სოკარში ინვესტირებაზე სალომე ზურაბიშვილის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

სალომე ზურაბიშვილი
53
VIEWS

2024 წლის 28 ოქტომბერს Facebook გვერდმა “La Charite ENTRE NOUS” გამოაქვეყნა Woodworkking.buzz-ის ბმული, რომლის ფოტოზეც გამოსახულია საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და დატანილია რუსული წარწერა: “большие выплаты официально доступны всем жителям Грузии” (მაღალი თანხები ოფიციალურად ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა მცხოვრებისთვის). ფოტო სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მომხმარებელს ბმულზე გადასვლისკენ მოუწოდებს.

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის ფოტოს გამოყენებით გავრცელებული პოსტი თაღლითობის ნიშნებს შეიცავს. ვებ-საიტი, რომელზეც პოსტს გადავყავართ, კომპანია სოკარს არ ეკუთვნის და ინტერნეტ-მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ისახავს მიზნად. ინვესტირებასთან დაკავშირებული მსგავსი პროგრამის არსებობა სოკარმა არაერთხელ უარყო. 

  • ვებ-საიტი სოკარს არ ეკუთვნის 

ბმულზე გადასხვლისას ორი ალტერნატიული ვებ-საიტი იხსნება. ორივე მათგანი სოკარის ლოგოს იყენებს. პირველ ვებ-საიტზე ვხვდებით შეკითხვას “ხართ თუ არა საქართველოს მოქალაქე?”. ამავე ვებ-საიტზე მოცემულია დამატებითი ინფორმაცია, რომ თითქოს სოკარმა სახელმწიფოსთან ერთად გახსნა შემოსავლის პლატფორმა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.

სალომე ზურაბიშვილი

ბმულის მეორე ვარიანტზე იხსნება მსგავსი ტიპის გვერდი, რომელიც ასევე სვამს შეკითხვას “ხართ თუ არა საქართველოს მოქალაქე?” თუმცა ამასთან ერთად მოცემულია ინფორმაცია, რომ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, გამოიმუშაოს ფული ქართული და უცხოური კომპანიების აქციებზე და მიიღოს 2 000 ლარზე მეტი პირველივე კვირაში.  

სალომე ზურაბიშვილი

თუ მომხმარებელი უპასუხებს, რომ არის საქართველოში მცხოვრები, სისტემა მას დამატებით შეკითხვებს უსვამს, მათ შორის შეკითხვას, აქვს თუ არა ქართული საბანკო ბარათი. შეკითხვების ბოლოს ვხვდებით რეგისტრაციის გრაფას, სადაც მომხმარებელმა საკუთარი სახელი, გვარი და მობილურის ნომერი უნდა შეიყვანოს, რაც პირად ინფორმაციასთან დაკავშირებულ და თაღლითობის საფრთხეებს შეიცავს.

sokarshi investirebaze salome zurabishvilis sakhelith morigi thaghlithuri posti vrtseldeba3 სოკარში ინვესტირებაზე სალომე ზურაბიშვილის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება

ვებ-საიტები კომპანია სოკარს არ ეკუთვნის. ისინი Whois.DomainTools-ის მეშვეობით გადავამოწმეთ. შედეგად დადგინდა, რომ თაღლითური ვებ-საიტი Woodworkking.buzz 2024 წლის 5 აგვისტოს შეიქმნა და მისი აიპი მისამართი ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში ფიქსირდება.

sokarshi investirebaze salome zurabishvilis sakhelith morigi thaghlithuri posti vrtseldeba4 სოკარში ინვესტირებაზე სალომე ზურაბიშვილის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება

  • La Charite ENTRE NOUS-ის შესახებ

Facebook გვერდი La Charite ENTRE NOUS 2019 წლის 8 დეკემბერს იგივე სახელით შეიქმნა და 8 მოწონება და 8 გამომწერი ჰყავს (14/11/2024-ის მონაცემებით). მას მხოლოდ რამდენიმე პოსტი აქვს გამოქვეყნებული და არცერთი მათგანი სოკართან ან საქართველოს პრეზიდენტთან კავშირში არ არის. გვერდის კატეგორიაში მითითებულია, რომ ის გასართობი შინაარსისაა. ასევე, მონაცემების მიხედვით, გვერდს ვიეტნამიდან მართავენ.   

sokarshi investirebaze salome zurabishvilis sakhelith morigi thaghlithuri posti vrtseldeba5 სოკარში ინვესტირებაზე სალომე ზურაბიშვილის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილსა და სოკართან დაკავშირებით გამოქვეყნებული თაღლითური პოსტი გვერდზე არ ჩანს და, სავარაუდოდ, მხოლოდ რეკლამების ბიბლიოთეკაში იყო ხელმისაწვდომი, სადაც ამ დროისთვის მსგავსი შინაარსის სამი პოსტი გვხვდება. სამივე პოსტი ზურაბიშვილის შესახებ გამოქვეყნებული ბმულის მსგავსია და ყაზახეთსა და ყაზახურ კომპანია Kaspi-ს შეეხება.

sokarshi investirebaze salome zurabishvilis sakhelith morigi thaghlithuri posti vrtseldeba6 სოკარში ინვესტირებაზე სალომე ზურაბიშვილის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება
La Charite ENTRE NOUS-ის რეკლამების ბიბლიოთეკა
  • Socar-ის სახელით გავრცელებული სხვა თაღლითური პოსტები

 კომპანია სოკარის სახელით თაღლითური პოსტები წარსულშიც ხშირად ვრცელდებოდა.  კომპანიამ მრავალჯერ უარყო, რომ ინვესტირებასთან დაკავშირებული მსგავსი პროგრამა აქვთ, მათ შორის, “მითების დეტექტორთან” კომენტარშიც. სოკარმა განცხადებაც გაავრცელა და მოქალაქეებს მოუწოდა, თაღლითური სქემის გამოყენებით ინვესტიცია არ განახორციელონ. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ მომხმარებლებს მათი მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ ოფიციალური წყაროებიდან (საიტი: http://SGP.GE , FB ოფიციალური გვერდი). 

sokarshi investirebaze salome zurabishvilis sakhelith morigi thaghlithuri posti vrtseldeba7 სოკარში ინვესტირებაზე სალომე ზურაბიშვილის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება

ვრცლად წარსულში სოკარის სახელით გავრცელებული თაღლითური პოსტების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში

პოსტის არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: თაღლითობა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist