ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს უკრაინელი სამხედრო ომში გაწვეულების დაჩიპვაზე საუბრობს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

სამხედრო-ომში-გაწვეულები
112
VIEWS

19-20 ნოემბერს ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა, მათ შორის, დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ ომში გაწვეულების დაჩიპვაზე უკრაინელი სამხედროს სატელევიზიო ჩართვის ვიდეო გამოაქვეყნეს. სამხედრო სვამს კითხვას, ოცდამეერთე საუკუნეში, როცა ძაღლებსაც კი უდგამენ მიკროჩიპებს, რატომ არ შეიძლება ჩიპები “მათაც” ჩავუდგათ, რათა GPS-ის გამოყენებით ვიპოვოთ და დავაბრუნოთ. თანდართული აღწერის მიხედვით, სამხედრო უკრაინის არმიაში მობილიზებულებზე საუბრობს. 18 ნოემბერს იდენტური მტკიცება ვიდეოს გარეშე სხვა ფეისბუქ-გვერდმაც გაავრცელა.  

17 ნოემბერს იდენტური ცნობები რუსულენოვანმა მედიამაც (Известия; RG.RU; EA Daily;  Gazeta.ru) გამოაქვეყნა.

ომში გაწვეულების დაჩიპვა
ომში გაწვეულების დაჩიპვა
ომში გაწვეულების დაჩიპვა
ომში გაწვეულების დაჩიპვა

ომში გაწვეულების დაჩიპვასთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეო პროგრამულადაა დამუშავებული. ვიდეოს შესაქმნელად “კიევ 24-ის” ნამდვილი პირდაპირი ეთერის კადრები გამოიყენეს. რეალურად, ამ დროს ეთერში სტუმრად დმიტრო კუხარჩუკი იყო, რომელსაც გაწვეულებისთვის ჩიპის ჩადგმაზე არ უსაუბრია. 

ფეისბუქზე გავრცელებული პოსტების მიხედვით, კადრები ტელეარხ “კიევ 24-ს” ეკუთვნის. ერთ-ერთ პოსტში ვხვდებით ინფორმაციას, რომ დეზერტირობა უკრაინის არმიისთვის უზარმაზარ პრობლემად იქცა და ზოგიერთი იძულებით გაწვეული სამხედრო რუსეთის მხარეს გადადის საბრძოლველად, სხვები კი ჩუმად იპარებიან. 

ვიდეოზე ვხედავთ ტელეარხ “კიევ 24-ის” ლოგოს. ასევე, ვიდეოს ზედა მარცხენა კუთხეში ჩანს წარწერა “ომის 1357-ე დღე”. ტელეარხის იუთუბის არხზე წარსულში გასული პირდაპირი ეთერების სრული ჩანაწერებია განთავსებული, მათ შორისაა რუსეთ-უკრაინის ომის 1357-ე დღის, ანუ 11 ნოემბრის პირდაპირი ეთერის ჩანაწერებიც (1; 2). 

ომში გაწვეულების დაჩიპვა

ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ, რომ უკრაინელი სამხედრო ტელეარხს 19:50 საათზე ჩაერთო. ნამდვილი ჩანაწერიდან ჩანს, რომ ამ დროს ეთერში უკრაინის სახმელეთო ჯარების მესამე არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილე დმიტრო კუხარჩუკი ერთვებოდა. სტუმარმა ნამდვილად ისაუბრა სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების შესახებ, თუმცა, მან პრობლემის მიზეზებად ახალწვეულთა მომზადების არასათანადო ხარისხი, ფრონტის ხაზზე მოსამსახურე სამხედროთა როტაციის არარსებობა და არასამართლიანი მობილიზება დაასახელა. კუხარჩუკს არმიაში მობილიზებულებისთვის ჩიპების ჩადგმაზე არ უსაუბრია.

ომში გაწვეულების დაჩიპვა

გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენები პირი კუხარჩუკს ვიზუალურად არ ჰგავს. ვიდეოს აუდიო მასალა ხელსაწყო Hiya-ს მეშვეობით გადავამოწმეთ, რომელმაც აუდიოს შესაქმნელად ხელოვნური ინტელექტის გამოყენების 99%-იანი ალბათობა აჩვენა. 

 სამხედრო ომში გაწვეულები

ვიდეოში ნაჩვენები პირის იდენტიფიცირებისთვის ფოტოს ძიების პროგრამა Pimeyes-ი გამოვიყენეთ, თუმცა მის სხვა ფოტოებს ხელსაწყოს დახმარებით ვერ მივაკვლიეთ. 

ვიდეო Delfi-მაც შეისწავლა და დაადგინა, რომ ვიდეოში მოცემული აუდიო მასალა დიდი ალბათობით ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა გენერირებული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist