მიკოლაივის მე-6 გიმნაზია უარყოფს, რომ ბავშვებს დაურიგეს სამკერდე ნიშანი წარწერით: “მამაჩემი დეზერტირია”

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

სამკერდე ნიშანი
121
VIEWS

27-31 მარტს ფეისბუკის რუსულენოვან (1, 2, 3, 4) და ქართულენოვან ანგარიშებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, მიკოლაივის მე-6 გიმნაზიაში, სკოლის პერსონალმა ბავშვებს დაურიგა სამკერდე ნიშანი (ბეიჯი), რომელზეც აწერია: მამაჩემი დეზერტირია”. პოსტებს ფოტო/ვიდეო მასალა ერთვის, რომელზეც აღნიშნული “ბეიჯი” ჩანს. 

 სამკერდე ნიშანი  სამკერდე ნიშანი

ინფორმაცია, თითქოს მიკოლაივის მე-6 გიმნაზიაში ბავშვებს დაურიგეს სამკერდე ნიშანი, რომელზეც წერია: “მამაჩემი დეზერტირია”, დეზინფორმაციაა. აღნიშნულ საკითს გიმნაზია გამოეხმაურა და უარყო, რომ სკოლაში სამკერდე ნიშანი მსგავსი წარწერით ბავშვებს დაურიგეს.

ინფორმაციას მიკოლაივის მე-6 გიმნაზიაში ბავშვებისთვის სამკერდე ნიშნის დარიგებაზე, მხოლოდ საეჭვო, პროპაგანდისტული ანგარიშები ავრცელებენ. აღნიშნულ საკითხს სკოლაც გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია,რომ რომ სამკერდე ნიშანი სკოლას არ დაურიგებია და ყალბ სამკერდზე ნიშანზე მათი ლოგოა გამოყენებული.

 სამკერდე ნიშანი

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია წარსულში ვინნიცაზეც ვრცელდებოდა, რომელიც უკრაინელმა ფაქტების გადამმოწმებლებმა გადაამოწმეს. 

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ-ანგარიში Dato Faika Nacvlishvili ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას, რასაც ,,მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist