 8 5 | mythdetector.com

ვიდეოს მოსმენისას, ცხადი ხდება, რომ უკრაინელ მებრძოლებს რუსები აიძულებენ ის გაიმეორონ, რასაც კარნახობენ. მაგალითად, პირველი ჯარისკაცი ამბობს, რომ ტყვეობაში ქალაქ ლიმანში ჩავარდა. მას საუბარს აწყვეტინებენ და მიუთითებენ რომ ტყვედ ჩავარდნის ნაცვლად, ჩაბარება თქვას:

– ტყვედ აგვიყვანეს ქალაქ ლიმანში…
– ჩაბარდი
– ჩავბარდი, ჩვენ ვიყავით ჯგუფი…

Screenshot 9 5 | mythdetector.com
სქრინშოთი იუთუბიდან


მეორე
ვიდეოში, (0:13 წამიდან) რომელშიც სხვა ტყვეების დაკითხვაცაა წარმოდგენილი, ზუსტად იგივე ჯარისკაცს ისევ ეკითხებიან, სად აღმოჩნდა ტყვობაში.

-სად აგიყვანეს ტყვედ?
-ლიმანში
-წითელ ლიმანში?
-წითელ ლიმანში
-ჩაბარდი ტყვედ
-ზუსტად ასეა, ჩავბარდი.

Screenshot 10 5 | mythdetector.com
სქრინშოთი: dnr-news.ru


ამავე ჯარისკაცების მონაწილეობით რუსულმა მხარემ 28 მაისს გამოაქვეყნა კიდევ ერთი
ვიდეო სათაურით “უკრაინელი ტყვე რუსი ჯარისკაცებით აღფრთოვანებულია.” ვიდეოებში ტყვეები, სავარაუდოდ, იძულებული არიან თქვან, თუ რა კარგ პირობებში იმყოფებიან და რომ უზრუნველყოფილი არიან ყველაფრით.

Screenshot 11 4 | mythdetector.com
სქრინშოთი: 9111.ru


ვიდეოში მონაწილე ჯარისკაცების სხვა კადრები 18, 21, 25, 30  მაისს (
ბმული 1, ბმული2 ბმული 3, ბმული 4, ბმული 5) გავრცელდა. მასში რუსული მხარე ტყვეებს მოუწოდებს მოყვნენ, სად იყვნენ ტყვედ აყვანის დროს, რას ფიქრობენ მეთაურებზე, როგორი მომზადება ჰქონდათ და ა.შ. ერთ-ერთ ვიდეოში, უკრაინელ ტყვეს სთხოვენ, თქვას “დიდება რუსეთს” .

Screenshot 12 4 | mythdetector.com
სქრინშოთი: podolyaka.ru, YouTube

 

Screenshot 13 2 | mythdetector.com
სქრინშოთი: rznonline.ru, YouTube

 

Screenshot 14 2 | mythdetector.com
სქრინშოთი: podolyaka.ru, YouTube

 

Screenshot 15 2 | mythdetector.com
სქრინშოთი: smolnarod.ru, YouTube

 

Screenshot 16 2 | mythdetector.com
სქრინშოთი: mybryansk.ru, YouTube


საინტერესოა ისიც, რომ სივრცე, სადაც უკრაინელი ტყვეების ზელენსკისადმი მიმართვაა ჩაწერილი და გარემო, რომელშიც მათი დაკითხვა მიმდინარობს, ერთი და იგივეა. ერთმანეთს ემთხვევა ასევე ვიდეოში მონაწილე ტყვეების ჩაცმულობაც, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს ვიდეოები ერთსა და იმავე პერიოდშია გადაღებული.

იხილეთ კადრები ტყვეების ზელენსკისადმი მიმართვიდან (მარცხნივ) და ტყვეების დაკითხვიდან (მარჯვნივ)

Screenshot 17 2 | mythdetector.com Screenshot 18 3 | mythdetector.com Screenshot 19 2 | mythdetector.com


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist