სალომე ზურაბიშვილის სახელით გაყალბებული ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ზურაბიშვილი
149
VIEWS

26 მაისს ფეისბუკ-ანგარიშმა Лара Литвинчук ჯგუფში  Russian Canada-Русская Канада, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სახელით შემდეგი ციტატა გაავრცელა: “თუკი ქართველები უცხოური აგენტების კანონს არ მიიღებენ, მაშინ ისინი შეძლებენ მაქმანიანი საცვლებით სიარულს და ვენის ოპერაში საცივის ჭამას”. 

იგივე ციტატა  X-ის რუსულენოვან ანგარიშზეც გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ კომენტარებში სხვადასხვა მომხმარებელი ციტატას როგორც ნამდვილს, ისე აღიქვამს.

salome zurabishvili | mythdetector.com

სოციალურ ქსელებში სალომე ზურაბიშვილის სახელით გავრცელებული ციტატა გამოგონილია. არც ერთ საჯარო გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტს მსგავსი რამ არ უთქვამს. ყალბ ციტატას თავდაპირველად რუსული პოლიტიკურ-სატირული ტელეგრამ-არხები ავრცელებდნენ.

საიდან იღებს სათავეს სალომე ზურაბიშვილის ციტატა?

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სახელით ეს ციტატა თავდაპირველად ანგარიშმა follyflly ტელეგრამსა და X-ის ანგარიშზე 26 მაისს გაავრცელა. მოგვიანებით კი სატირულმა ტელეგრამ-არხმა Политический Юмор გადააზიარა. 

salome zurabishvili1 | mythdetector.com

აღსანიშნავია, რომ მანამდე მსგავსი შინაარსის ციტატა, თუმცა ზურაბიშვილის ავტორობის გარეშე, 19 და 25 მაისს ტელეგრამ-არხზე  масловский филипп გავრცელდა.

salome zurabishvili2 | mythdetector.com

წყაროების შესახებ

follyflly-ის ტელეგრამსა და ტვიტერზე ხშირია ანტიდასავლური და პრო-კრემლისტური პოსტები. ტელეგრამ-არხს აღწერაში შემდეგი წინადადება უწერია: “აქ არ არის ახალი ამბები, არამედ ავტორის რეაქცია მათზე”. არხი ხშირად დებს სხვადასხვა პოლიტიკოსის სახელით გამოგონილ ციტატებსაც, მაგალითად: 

tsqharo | mythdetector.com

ფეისბუკ-ანგარიშის Лара Литвинчук-ის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გამოუვლენია


კონსტანტინე კობერიძე

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist